შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი

სიახლეები

საჯარო სამსახურში რეორგანიზაციისა და დასაქმებულთა გათავისუფლების საკითხები გამარტივდა. „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებები საქართველოს პარლამენტმა 2024 წლის დეკემბერში დაჩქარებული წესით განიხილა და მიიღო. 2025 წელს კი შეცვლილი კანონმდებლობის საფუძველზე არაერთი პირი გაანთავისუფლეს საჯარო სამსახურებიდან. სამსახურების გარშე დარჩენილი საჯარო მოხელეები თვლიან, რომ ისინი პოლიტიკური ნიშნით გაანთავისუფლეს, რადგან თითქმის ყველა მათგანი პროევროპული აქციების მონაწილეა და საქართველოს ევროპული ორიენტაციის მხარდამჭერ პეტიციებზეც აქვთ ხელი მოწერილი. კანონპროექტის ინიციატორები არიან “ქართული ოცნების” დეპუტატები – ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, ალუდა ღუდუშაური, რატი იონათამიშვილი, გურამ მაჭარაშვილი, დავით მათიკაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი. საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ მთლიანობაში ცვლილებების მთავარი მიზანი რეორგანიზაციის პროცესის გამარტივებაა ისე, რომ ამ მოტივით გათავისუფლებულმა საჯარო მოხელემ საჯარო სამსახურის სისტემაში შემობრუნება ვეღარ შეძლოს ცვლილება „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ასევე ეხება მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის წესით დანიშვნას, მოხელის უშუალო ხელმძღვანელის მიერ მომზადებულ შეფასებასა და საჯარო დაწესებულებაში რეორგანიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებს იურისტების თქმით, ახალი მოწესრიგება ამცირებს მოხელის შეფასების პერიოდულობას, რაც 1 წლის ნაცვლად 6 თვე იქნება. ახალი მოწესრიგება საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელს ანიჭებს უფლებამოსილებას, მოხელის შეფასების შედეგები შეცვალოს ამ მოხელის შეფასების განხორციელებიდან 1 თვის ვადაში. ამასთან, კანონის 53-ე მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული არადამაკმაყოფილებელი შეფასების შემთხვევაში, მოხელეს დაუკავდება თანამდებობრივი სარგოს 20% მისი მომდევნო შესაფასებელი პერიოდის დაწყებამდე. აღნიშნული მოწესრიგება ქმნის საფრთხეს, რომ მოხელის შეფასება დაუსაბუთებლად და ბოროტად იქნეს გამოყენებული, როგორც მოხელეთა დასჯის მექანიზმი. საჯარო სამსახურიდან თანამშრომლების მოსალოდნელი დათხოვნის შესახებ ვარაუდი ჯერ კიდევ 2024 წლის ნოემბრის ბოლოს გაჩნდა, როცა თბილისის მერიის 200-ზე მეტი თანამშრომელი „ქართული ოცნების“ მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებას გაემიჯნა და 30 ნოემბერს ღია წერილიც გამოაქვეყნა. რა შეიცვალა? იურისტმა თამარ სურმავამ მოკლედ მიმოიხილა ის ძირითადი ცვლილებები, რაც კანონმა ბოლოს მიღებული შესწორებებით განიცადა. ცვლილება 1 ახალი რედაქციით, საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები და მისი მოადგილეები აღარ მიიჩნევიან საჯარო მოხელეებად. ეს პირები ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირები იქნებიან. ცვლილება 2 ახალი რედაქციით, საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი, როგორიცაა, მაგალითად, მინისტრი, საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ ნიშნავს პირს ამ საჯარო დაწესებულებიდან ან უკვე ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულს. ეს ნიშნავს იმას, რომ კადრების სწორად შერჩევაზე პასუხისმგებელნი ხდებიან დეპარტამენტის უფროსი ან მისი მოადგილე, ხოლო მათი გათავისუფლება არის ძალიან მარტივი – საჭიროა მხოლოდ ერთი თვით ადრე გაფრთხილება. ცვლილება 3 ახალი რედაქციით, ყველა იერარქიული რანგის თანამდებობაზე მომუშავე მოხელე 6 თვეში ერთხელ შემოწმდება, ნაცვლად წელიწადში ერთხელ შემოწმებისა. ეს ნიშნავს, რომ მოხელეს წელიწადში 2-ჯერ შეაფასებენ და ორივეჯერ არადამაკმაყოფილებლად შეფასების შემთხვევაში, იგი სამსახურიდან გათავისუფლდება. „აქამდე, ეს პროცესი მოითხოვდა 2 წელს. ასევე, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები [მაგალითად დეპარტამენტის უფროსი, მისი მოადგილე და სხვა.] აღარ ექვემდებარებიან შეფასებას“, ცვლილება 4 ახალი რედაქციით, საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელს – მაგალითად, მინისტრს – მოხელის შეფასების უფლება მიეცა, მისი შეფასების მომენტიდან 1 თვის განმავლობაში. „ეს ნიშნავს, რომ შეფასების შესაცვლელად საჩივარი აღარ არის საჭირო. არსებობს რისკი, რომ მისი გამოყენება მოხდეს ურჩი უშუალო ხელმძღვანელის გადაწყვეტილების გადასაფარად. მაგრამ ურჩად ყოფნა გაჭირდება, რამდენადაც შუა რგოლის მენეჯმენტის გათავისუფლება უკვე მარტივია. შეფასებამ კი მომავალში შეიძლება გავლენა იქონიოს მოხელის წახალისებაზე, კლასის მინიჭებაზე, სამსახურიდან გათავისუფლებაზე თუ სხვა“. ცვლილება 5 ახალი რედაქციით, თუ მოხელე არადამაკმაყოფილებელ შეფასებას მიიღებს, მას დაუკავდება თანამდებობრივი სარგოს 20%, მისი მომდევნო შესაფასებელი პერიოდის დაწყებამდე. ეს ნიშნავს, რომ თუ მოხელემ მიიღო არადამაკმაყოფილებელი შეფასება ან დაწესებულების ხელმძღვანელმა შეცვალა და შეაფასა არადამაკმაყოფილებლად, მას უნდა დაუკავდეს თანამდებობრივი სარგოს 20%. ცვლილება 6 ახალი რედაქციით, მობილობის წესი რეორგანიზაციის შემთხვევებზე აღარ ვრცელდება. ეს ნიშნავს, რომ თუ დასაქმებული რეორგანიზაციის საფუძვლით გათავისუფლდება, იგი საჯარო უწყებიდან საერთოდ თავისუფლდება. ცვლილებამდე საჯარო სამსახურს უფლება ჰქონდა, მისთვის იმავე დაწესებულებაში ან სხვაგან მისი კომპეტენციის შესაფერისი ან ნაკლები კომპეტენციის ვაკანსია შეეთავაზებინა. ცვლილება 7 ახალი რედაქციით, მოხელეს უნარჩუნდება საკლასო დანამატი მხოლოდ საჯარო დაწესებულების ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის, ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უფრო დაბალი იერარქიული რანგის თანამდებობაზე გადაყვანისას. ეს ნიშნავს, რომ რეორგანიზაციის დროს აღარ მოიაზრებენ უფრო დაბალი იერარქიული რანგის თანამდებობაზე მოხელის გადაყვანას [მობილობა აღარ ვრცელდება რეორგანიზაციაზე] და შესაბამისად, საკლასო დანამატის შენარჩუნებას. „თუმცა, დიდი ალბათობით კანონმდებელს არ გაახსენდა კანონის 103-ე მუხლის მეორე წინადადების დანაწესი, რომლის მიხედვითაც რეორგანიზაციად ითვლება აგრეთვე საჯარო დაწესებულების შტატების გადაადგილება”, – ამბობს თამარ სურმავა და ამატებს: „ხოლო თუ გადაადგილება მოხდა უფრო დაბალი რანგის პოზიციაზე, საკლასო დანამატის შენარჩუნება აღარ არის გათვალისწინებული. ეს მიუთითებს იმაზე, რომ კანონის მიზანი არის ის, რომ რეორგანიზაციის დროს მოხელე მხოლოდ გაათავისუფლონ სამსახურიდან“. ცვლილება 8 ახალი რედაქციით, მოხელის სამსახურიდან რეორგანიზაციის საფუძვლით გათავისუფლების შემთხვევაში, მას არ მიეცემა არანაირი სახის კომპენსაცია. რეორგანიზაციის საფუძვლით გათავისუფლების თაობაზე მოხელეს უნდა ეცნობოს 1 თვით ადრე. 1 თვის ხელფასის ოდენობით კომპენსაციას მოხელე მიიღებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ 1 თვით ადრე არ აცნობებენ. ცვლილება 9 ახალი რედაქციით, მოხელის სამსახურიდან რეორგანიზაციის საფუძვლით გათავისუფლების შემთხვევაში, გადაწყვეტილების გასაჩივრება ამ აქტის მოქმედებას არ აჩერებს. ამასთან, სასამართლო გადაწყვეტილებით მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მოხელეს სამსახურში არ აღადგენენ. მას მიეცემა მხოლოდ 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით კომპენსაცია. „ეს ნიშნავს, რომ რეგულაცია ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სასამართლოს 31/07/2015წ. №2/3/630 გადაწყვეტილებას, რომლითაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი ძველი ნორმა, რომელიც აწესებდა იძულებით განაცდურზე 3-თვიან ლიმიტს“, – ამბობს იურისტი. ცვლილება 10 ახალი რედაქციით, ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები და მათ მოადგილეები – იგივე შუა რგოლის მენეჯერულ პოზიციებზე დასაქმებული პირები – მიიჩნევიან ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებად. მათ შეუნარჩუნდეთ შრომის ანაზღაურება. „ეს ნიშნავს, რომ თუ დღეს ეს პირები არიან უვადოდ დასაქმებული საჯარო მოხელეები, კანონის ამოქმედების შემდგომ აბსოლუტურად დაუცველები იქნებიან” მასალაზე მუშაობისას მოვიძიეთ მოკლე ინფორმაცია ავტორიტარულ და დემოკრატიულ ქვეყნებში საჯარო სამსახურების მართვის პოლიტიკის შესახებ. გერმანია გერმანიაში საჯარო სექტორის რეგულირება და საჯარო მოხელეების სტატუსი სპეციფიკურია და ემყარება ფედერალურ კანონებს, რომლებიც სხვადასხვა რეგულაციებს ადგენს სხვადასხვა სფეროებში. საჯარო მოხელეებს (“Beamte”) უფლება აქვთ მიიღონ განსაკუთრებული სამართლებრივი სტატუსი, რომელიც სხვა დასაქმებულებთან შედარებით ბევრად განსხვავებულია. გერმანიაში საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირებს აქვთ ფიქსირებული ხელფასი და სოციალურ უსაფრთხოებაზე ორიენტირებული პირობები. ეს სისტემები მიმართულია იმისთვის, რომ საჯარო მოხელეებს ჰქონდეთ სოციალური სანდოობა. ამერიკა  აშშ-ში საჯარო სექტორის კანონმდებლობა დამოკიდებულია როგორც ფედერალურ, ისე შტატების დონეზე. ზოგადად, საჯარო სექტორში დასაქმებულები, მათ შორის საჯარო მოხელეები, მოიცავს სხვადასხვა კატეგორიებს, როგორიცაა ფედერალური, შტატური და ადგილობრივი (მუნიციპალური) თანამდებობის პირები. ამერიკაში, განსაკუთრებით ფედერალურ დონეზე, საჯარო სამსახური ძირითადად ემყარება კვალიფიკაციებს. საჯარო მოხელეები და თანამშრომლები ირჩევიან ან დაინიშნებიან ძირითადად მათი კვალიფიკაციის მიხედვით, კონკურსებისა და გამოცდების საფუძველზე. ამ სისტემის მიზანია, რომ თავიდან აიცილოს პოლიტიკური ნიშნით თანამდებობაზე დანიშვნა და უზრუნველყოს საჯარო მოხელეთა პროფესიონალიზმი. ჩინეთი ჩინეთში საჯარო სექტორის კანონი და საჯარო მოხელეების რეგულირება ძირითადად სახელმწიფოს და კომუნისტური პარტიის ინსტიტუტებს ექვემდებარება. ძირითადი რეგულაციები და პრინციპები რამდენიმე ძირითად კანონთან და პოლიტიკურ მექანიზმთან არიან დაკავშირებული. ჩინეთის საჯარო სამსახურის მიზანი არა მხოლოდ ადმინისტრაციული ფუნქციების შესრულებაა, არამედ ეროვნული მიზნების და კომუნისტური პარტიის პოლიტიკის ხელშეწყობა. ეს აღსანიშნავია, რადგან მთავრობის და პარტიის სტაბილურობა მიჩნეულია ქვეყნის წარმატების მთავარ ფაქტორად. ბელარუსი ბელარუსიაში საჯარო სექტორის რეგულირება და საჯარო მოხელეების უფლებები ასევე განისაზღვრება ქვეყნის კანონმდებლობით, რომელიც მოიცავს როგორც შრომის სამართალს, ასევე პოლიტიკურ და ადმინისტრაციულ რეგულაციებს. ბელარუსიაში საჯარო სამსახურის წარმომადგენლებს აქვთ გარკვეული უფლებები, რომლებიც შეიძლება

თამთა ბაქრაძე თოჯინების თეატრის მსახიობია. სამსახიობო კარიერას თამთა აკადემიურ კარიერასაც უთავსებს და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს “საორატორო ხელოვნებას” ასწავლის. ჟურნალისტიკის საბაკაალვრო პროგრამის სტუდენტებმა თამთა ბაქრაძის ერთი სამუშაო დღე გადაიღეს. Tamta Bakradze is an actress in the puppet theater. Tamta combines her acting career with her academic career and teaches “oratory art” to International Black Sea University students. Students of the undergraduate journalism program filmed one of Tamta Bakradze’s working days. ავტორები : ელენე სავანელი , თამარ როსტიაშვილი. By  Elene Savaneli , Tamar Rostiashvili.  

ლიკა თაგვაძე თბილისის სამხატვრო აკადემიის კერამიკის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტია. ლიკა კერამიკულ ნაკეთობებს რაჭაში აღმოჩენილი ისტორიული ნივთების ინსპირაციით ქმნის. Lika Tagvadze is currently enrolled in the Master’s Program in Ceramics at the Tbilisi Academy of Arts. She designs ceramic pieces that draw inspiration from historical artifacts discovered in the Racha region. ავტორი: დიანა ქონიაძე By Diana Koniadze  

პატარა ნიკოლოზ ლაპიაშვილი გულმოდგინედ შრომობს, რომ მომავალში ძლიერი ფეხბურთელი გახდეს. ამ საქმეში მას უფროსი და ელენე ეხმარება – და-ძმის სვლა მიზნისაკენ გულგრილს არავის ტოვებს. Little Nikoloz Lapiashvili diligently strives to become a strong football player in the future. His older sister Elena helps him in this work—the siblings’ steps toward the goal leave no one indifferent.   ავტორი: ნინო მიქავა By Nino Mikava  

ძმებ გინტურებს თბილისში სამხატვრო სტუდია აქვთ და მოზარდებს სახვით ხელოვნებაში ამეცადინებენ. ვიდეოს გმირია ერთ-ერთი ძმა, ბესო გინტური, რომელიც პედაგოგობის პარალელურად თავადაც აქტიურად ქმნის ხელოვნების ნიმუშებს და წარადგენს მათ როგორც პერსონალურ, ისე ჯგუფურ გამოფენებზე.   The Ginturi brothers operate an art studio in Tbilisi dedicated to instructing teenagers in the fine arts. The central figure of the video is Beso Ginturi, one of the brothers, who not only serves as an educator but also engages in the active creation of artworks, showcasing them at both solo and group exhibitions.   ავტორი: მარიამ ჩალაური By Mariam Chalauri  

დიანა ქონიაძე  შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის საბაკალავრო პრგორამის მე-3 კურსის სტუდენტია. მისი ჰობი -ხელსაქმეა, რომლისთვისაც დროს ყოველთვის პოულობს ხოლმე. დიანას მიერ შექმნილ ხელოვნების ნიმუშებს სხვების ცხოვრებაშიც შეაქვთ სიხარული. Diana Koniadze is a third-year student enrolled in the Bachelor’s Program in Journalism at the International Black Sea University. She consistently makes time for needlework, and her artistic creations bring happiness to those around her. ავტორი: გიორგი არბოლიშვილი By Giorgi Arbolishvili

სერტიფიკატები და ფულადი პრიზები გადაეცათ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის ხუთ სტუდენტს, რომლებმაც ვაქცინაციის შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების შესახებ დახურულ კონკურსში გაიმარჯვეს.  კონკურსი იყო ნაწილი დიდი პროექტისა, რომელიც ავსტრიის განვითარების სააგენტოს (#ADA), ავსტრიის წითელი ჯვრის (#AuRC), წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაციის (#IFRC) მიერ დაფინანსდა და რომელსაც საქართველოსა და სომხეთში წითელი ჯვრის ადგილობრივმა ორგანიზაციებმა განხორციელეს სახელწოდებით – “ეპიდემიების მიმართ მზაობა და #კოვიდ19-ზე რეაგირება სომხეთსა და საქართველოში”. IBSU Journalism Program Students Win Competition Five students of the Bachelor of Journalism program at the International Black Sea University won certificates and cash prizes in a closed competition to raise public awareness about vaccination.  The competition was part of a larger project funded by the Austrian Development Agency (ADA), the Austrian Red Cross (#AuRC), the International Federation of Red Cross and Red Crescent Societies (#IFRC) and implemented by the local Red Cross organizations in Georgia and Armenia under the title “Epidemic Preparedness and Response to #COVID19 in Armenia and Georgia”.   ავტორი: მარიამ ჩალაური , ელენე სავანელი By  Mariam Chalauri ,  Elene Savaneli  

სტუდენტთა ტრადიციული ფოტოგამოფენა შედგა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ეზოში. ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა საგან „ფოტოჟურნალისტიკის“ ფარგლებში გადაღებული საუკეთესო ფოტოები გამოფინეს. საგნის ფარგლებში სტუდენტებმა მოაწყვეს ექსპედიცია ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, მოინახულეს დარიალის ხეობა, სოფელი სნო და გერგეტის სამება. The International Black Sea University hosted an annual student photo exhibition. Students enrolled in the Journalism Bachelor program showcased their finest photographs captured as part of the “Photojournalism” course.   ავტორი: ნათია ნოზაძე By Natia Nozadze  

“ვაშუქებთ იმას, რაც საჭიროებს გაშუქებას, ყოველგვარი სუბიექტური აზრის დაფიქსირების გარეშე”   დაკო  მაღლაკელიძე     2024 წლის 28 ნოემბერს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ საქართველოს ხელისუფლება 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყებაზე უარს ამბობს, სპონტანური საპროტესტო აქცია მოჰყვა. აქცია რამდენიმე საათს გაგრძელდა და პერიოდული დაპირისპირებებით აღინიშნა. მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მისი დაშლა დაიწყო. დაპირისპირების დროს დაშავდნენ როგორც დემონსტრანტები, ისე ჟურნალისტებიც. „პუბლიკის“ ჟურნალისტი ალექსანდრე ქეშელაშვილი, რომელიც პოლიციამ დააკავა და დაკავებისას სცემა, ამბობს, რომ მას გაუსწორდნენ როგორც ჟურნალისტს.   -თქვენი შემთხვევა ერთ-ერთი პირველი იყო ამ აქციებზე პოლიციის მხრიდან ფიზიკური ძალადობის კუთხით. ამის შემდეგ შეკრებილი ადამიანების რაოდენობამ უფრო იმატა, ხალხს პროტესტის შეგრძნება უფრო გაუღვივდა. ასეთი ტრაგიკული შემთხვევები, თქვენი აზრით, ქვეყანაში ცვლილებებს დააჩქარებს? ადამიანებისთვის მხოლოდ ამბის მოსმენა და სტატისტიკის ნახვა საკმარისი არ არის. ვიზუალური მასალა – სურათები და ვიდეოები – მათთვის დიდ როლს ასრულებს და მოტივაციას აძლევს. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ისინი მზად უნდა იყვნენ რისკისათვის. -შეგიძლიათ, გაიხსენოთ, რა ხდებოდა თქვენს გონებაში თავდასხმის დროს? იმ მომენტში მხოლოდ გადარჩენაზე ვფიქრობდი. გამოძრომას არ ვცდილობდი – მთავარია, როგორღაც გამეძლო, რადგან ვიცოდი, რომ ეს დასრულდებოდა. არ უნდა დამეკარგა კონცენტრაცია, არ უნდა გადამედგა ნაბიჯი, რომელიც ჩემს პროფესიას ეწინააღმდეგებოდა; და არ უნდა ჩავრთულიყავი ჩხუბში. ვცდილობდი ამეხსნა, რომ ჟურნალისტი ვიყავი, რათა თავი დამეცვა. -კამერით რომ არ ყოფილიყავით, როგორ ფიქრობთ, მაინც დაგაკავებდნენ? ბოლოს აქციაზე, როგორც მოქალაქე, 17-18 წლის ასაკში ვიყავი. ვფიქრობ, ჟურნალისტი კამერების გარეშე რომ ვყოფილიყავი, შესაძლოა, არ დავეკავებინე. თუმცა, ამ შემთხვევაში ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი სწორედ ის იყო, რომ ორი კამერა მეკეთა და პოლიციელებს ფოტოებს ვუღებდი. დამაფიქსირეს, ეს არ მოეწონათ და თვითონაც დაიწყეს ვიდეოს გადაღება. ჩემ გვერდით ჩემი თანამშრომელი ტელეფონით იღებდა, მაგრამ საბოლოოდ მხოლოდ მე „გამიტაცეს“. ხანდახან ჟურნალისტის სტატუსი უფრო დაცულობას ნიშნავს, რადგან პრესის წარმომადგენელი ხარ; თუმცა, ამ შემთხვევაში, პრესა თავად გახდა სამიზნე. -აქციების გაშუქების დროს რა გამოწვევებთან უწევთ ჟურნალისტებს გამკლავება, განსაკუთრებით მაშინ, როცა დაძაბულობა მატულობს? არასდროს იცი, როგორი სიტუაცია დაგხვდება – არ იცი, რა უნდა გეცვას, ან გეკეთოს. საჭიროა სხვადასხვა გარემოსთან ადაპტაცია, როგორც ამინდთან, ასევე, იმ ფაქტორთან, თუ რას გამოიყენებს პოლიცია შენ წინააღმდეგ. ყველაფრისთვის მზად უნდა იყო, რადგან, რაც არ უნდა მშვიდობიანი და კეთილგანწყობილი ჩანდეს აქცია, შესაძლოა, შენ გვერდით მყოფი ადამიანი აგრესორი აღმოჩნდეს. მით უმეტეს, თუ ისეთ აქციაზე მოხვდი, სადაც ჟურნალისტები არ უყვართ, ვეღარავის ენდობი – ვერც ხალხს და ვერც პოლიციას. ასეთ გარემოში მიდიხარ სრული გაურკვევლობით და ფიქრობ, რომ ძალიან ღრმად არ შეხვიდე. უნდა დაათვალიერო ტერიტორია, შეამჩნიო გასაქცევი გზები და წინასწარ განსაზღვრო, ვის დაურეკავ დახმარებისთვის, საჭიროების შემთხვევაში. აუცილებელია სიტუაციის წინასწარი შეფასება, რადგან მრავალი დეტალია გასათვალისწინებელი. -როგორ ახერხებთ სიმართლის თქმისა და იმ რისკის ბალანსს, რომელიც შემდგომ შეიძლება ამბის გაშუქებას მოჰყვეს? რაც არ უნდა პრივილეგირებულ მედიას წარმოადგენდე, ყოველთვის გამოჩნდება ვიღაც, ვისაც შენი გაშუქებული ამბავი არ მოეწონება. როდესაც მემარცხენეთა საკითხები გავაშუქეთ, ბევრს გაუჩნდა კითხვა, რატომ ვაკეთებდით ამას. პრაიდის აქციის გაშუქების შემდეგ კი დიდი კრიტიკა მივიღეთ – „ლგბტ“-ების დამცველები გვიწოდეს. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვაშუქებთ იმას, რაც საჭიროებს გაშუქებას, ყოველგვარი სუბიექტური აზრის დაფიქსირების გარეშე. -თუ გქონიათ ისეთი მომენტი, როდესაც გიფიქრიათ, რომ თქვენივე უსაფრთხოებისთვის გადაღება უნდა შეგეწყვიტათ? დიახ, ყოფილა ასეთი მომენტი. 2021 წლის 5 ივლისს მოვხვდი აგრესიული ბრბოს შუაში. იმ დღეს 50-ზე მეტ ჟურნალისტს დაესხნენ თავს. მე უკვე ისედაც ბეიჯის გარეშე, მხოლოდ ტელეფონით ვიღებდი. მაგრამ ერთ მომენტში მარტო აღმოვჩნდი მათ შორის და როცა აგრესიულად დაიწყეს ჩემი გამოკითხვა, რატომ ვიღებდი, შევწყვიტე. მით უმეტეს, იმ მომენტში გადამწყვეტი არაფერი ხდებოდა და ვერც ჩართული კამერა და ვერც ჟურნალისტის სტატუსი ვერ დამეხმარებოდა. -თქვენ როგორ ხედავთ საქართველოს მოქალაქეებისა და ხელისფლების ურთიერთობას ამ პროტესტების განმავლობაში? ხელისუფლება სულ უფრო რადიკალური ხდება და აღარ ცდილობს კომუნიკაციას ხალხთან. მანამდეც მიმუშავია ამ პარტიის მმართველობის პერიოდში, თუმცა, მაშინ დიალოგში შედიოდნენ და გარკვეულ დათმობებზეც მიდიოდნენ. ახალი და განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის, რომ საზოგადოება ორად გაყვეს – ერთნი მათი ერთგული მხარდამჭერები არიან, ხოლო სხვები რევოლუციონერებად და რადიკალებად მოიხსენიებიან. ეს კი კრიზისის მოგვარებას კიდევ უფრო ართულებს.               -თქვენი აზრით, როგორ იმოქმედებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესი საქართველოს მომავალზე – როგორც პოლიტიკური, ასევე, სოციალური კუთხით? როგორც ჟურნალისტი, შეფასებისგან თავს შევიკავებ, თუმცა, ნებისმიერი დიდი კრიზისი ქვეყნის მომავალზე უარყოფითად აისახება. განსაკუთრებით მაშინ, როცა ასეთი მასშტაბური ცვლილება ხორციელდება, რასაც, შესაძლოა, დამღუპველი შედეგები მოჰყვეს. როდესაც მოსახლეობის უმრავლესობა ამის წინააღმდეგია, ეს სერიოზულად საყურადღებო სიგნალია. კრიზისს ქვეყნისთვის შეიძლება მოჰყვეს როგორც ეკონომიკური, ისე სოციალური ზარალი. შესაძლოა, დავკარგოთ პარტნიორი ქვეყნები და უცხოელი ინვესტორები, რაც საბოლოოდ ჩვენი ქვეყნის იზოლაციას გამოიწვევს. ჩემი პროფესიული გამოცდილება მანიშნებს, რომ რუსეთთან ურთიერთობის გაღრმავებასთან დაკავშირებული პოზიტიური სიახლე არცერთი ქვეყნის შესახებ არ გამიშუქებია და ვფიქრობ, არც ჩვენი ქვეყანა იქნება გამონაკლისი. -რას ნიშნავს თქვენთვის პრესის თავისუფლება, განსაკუთრებით, თქვენი ინციდენტის შემდეგ? ჩემთვის საკმაოდ მარტივია, ვიყო ჟურნალისტი, ვიყო მოვლენების ეპიცენტრში და ვაშუქო ამბები. თუმცა, როდესაც გკარნახობენ, რა უნდა გააშუქო და რა – არა, ან რა კონტექსტში უნდა წარადგინო ინფორმაცია, ეს სერიოზული შეზღუდვაა. ჟურნალისტის პროფესია ამის გამო არ აგვირჩევია. ჟურნალისტისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ თავისუფლად იმუშაოს და მოვლენები საკუთარ მორალურ პრინციპებზე დაყრდნობით გააშუქოს .თავისუფლება – ის, რომ არ გკარნახობენ, როგორ იმოქმედო – უმნიშვნელოვანესია. თუმცა, ჩვენთვის თავისუფლებაზე ლაპარაკი უკვე ზედმეტია – უსაფრთხოდ მუშაობაც კი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ტელევიზიებს ფინანსური რესურსები მნიშვნელოვნად ეზღუდებათ და, ფაქტობრივად, საარსებო ზღვარზე იმყოფებიან. მედიის გარეშე კი, თუ ხალხმა ობიექტური ინფორმაცია ვერ მიიღო, სრულიად განსხვავებულ რეალობაში აღმოვჩნდებით – ერთგვარ სიმულაციაში. -მსგავსი ინციდენტები როგორ მოქმედებს ჟურნალისტების სურვილზე, ისევ გააშუქონ კრიზისული ვითარებები? კრიზისული ვითარებები ჩემთვის უფრო დიდ მოტივაციას ქმნის სამუშაოდ, რადგან ვაცნობიერებ, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ხალხმა დაინახოს, რა ხდება ქვეყანაში. ეს მმატებს შემართებას, ვიყო იქ და ვიმუშაო. როდესაც გიყვარს შენი პროფესია და სამშობლო, ბუნებრივად გიჩნდება სურვილი, ჩაერთო ამ პროცესში. თუმცა, ყველას ფსიქიკა განსხვავებულია და კრიზისული ვითარებები ადამიანებზე სხვადასხვაგვარად მოქმედებს. შესაძლოა, კრიზისმა დატოვოს არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ ფსიქოლოგიური კვალი, რასაც შიში და შფოთვა მოჰყვება. მეც, როცა ბევრ პოლიციელს ვხედავ, უკვე წინასწარ ვფიქრობ, რომ რაღაც უარყოფითი შეიძლება მოხდეს. პოლიციის, როგორც სისტემის, იმედი აღარ არსებობს. მაგრამ საფრთხე მხოლოდ პოლიციას არ უკავშირდება – შეიძლება სრულიად უცნობი, გვერდით მდგომი მოქალაქე უმიზეზოდ დაგესხას თავს, რის შემდეგაც ხალხმრავალ ადგილებში ყოფნის შიში ჩნდება. მიუხედავად ყველაფრისა, ჩემ გარშემო ყველა აცნობიერებს, რამდენად მნიშვნელოვანია ამჟამად მედიის როლი, რაც ჩვენთვის კიდევ უფრო დიდ მოტივაციას ქმნის.

“მარტომ არ უნდა გააკეთო საქმე, თუ დიდი გეგმები და ამბიციები გაქვს”


რადიო IBSU

Free Shoutcast HostingRadio Stream Hosting
Share
Share on Facebook
Share on Twitter
Share on Google+
Share on Pinterest
Love