შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი

სიახლეები

Page: 2

დიანა ქონიაძე  შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის საბაკალავრო პრგორამის მე-3 კურსის სტუდენტია. მისი ჰობი -ხელსაქმეა, რომლისთვისაც დროს ყოველთვის პოულობს ხოლმე. დიანას მიერ შექმნილ ხელოვნების ნიმუშებს სხვების ცხოვრებაშიც შეაქვთ სიხარული. Diana Koniadze is a third-year student enrolled in the Bachelor’s Program in Journalism at the International Black Sea University. She consistently makes time for needlework, and her artistic creations bring happiness to those around her. ავტორი: გიორგი არბოლიშვილი By Giorgi Arbolishvili

სერტიფიკატები და ფულადი პრიზები გადაეცათ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის ხუთ სტუდენტს, რომლებმაც ვაქცინაციის შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების შესახებ დახურულ კონკურსში გაიმარჯვეს.  კონკურსი იყო ნაწილი დიდი პროექტისა, რომელიც ავსტრიის განვითარების სააგენტოს (#ADA), ავსტრიის წითელი ჯვრის (#AuRC), წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაციის (#IFRC) მიერ დაფინანსდა და რომელსაც საქართველოსა და სომხეთში წითელი ჯვრის ადგილობრივმა ორგანიზაციებმა განხორციელეს სახელწოდებით – “ეპიდემიების მიმართ მზაობა და #კოვიდ19-ზე რეაგირება სომხეთსა და საქართველოში”. IBSU Journalism Program Students Win Competition Five students of the Bachelor of Journalism program at the International Black Sea University won certificates and cash prizes in a closed competition to raise public awareness about vaccination.  The competition was part of a larger project funded by the Austrian Development Agency (ADA), the Austrian Red Cross (#AuRC), the International Federation of Red Cross and Red Crescent Societies (#IFRC) and implemented by the local Red Cross organizations in Georgia and Armenia under the title “Epidemic Preparedness and Response to #COVID19 in Armenia and Georgia”.   ავტორი: მარიამ ჩალაური , ელენე სავანელი By  Mariam Chalauri ,  Elene Savaneli  

სტუდენტთა ტრადიციული ფოტოგამოფენა შედგა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ეზოში. ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა საგან „ფოტოჟურნალისტიკის“ ფარგლებში გადაღებული საუკეთესო ფოტოები გამოფინეს. საგნის ფარგლებში სტუდენტებმა მოაწყვეს ექსპედიცია ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, მოინახულეს დარიალის ხეობა, სოფელი სნო და გერგეტის სამება. The International Black Sea University hosted an annual student photo exhibition. Students enrolled in the Journalism Bachelor program showcased their finest photographs captured as part of the “Photojournalism” course.   ავტორი: ნათია ნოზაძე By Natia Nozadze  

“ვაშუქებთ იმას, რაც საჭიროებს გაშუქებას, ყოველგვარი სუბიექტური აზრის დაფიქსირების გარეშე”   დაკო  მაღლაკელიძე     2024 წლის 28 ნოემბერს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ საქართველოს ხელისუფლება 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყებაზე უარს ამბობს, სპონტანური საპროტესტო აქცია მოჰყვა. აქცია რამდენიმე საათს გაგრძელდა და პერიოდული დაპირისპირებებით აღინიშნა. მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მისი დაშლა დაიწყო. დაპირისპირების დროს დაშავდნენ როგორც დემონსტრანტები, ისე ჟურნალისტებიც. „პუბლიკის“ ჟურნალისტი ალექსანდრე ქეშელაშვილი, რომელიც პოლიციამ დააკავა და დაკავებისას სცემა, ამბობს, რომ მას გაუსწორდნენ როგორც ჟურნალისტს.   -თქვენი შემთხვევა ერთ-ერთი პირველი იყო ამ აქციებზე პოლიციის მხრიდან ფიზიკური ძალადობის კუთხით. ამის შემდეგ შეკრებილი ადამიანების რაოდენობამ უფრო იმატა, ხალხს პროტესტის შეგრძნება უფრო გაუღვივდა. ასეთი ტრაგიკული შემთხვევები, თქვენი აზრით, ქვეყანაში ცვლილებებს დააჩქარებს? ადამიანებისთვის მხოლოდ ამბის მოსმენა და სტატისტიკის ნახვა საკმარისი არ არის. ვიზუალური მასალა – სურათები და ვიდეოები – მათთვის დიდ როლს ასრულებს და მოტივაციას აძლევს. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ისინი მზად უნდა იყვნენ რისკისათვის. -შეგიძლიათ, გაიხსენოთ, რა ხდებოდა თქვენს გონებაში თავდასხმის დროს? იმ მომენტში მხოლოდ გადარჩენაზე ვფიქრობდი. გამოძრომას არ ვცდილობდი – მთავარია, როგორღაც გამეძლო, რადგან ვიცოდი, რომ ეს დასრულდებოდა. არ უნდა დამეკარგა კონცენტრაცია, არ უნდა გადამედგა ნაბიჯი, რომელიც ჩემს პროფესიას ეწინააღმდეგებოდა; და არ უნდა ჩავრთულიყავი ჩხუბში. ვცდილობდი ამეხსნა, რომ ჟურნალისტი ვიყავი, რათა თავი დამეცვა. -კამერით რომ არ ყოფილიყავით, როგორ ფიქრობთ, მაინც დაგაკავებდნენ? ბოლოს აქციაზე, როგორც მოქალაქე, 17-18 წლის ასაკში ვიყავი. ვფიქრობ, ჟურნალისტი კამერების გარეშე რომ ვყოფილიყავი, შესაძლოა, არ დავეკავებინე. თუმცა, ამ შემთხვევაში ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი სწორედ ის იყო, რომ ორი კამერა მეკეთა და პოლიციელებს ფოტოებს ვუღებდი. დამაფიქსირეს, ეს არ მოეწონათ და თვითონაც დაიწყეს ვიდეოს გადაღება. ჩემ გვერდით ჩემი თანამშრომელი ტელეფონით იღებდა, მაგრამ საბოლოოდ მხოლოდ მე „გამიტაცეს“. ხანდახან ჟურნალისტის სტატუსი უფრო დაცულობას ნიშნავს, რადგან პრესის წარმომადგენელი ხარ; თუმცა, ამ შემთხვევაში, პრესა თავად გახდა სამიზნე. -აქციების გაშუქების დროს რა გამოწვევებთან უწევთ ჟურნალისტებს გამკლავება, განსაკუთრებით მაშინ, როცა დაძაბულობა მატულობს? არასდროს იცი, როგორი სიტუაცია დაგხვდება – არ იცი, რა უნდა გეცვას, ან გეკეთოს. საჭიროა სხვადასხვა გარემოსთან ადაპტაცია, როგორც ამინდთან, ასევე, იმ ფაქტორთან, თუ რას გამოიყენებს პოლიცია შენ წინააღმდეგ. ყველაფრისთვის მზად უნდა იყო, რადგან, რაც არ უნდა მშვიდობიანი და კეთილგანწყობილი ჩანდეს აქცია, შესაძლოა, შენ გვერდით მყოფი ადამიანი აგრესორი აღმოჩნდეს. მით უმეტეს, თუ ისეთ აქციაზე მოხვდი, სადაც ჟურნალისტები არ უყვართ, ვეღარავის ენდობი – ვერც ხალხს და ვერც პოლიციას. ასეთ გარემოში მიდიხარ სრული გაურკვევლობით და ფიქრობ, რომ ძალიან ღრმად არ შეხვიდე. უნდა დაათვალიერო ტერიტორია, შეამჩნიო გასაქცევი გზები და წინასწარ განსაზღვრო, ვის დაურეკავ დახმარებისთვის, საჭიროების შემთხვევაში. აუცილებელია სიტუაციის წინასწარი შეფასება, რადგან მრავალი დეტალია გასათვალისწინებელი. -როგორ ახერხებთ სიმართლის თქმისა და იმ რისკის ბალანსს, რომელიც შემდგომ შეიძლება ამბის გაშუქებას მოჰყვეს? რაც არ უნდა პრივილეგირებულ მედიას წარმოადგენდე, ყოველთვის გამოჩნდება ვიღაც, ვისაც შენი გაშუქებული ამბავი არ მოეწონება. როდესაც მემარცხენეთა საკითხები გავაშუქეთ, ბევრს გაუჩნდა კითხვა, რატომ ვაკეთებდით ამას. პრაიდის აქციის გაშუქების შემდეგ კი დიდი კრიტიკა მივიღეთ – „ლგბტ“-ების დამცველები გვიწოდეს. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვაშუქებთ იმას, რაც საჭიროებს გაშუქებას, ყოველგვარი სუბიექტური აზრის დაფიქსირების გარეშე. -თუ გქონიათ ისეთი მომენტი, როდესაც გიფიქრიათ, რომ თქვენივე უსაფრთხოებისთვის გადაღება უნდა შეგეწყვიტათ? დიახ, ყოფილა ასეთი მომენტი. 2021 წლის 5 ივლისს მოვხვდი აგრესიული ბრბოს შუაში. იმ დღეს 50-ზე მეტ ჟურნალისტს დაესხნენ თავს. მე უკვე ისედაც ბეიჯის გარეშე, მხოლოდ ტელეფონით ვიღებდი. მაგრამ ერთ მომენტში მარტო აღმოვჩნდი მათ შორის და როცა აგრესიულად დაიწყეს ჩემი გამოკითხვა, რატომ ვიღებდი, შევწყვიტე. მით უმეტეს, იმ მომენტში გადამწყვეტი არაფერი ხდებოდა და ვერც ჩართული კამერა და ვერც ჟურნალისტის სტატუსი ვერ დამეხმარებოდა. -თქვენ როგორ ხედავთ საქართველოს მოქალაქეებისა და ხელისფლების ურთიერთობას ამ პროტესტების განმავლობაში? ხელისუფლება სულ უფრო რადიკალური ხდება და აღარ ცდილობს კომუნიკაციას ხალხთან. მანამდეც მიმუშავია ამ პარტიის მმართველობის პერიოდში, თუმცა, მაშინ დიალოგში შედიოდნენ და გარკვეულ დათმობებზეც მიდიოდნენ. ახალი და განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის, რომ საზოგადოება ორად გაყვეს – ერთნი მათი ერთგული მხარდამჭერები არიან, ხოლო სხვები რევოლუციონერებად და რადიკალებად მოიხსენიებიან. ეს კი კრიზისის მოგვარებას კიდევ უფრო ართულებს.               -თქვენი აზრით, როგორ იმოქმედებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესი საქართველოს მომავალზე – როგორც პოლიტიკური, ასევე, სოციალური კუთხით? როგორც ჟურნალისტი, შეფასებისგან თავს შევიკავებ, თუმცა, ნებისმიერი დიდი კრიზისი ქვეყნის მომავალზე უარყოფითად აისახება. განსაკუთრებით მაშინ, როცა ასეთი მასშტაბური ცვლილება ხორციელდება, რასაც, შესაძლოა, დამღუპველი შედეგები მოჰყვეს. როდესაც მოსახლეობის უმრავლესობა ამის წინააღმდეგია, ეს სერიოზულად საყურადღებო სიგნალია. კრიზისს ქვეყნისთვის შეიძლება მოჰყვეს როგორც ეკონომიკური, ისე სოციალური ზარალი. შესაძლოა, დავკარგოთ პარტნიორი ქვეყნები და უცხოელი ინვესტორები, რაც საბოლოოდ ჩვენი ქვეყნის იზოლაციას გამოიწვევს. ჩემი პროფესიული გამოცდილება მანიშნებს, რომ რუსეთთან ურთიერთობის გაღრმავებასთან დაკავშირებული პოზიტიური სიახლე არცერთი ქვეყნის შესახებ არ გამიშუქებია და ვფიქრობ, არც ჩვენი ქვეყანა იქნება გამონაკლისი. -რას ნიშნავს თქვენთვის პრესის თავისუფლება, განსაკუთრებით, თქვენი ინციდენტის შემდეგ? ჩემთვის საკმაოდ მარტივია, ვიყო ჟურნალისტი, ვიყო მოვლენების ეპიცენტრში და ვაშუქო ამბები. თუმცა, როდესაც გკარნახობენ, რა უნდა გააშუქო და რა – არა, ან რა კონტექსტში უნდა წარადგინო ინფორმაცია, ეს სერიოზული შეზღუდვაა. ჟურნალისტის პროფესია ამის გამო არ აგვირჩევია. ჟურნალისტისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ თავისუფლად იმუშაოს და მოვლენები საკუთარ მორალურ პრინციპებზე დაყრდნობით გააშუქოს .თავისუფლება – ის, რომ არ გკარნახობენ, როგორ იმოქმედო – უმნიშვნელოვანესია. თუმცა, ჩვენთვის თავისუფლებაზე ლაპარაკი უკვე ზედმეტია – უსაფრთხოდ მუშაობაც კი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ტელევიზიებს ფინანსური რესურსები მნიშვნელოვნად ეზღუდებათ და, ფაქტობრივად, საარსებო ზღვარზე იმყოფებიან. მედიის გარეშე კი, თუ ხალხმა ობიექტური ინფორმაცია ვერ მიიღო, სრულიად განსხვავებულ რეალობაში აღმოვჩნდებით – ერთგვარ სიმულაციაში. -მსგავსი ინციდენტები როგორ მოქმედებს ჟურნალისტების სურვილზე, ისევ გააშუქონ კრიზისული ვითარებები? კრიზისული ვითარებები ჩემთვის უფრო დიდ მოტივაციას ქმნის სამუშაოდ, რადგან ვაცნობიერებ, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ხალხმა დაინახოს, რა ხდება ქვეყანაში. ეს მმატებს შემართებას, ვიყო იქ და ვიმუშაო. როდესაც გიყვარს შენი პროფესია და სამშობლო, ბუნებრივად გიჩნდება სურვილი, ჩაერთო ამ პროცესში. თუმცა, ყველას ფსიქიკა განსხვავებულია და კრიზისული ვითარებები ადამიანებზე სხვადასხვაგვარად მოქმედებს. შესაძლოა, კრიზისმა დატოვოს არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ ფსიქოლოგიური კვალი, რასაც შიში და შფოთვა მოჰყვება. მეც, როცა ბევრ პოლიციელს ვხედავ, უკვე წინასწარ ვფიქრობ, რომ რაღაც უარყოფითი შეიძლება მოხდეს. პოლიციის, როგორც სისტემის, იმედი აღარ არსებობს. მაგრამ საფრთხე მხოლოდ პოლიციას არ უკავშირდება – შეიძლება სრულიად უცნობი, გვერდით მდგომი მოქალაქე უმიზეზოდ დაგესხას თავს, რის შემდეგაც ხალხმრავალ ადგილებში ყოფნის შიში ჩნდება. მიუხედავად ყველაფრისა, ჩემ გარშემო ყველა აცნობიერებს, რამდენად მნიშვნელოვანია ამჟამად მედიის როლი, რაც ჩვენთვის კიდევ უფრო დიდ მოტივაციას ქმნის.

“მარტომ არ უნდა გააკეთო საქმე, თუ დიდი გეგმები და ამბიციები გაქვს”

თამუნა კომლაძე 22 წლის სტუდენტია, რომელიც გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით ყოველწლიურად იცრება. ვაქცინის შესახებ ინფორმაციის ძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც მისი ოჯახის ერთ-ერთი ხანშიშესული წევრი, წლების განმავლობაში, გრიპის ვირუსს მძიმე სიმპტომების თანხლებით ებრძოდა. „გრიპის ვირუსის პრევენციისთვის, ოჯახის ექიმმა, ბებოს გრიპის ვაქცინით ყოველწლიური სეზონური აცრა ურჩია. ვაქცინაციის შემდეგ შევნიშნეთ, რომ მას ვირუსი ან იშვიათად ხვდებოდა; შეხვედრის შემთხვევაში კი მსუბუქი სიმპტომები უვითარდებოდა,“ – ამბობს თამუნა. მას შემდეგ, რაც ის ვაქცინაციის, როგორც ვირუსის პრევენციის მექანიზმის მუშაობაში დარწმუნდა, გადაწყვიტა, რომ გრიპის ვაქცინა ყოველწლიურად მასაც ჩაეტარებინა, ვინაიდან ყოველ სეზონზე, ვირუსთან ბრძოლა თავადაც უწევდა. „თავიდან არ მეგონა თუ ეს (ვაქცინა) წარმატებული იქნებოდა. იქამდე ხშირად მიწევდა სკოლის, შემდეგ უკვე უნივერსიტეტის გაცდენა, როცა გრიპის ვირუსი მხვდებოდა. პირველივე ვაქცინამ მიჩვენა აცრის დადებითი შედეგები. აცრიდან პირველივე ზამთარი გადავიტანე ყოველგვარი გრიპისა და გაციების გარეშე,“ – გვეუბნება თამუნა. მან ისიც გვითხრა, რომ მხოლოდ წინა წელს ვერ მოახერხა გრიპის ვაქცინის გაკეთება და სეზონზე ვირუსის შედარებით მძიმე სიმპტომები განუვითარდა: მაღალი ტემპერატურა, ხველა, ყელის ტკივილი. „წინა წლის გამოცდილების გამეორება აღარ მინდა, ამიტომ, წელსაც ვაპირებ ავიცრა. მიხარია, რომ ვაქცინაცია არსებობს. გრიპის სეზონზე ყველა ადამიანმა სრულფასოვანი ცხოვრებით უნდა იცხოვროს“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, ყოველწლიურად ფიქსირდება  სეზონური გრიპის დაახლოებით მილიარდი შემთხვევა, მათ შორის მძიმე ავადმყოფობის 3-5 მილიონი შემთხვევა. ეს ვირუსი ყოველწლიურად იწვევს 290 000-დან 650 000-მდე რესპირატორულ სიკვდილს. გრიპთან დაკავშირებული ქვედა სასუნთქი გზების ინფექციით 5 წლამდე ასაკის ბავშვებში სიკვდილიანობის 99% განვითარებად ქვეყნებში ფიქსირდება. სიმპტომები იწყება ინფიცირებიდან 1-4 დღის შემდეგ და ჩვეულებრივ, გრძელდება დაახლოებით ერთი კვირა. ასეთ მოცემულობაში, ვაქცინაცია გრიპის პრევენციის საუკეთესო საშუალებაა. ექიმი, ლამზირა აბრამიშვილი, გვეუბნება, რომ ბოლო წლებში საჩხერის რაიონის საავადმყოფოსა და ამბულატორიებში (სამკურნალო-პროფილაქტიკურ დაწესებულებებში) გრიპის ვაქცინაციისთვის მომართვიანობამ იმატა, განსაკუთრებით ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტების მხრიდან, თუმცა ზოგადი მოცვის მაჩვენებელი ჯერ კიდევ არ არის სასურველ დონეზე. „ჩემს უბანზე, სოფელ არგვეთში, ყოველწლიურად ვაკეთებ 130-150 ვაქცინას, 200 უფრო შეესაბამება რეალურ საჭიროებას. ეს ქრონიკულებში. ჯანმრთელები თითქმის არ იცრებიან. აუცრელობის მიზეზი, რა თქმა უნდა, ინფორმაციის ნაკლებობაა და უფრო მეტად, ინფორმაციის მიმართ სანდოობის დეფიციტი, ანტივაქსერული კამპანიები სოციალურ სივრცეში და სხვა,“ – ამბობს ექიმი. მისი თქმით, გავრცელებული მითებიდან ყველაზე ხშირად სმენია, რომ ვაქცინაცია ასუსტებს იმუნურ სისტემას და მოქმედებს ფერტილურობის ხარისხზე. „გრიპის ვაქცინას აქვს მაღალსპეციფიკური დაცვა ვაქცინირებულ პირებში; არ ხვდებათ გრიპის ვირუსი ან გადაიტანენ მინიმალური სიმპტომებით, რაც თავისთავად ამცირებს ქრონიკული დაავადებების გამწვავებას და მასთან დაკავშირებულ გართულებებსა და სიკვდილიანობას. რა თქმა უნდა, არ მოქმედებს ქალის ჯანმრთელობაზე ორსულობის დროს და ვაქცინირებულ ორსულებს იცავს კიდეც ნაყოფის ანომალიებისგან და გრიპთან ასოცირებული გართულებებისგან,“ – განმარტავს ექიმი, ლამზირა აბრამიშვილი.                   ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, გრიპის გლობალური პროგრამისა და გრიპის გლობალური ზედამხედველობისა და რეაგირების სისტემის (GISRS) მეშვეობით, სხვა პარტნიორებთან თანამშრომლობით, მუდმივად აკონტროლებს გრიპის ვირუსებს და გლობალურ საქმიანობას. „გრიპის ვაქცინა ყოველწლიურად აფერხებს მილიონობით დაავადებას და გრიპთან დაკავშირებულ ექიმთან ვიზიტს. მაგალითად, აშშ-ში, 2019-2020 წლებში, გრიპის ბოლო სეზონის განმავლობაში, COVID-19 პანდემიის წინ, გრიპის ვაქცინაციამ თავიდან აიცილა დაახლოებით 7 მილიონი გრიპის დაავადება, 3 მილიონი გრიპთან ასოცირებული სამედიცინო ვიზიტი, 100,000 გრიპთან ასოცირებული ჰოსპიტალიზაცია და 7,000 გრიპთან ასოცირებული სიკვდილი,“ – ვკითხულობთ  ჯანმოს განცხადებაში. სეზონებზე, როდესაც გრიპის ვაქცინის ვირუსები მოცირკულირე გრიპის ვირუსების მსგავსია, ვაქცინა ამცირებს გრიპის დროს ექიმთან მისვლის რისკს 40%-დან 60%-მდე. და მაინც, რატომ არის მნიშვნელოვანი ვაქცინაცია? გრიპი (გრიპი) არის პოტენციურად სერიოზული დაავადება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ჰოსპიტალიზაცია და ზოგჯერ სიკვდილიც კი. გრიპის ყოველი სეზონი განსხვავებულია და ვირუსმა შეიძლება განსხვავებულად იმოქმედოს ადამიანებზე. ტიპური გრიპის სეზონზე მილიონობით ადამიანი ავადდება გრიპით, ასობით ათასი ადამიანი ჰოსპიტალიზებულია და ათიათასობით ადამიანი იღუპება. ვინ უნდა ჩაიტაროს აცრა? 6 თვის და უფროსი ასაკის ყველა ინდივიდმა უნდა მიიღოს გრიპის ვაქცინა ყოველ სეზონზე, იშვიათი გამონაკლისის გარდა. ვაქცინაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც აქვთ გრიპის სერიოზული გართულებების მაღალი რისკი. 4 ნოემბრიდან, საქართველოს მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ყველა მოქალაქისთვის უფასოა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, იმუნიზაცია Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების, ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინით მიმდინარეობს, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის. ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე. „გრიპი, ჩვეულებრივ, ნოემბრის მეორე ნახევრიდან აქტიურდება საქართველოში. ასე რომ, დრო ნამდვილად არის იმისათვის, რომ ვაქცინაციამ თავისი ეფექტი გამოიღოს“, – დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე. ამ დრომდე, ქვეყნის მასშტაბით 37 000-ზე მეტი მოქალაქე უკვე აიცრა. აცრა ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებში 6 თვის ასაკიდანაა შესაძლებელი და სრულად უფასოა. გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, პროგრამის ფარგლებში, პირველ ეტაპზე რისკ-ჯგუფებს ჩაუტარდათ. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის განცხადებით, ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაციაცაა მოსალოდნელი გრიპის სეზონზე. გთავაზობთ 2024 წლის სეზონურ გრიპზე აცრის სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებების ნუსხას: იხილეთ ბმული: https://ncdc.ge/#/pages/content/666ecf18-b8a9-446b-8a9d-f48cfb1e6c22 საზოგადოებაში გავრცელებულია მცდარი მოსაზრებები გრიპის სეზონურ ვაქცინაციასთან დაკავშირებით. გთავაზობთ მითებსა და რეალურ ფაქტებს: ვრცლად იხილეთ მოცემულ ბმულზე: https://preview.shorthand.com/CJGOWj1QVzkd4C0b   ავტორი: ნინი შაორშაძე

დეზინფორმაციის საფრთხეებთან გამკლავება თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი ძირითადი გამოწვევაა. თანამედროვე პროგრესული მსოფლიო თანხმდება, რომ არა მხოლოდ დეზინფორმაცია, არამედ დეზინფორმაციული კამპანიაც დიდ გავლენას ახდენს ქვეყნების პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ სტაბილურობაზე. აღნიშნულის ნათელი მაგალითი იყო კოვიდ 19-ის პანდემია, სადაც სხვადასხვა მედიაში, განსაკუთრებით სოციალურ ქსელში გავრცელებულმა მანიპულაციურმა დეზინფორმაციამ დიდი მასშტაბი მიიღო. ეს კი, ლოგიკურად ანტი-ვაქსერულ განწყობებს კიდევ უფრო ზრდიდა. მსოფლიოს მასშტაბით, მილიონობით ადამიანს COVID-19-ის პანდემიის დაწყებიდანვე ჰქონდა შესაძლებლობა  კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილიყვნენ. აღნიშნული ვაქცინა ხელმისაწვდომი იყო საქართველოს მოქალაქეებისთვისაც. სწორედ, აღნიშნული პერიოდიდან გაჩნდა უამრავი ცრუ ინფორმაცია და ბრალდება საზოგადოებაში. საქართველოში, დეზინფორმაცია სხვადასხვა მედია არხებით ვრცელდებოდა. თუმცა, დღესდღეობით, ჩვენს ქვეყანაში, ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი სოციალური ქსელი – ფეისბუკია. სწორედ, ამ პლათფორმის საშუალებით ავრცელებდნენ ყალბ ამბებს პროპაგანდისტული გვერდები.  ყალბი ანგარიშები, რომლებიც პირდაპირ შექმნილი იყო ვაქცინაციის შესახებ არასწორი ინფორმაციის გასავრცელებლად, ეჭვებს კიდევ უფრო მეტად აღვივებდნენ. მათი მთავარი მიზანი  საზოგადოებაში უნდობლობის ეფექტის დათესვა იყო. აღსანიშნავია, ის მოცემულობაც, რომ სოციალურმა ქსელებმა ფეისბუქმა, ტვიტერმა  (აწ უკვე იქსმა) და იუთუბმა, თავის მხრივ, ხელი შეუწყეს ინფორმაციის გადამოწმებას, შედეგად კოვიდ 19-ის ვაქცინების მიმართ დეზინფორმაციის გავრცელებისას ოპერატიულად მოქმედებდნენ, თუმცა სოციალური ქსელების ალგორითმები ისეა მოწყობილი, რომ მცდარი, სენსაციური, ყურადღების მიმპყრობი პოსტები უფრო მალე ვრცელდება. შესაბამისად, ყველა ინფორმაციის სწრაფად გადამოწმება ვერ ხერხდება. საქართველოში, COVID-19-ით ინფიცირების პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა, ხოლო 2021 წლის 13 მარტს, COVAX პლატფორმის საშუალებით, საქართველომ ვაქცინა პირველად მიიღო. ქვეყანაში დაიწყო ვაქცინაცია ოქსფორდ-ასტრაზენეკას ვაქცინით, რომელიც პრიორიტეტული ჯგუფებისათვის იყო განსაზღვრული  . აღნიშნულ პროცესში მნიშვნელოვანი იყო საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა. მათ შორის: ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, გაეროს სააგენტოების, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის და ა.შ. მათი დახმარებით განხორციელდა ვაქცინაციის დონაცია, საინფორმაციო კამპანიის დაორგანიზება, ტრენინგები, ცივი ჯაჭვის აღჭურვილობის მოწოდებას და სხვა. მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მობილურმა ბრიგადებმა. მობილური ბრიგადები სხვადასხვა რეგიონში, დასახლებულ პუნქტებში გაიგზავნა აცრების ინტენსივობის გაზრდისა და ვაქცინაციაზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით. გარდა ამისა, ბინაზე აცრის საჭიროებაზე ინფორმაციის შეგროვება ხდებოდა ცენტრალიზებულად ცხელი ხაზის 1522 მიერ, ასევე წითელი ჯვრის საზოგადოების მიერ, რომელიც ინფორმაციას გადასცემდა ა(ა)იპ – საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგს.  საქართველოს წითელი ჯვრის ჯანდაცვის დეპარტამენტის პროექტების კოორდინატორი ანა ლომთათიძე ამბობს, რომ კოვიდ 19-ის კუთხით „ საქართველოს წითელ ჯვარს“ განსაკუთრებით დიდი და ხანგრძლივი რეაგირება ჰქონდა. მისი თქმით, სხვადასხვა კლინიკებსა და სამედიცინო დაწესებულებებში რიგების მოწესრიგებისა და თერმოკონტროლის. ვაქცინაციის ხელმისაწვდომობისა და ინფორმირებულობის გაზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი იყო „ საქართველოს წითელი ჯვრის“ ჩართულობა. იხილეთ ვრცლად ვიდეოში https://www.youtube.com/watch?v=v_ZZ2U-zuiM საქართველოში ხელმისაწვდომი იყო და არის შემდეგი ტიპის ვაქცინები: Oxford/AstraZeneca (ოქსფორდასტრაზენეკა); Sinovac. CoronaVac  Vero Cell, Inactivated (სინოვაკი); “Pfizer BioNTech (პფაიზერი); Sinopharm, SARSCoV2 Vaccine (Vero Cell) (სინოფარმი). დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებულ დოკუმენტში, რომელიც ასახავს სტატისტიკურ ინფორმაციას საქართველოში Covid-19 საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებით ვკითხულობთ, რომ 2023-2024 წწ პერიოდში Covid-19 საწინააღმდეგო ვაქცინაცია საქართველოში არ ჩატრებულა, ხოლო სტატისტიკური მონაცემებით 15.03.2021-01.01.2023 წწ პერიოდში აცრილთა საერთო რაოდენობა ჯამურად შეადგენს 1,383,877 ადამიანს. სულ ჩატარებული აცრები კი – მთლიანობაში 2,941,092 შეადგენს. საზოგადოებაზე მკვეთრად იმოქმედა ახალციხეში მომხდარმა ტრაგიკულმა შემთხვევამ, როცა 27 წლის მედდა მეგი ბაქრაძეს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა და გარდაიცვალა. აღნიშნული ფაქტის შემდეგ მოსახლეობამ ნდობა დაკარგა ვაქცინაციის მიმართ. შესაბამისად, ქვეყნის მასშტაბით კიდევ უფრო გაიზარდა შიში ვაქცინაციასთან დაკავშირებით, ამის მიზეზი კი ის იყო, რომ შესაბამისმა სტრუქტურებმა, ჯანდაცვის წარმომადგენლებმა, საზოგადოებას დეტალურად არ აუხსნეს მომხდარის მთავარი გამომწვევი მიზეზი. ცხადია, ამ ფაქტმა მნიშვნელოვნად შეაფერხა ვაქცინაციის პროცესი მთელ ქვეყანაში. მედიაში, განსაკუთრებით კი სოციალურ ქსელში, პერიოდულად ვრცელდებოდა და დღესაც ვრცელდება ათასნაირი დეზინფორმაცია თუ კონსპირაციული ჰიპოთეზა კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების შესახებ, რომელსაც საზოგადოება ძალიან ხშირად ენდობა. გთავაზობთ 6 ყველაზე გავრცელებულ მითს კოვიდ 19-ის ვაქცინაზე. კოვიდ 19-ის ვაქცინის შესახებ გავრცელებულ მითებს ვრცლად მედიცინის დოქტორი, პროფესორი, ჯანდაცვის ექსპერტი – ეკა სანიკიძე პასუხობს. https://www.youtube.com/watch?v=RE58sG9qcPY საზოგადოების აზრით, მითები კოვიდ 19 ის შესახებ ყველაზე მეტად მიკროჩიპებისა და უშვილობის შესახებ სმენიათ. გამოკითხულთა უმრავლესობა კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილია, თუმცა ზოგიერთი ფიქრობს, რომ კოვიდ 19 ხელოვნურად შექმნილი ვირუსი იყო და ვაქცინას შეეძლო ადამიანის დნმ-ის შეცვლა. https://www.youtube.com/watch?v=PZtNVNpBLH0 დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის სოციალური მედიის მონიტორინგის  „ამოიცანი დეზინფორმაცია“ ანგარიშში მოხვდა ის ქართული ონლაინ გამოცემები, რომლებიც კორონავირუსის შესახებ გადაუმოწმებელ და ყალბ ინფორმაციას ავრცელებდნენ, ესენია: თვალსაზრისი, ჰოთ ნიუსი, ალია, რეზონანსი, ჰოთ ნიუსი, exclusivenews.ge, reportiori.ge, infopostalioni, News-Front Georgia, qartuliazri და ა.შ. ანგარიშის მიხედვით, ყალბი ინფორმაცია ვრცელდებოდა ასევე შემდეგ ფეისბუქ გვერდებსა და ჯგუფებში: საქართველო უპირველეს ყოვლისა, საერთო გაზეთი,  ევრაზია საინფორმაციო სააგენტო, დედაქალაქი, სტალინი, საქართველოსთვის, კორონავირუსი/COVID-19 ერთად დავამარცხოთ, საინფორმაციო ჯგუფი, ეროვნული ყრილობა ძალაუფლება ხალხს და საერთო სახალხო მოძრაობა ქართველი ერის გადარჩენისთვის და ა.შ. უილიამ ჰენრი „ბილ“ გეიტსი — ამერიკელი ბიზნესმენი, კომპანია Microsoft-ის დამფუძნებელი. Covid-19-ის დეზინფორმაციული კამპანიისას სამიზნე პიროვნება გახლდათ ბილ გეიტსი. ხშირი იყო მოსაზრებები, რომ თითქოს „ბილ გეითსმა ვაქცინა ადამიანის გენის შეცვლის მიზნით შექმნა“, „ბილ გეითს სურდა 7 მილიარდი ადამიანის კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა, რომ თავისი ბიზნეს გეგმა შეესრულებინა  და ა.შ. თუმცა, რეალურად კოვიდ 19-ის წინააღმდეგ შექმნილ ვაქცინებს არ შეუძლიათ ადამიანის დნმ-ის შეცვლა. რაც შეეხება ბილ გეითსის მიერ 7 მილიარდი ადამიანის „იძულებით აცრას“, აშკარა შეთქმულების თეორიის ნაწილია.  აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, გეითსი მის მიერვე გავრცელებულ განცხადებაში საუბრობს ურთიერთშეთანხმების გზით ვაქცინის ხელმისაწვდომობაზე 7 მილიარდი ადამიანისთვის. გარდა ამისა, დეზინფორმაცია და გადაუმოწმებელი ამბები ვრცელდებოდა პირბადეებთან დაკავშირებითაც. ზოგიერთი „ვითომ“ ექსპერტი პირბადეების გამოყენებას განიხილავდა,  როგორც ადამიანის ჯანმრთელობისთვის საზიანოდ და ამტკიცებდნენ, რომ უსიმპტომო პირებისთვის მისი ტარება ფსიქოლოგიური ზიანის მომტანი იყო, თუმცა თუ რეალურად შევხედავთ, პირბადის გამოყენებას სხვადასხვა ინფექციასთან ბრძოლის წინააღმდეგ დიდი ისტორია აქვს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია პანდემიასთან ბრძოლის მთავარ ინსტრუმენტად სწორედ პირბადეს მიიჩნევდა და ახლაც ასეა. დეზინფორმაციის გავრცელების პროცსეში, მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო ლუგარის ლაბორატორიის დისკრედიტაციას. 2024 წლის აგვისტოში ქართულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსა და რიჩარდ ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევით ცენტრს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ფინანსური დახმარება შეუწყვიტა. აშშ-ს მხრიდან ლუგარის ლაბორატორიისთვის დახმარების შეჩერებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა სხვადასხვა პროპაგანდისტული გვერდი, ვრცელდებოდა ნარატივები, რომლის მიხედვით, თითქოს ლუგარის ლაბორატორია საქართველოსთვის საფრთხეს წარმოადგენს, რადგან ბიოლოგიური იარაღის დასამზადებლად გამოიყენებოდა, ამდენად მისი დახურვა, პირიქით, ზოგიერთისთვის მისაღები იყო. სინამდვილეში, მტკიცება, რომ საქართველოში, ლუგარის ლაბორატორია ბიოლოგიურ იარაღზე მუშაობდა, რუსული დეზინფორმაციაა და მსგავს ყალბ ამბებს მხოლოდ რუსული გამოცემები ავრცელებდნენ. კოვიდ 19-ის შესახებ გავრცელებული ამბების იდენტიფიცირების კუთხით აქტიურად მუშაობდა და ახლაც მუშაობს მედიის განვითარების ფონდის ფაქტების გადამოწმების პორტალი „მითების დეტექტორი“, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელებული შინაარსის სიზუსტეს სწავლობს და აფასებს. აღნიშნული ინფორმაციის ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. მითების დეტექტორის მთავარი რედაქტორის მოადგილე მაიკო რატიანი ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ კოვიდ 19-ზე გავრცელებული ყალბი ინფორმაციის მასშტაბი 2024 წელს გაცილებით მცირეა, „მითების დეტექტორი“ კვლავ აგრძელებს საეჭვო აქტორებზე დაკვირვებას და დეზინფორმაციის გაქარწყლებას“. მითების დეტექტორის მთავარი რედაქტორის მოადგილე მაიკო რატიანი “მითების დეტექტორი“ ღია წყაროებზე დაყრდნობით, ასევე ოფიციალურ ჯანდაცვის უწყებებში გავრცელებული ინფორმაციით და სამეცნიერო პუბლიკაციების ციტირებით ახდენდა ყალბი ინფორმაციის გადამოწმებას. დეზინფორმაციაზე რეაგირება ხდებოდა სტატიების მომზადებით, რომელიც ვირუსულად გავრცელებულ ყალბ

თავიანთი წიგნები წარადგინეს ავტორებმა დავით ხარატიშვილმა და ანო ტვილდიანმა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში. ანო ტვილდიანი ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის 2023 წლის კურსდამთავრებულია. მისი სადებიუტო რომანი “ცხებული და შერისხული” ფილოსოფიური და მისტიკური შინაარსისაა. დავით ხარატიშვილის მოთხრობების კრებული “გული ფარად” საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს ასახავს და სხვადასხვა სოციალურ თემას ეხება. პრეზენტაციაზე წიგნები მიმოიხილა რედაქტორმა და გამომცემელმა, ჟურნალისტიკის საბკალავრო პრგორამის მოწვეულმა ლექტორმა ოლიკო ცისკარიშვილმა.   Authors Davit Kharatishvili and Ano Tvildian presented their new books at the International Black Sea University. Ano Tvildiani graduated from the Bachelor of Journalism program in 2023. Twildian’s debut novel, “Anointed and Maledict,” has a philosophical and mystical plot. Davit Kharatishvili’s collection of short stories, “Heart as a Shield,” deals with various social topics and events developed in Georgia in recent years. The editor and publisher, Oliko Ciskarishvili, guest lecturer of the Journalism undergraduate program, reviewed the books at the presentation.  

საიდან იწყება აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება? მიზეზი – გართობა, დეპრესია, თუ დიდი ფულის შრომის გარეშე შოვნის სურვილია. ვიდეო სიუჟეტში საკუთარ უარყოფით გამოცდილებას გვიზიარებენ რესპონდენტები, გამოსავლები კი  კი – დამოკიდებულების ექსპერტები. Psycho-trauma – the cause of addiction Where does gambling addiction start? The reason – entertainment, depression, or the desire to earn a lot of money without work. In the video story, respondents share their negative experiences, and addiction experts share the solutions.  

#IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისათვის ვაქცინაციის მნიშვნელობის შესახებ ვორქშოფი ჩაატარეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტებმა. ვორქშოფის ორგანიზატორი იყო საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება. ღონისძიება გაიმართა პროექტის – “ეპიდემიების მიმართ მზაობა და #კოვიდ19-ზე რეაგირება სომხეთსა და საქართველოში” – ფარგლებში. პროექტის მხარდამჭერია ავსტრიის განვითარების სააგენტო (ADA), ავსტრიის წითელი ჯვარი (AuRC), წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაცია (IFRC). Public health experts conducted a workshop on the importance of vaccination for journalism undergraduate program students. The event was held within the framework of the project Preparedness for Epidemics and Response to #COVID19 in Armenia and Georgia.” The Austrian Development Agency (ADA), the Austrian Red Cross (AuRC), and the International Federation of Red Cross and Red Crescent (IFRC) support the project.  


რადიო IBSU

Free Shoutcast HostingRadio Stream Hosting