შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი
მედია კლუბი
IBSU-ს მედია ცენტრში, სტუდენტებს შეხვდა ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტი და წამყვანი მერაბ ყუფარაძე, რომელიც მეშვიდე წელია აუდიტორიას სპორტულ ამბებს აცნობს. საინტერესო დისკუსიის შემდეგ, მერაბ ყუფარაძემ მონაწილეობა მიიღო IBSU რადიოს გადაცემაში “საუბრები ჟურნალისტიკაზე”. სადაც მომავალ კოლეგებს მარიამ ქობალიასა და ელენე სავანელს, კარიერული წინსვლის შესახებ თავისი გამოცდილება გაუზიარა. მერაბ ყუფარაძემ სტუდენტებს ურჩია ჟურნალისტური საქმიანობის დაწყებისას ბევრი იშრომონ და არ დანებდნენ, მიუხედავად წინააღმდეგობისა.
როგორ დაგეგმონ დრო და არ დააგვიანონ ლექციებზე – ამ საკითხზე მსჯელობდნენ სტუდენტები, დღეს, IBSU რადიოს პირდაპირ ეთერში. ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტის ანა მაზიაშვილის სტუმრები იყვნენ საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის მეორეკურსელები მარიამ შეყრილაძე და ნინო ბოლქვაძე. რადიო გადაცემა დროის დაგეგმვაზე გადაცემის წამყვანი: ანა მაზიაშვილი გადაცემის სტუმარი:მარიამ შეყრილაძე გადაცემის სტუმარი: ნინო ბოლქვაძე
IBSU რადიომ, “მედია ცენტრის” მხარდაჭერით, პირდაპირ ეთერში მაუწყებლობა განაახლა. დღეს, სტუდიაში მუშაობდნენ ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის მეოთხეკურსელები: ნათია შენგელია, ანა მაზიაშვილი, გვანცა გოგიაშვილი, მარიამ ქობალია და ანა ჩალაშვილი. გადაცემაში თავიანთ სამომავლო პროექტზე ისაუბრეს ამავე პროგრამის მეორეკურსელებმა გვანცა რომანაძემ და ანა სეფერთელაძემ. გვანცა გოგიაშვილი ანა მაზიაშვილი ნათია შენგელია ანა ჩალაშვილი
IBSU-ს “მედია ცენტრში” ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები, სატელევიზიო წარმოების პრაქტიკულ უნარებს სწავლობენ. დღეს, პირველკურსელებმა წამყვანის ამპლუა მოირგეს. მეორე, მესამე და მეოთხეკურსელები კი ოპერატორებისა და პროდიუსერების როლში იყვნენ. ერთობლივი მუშაობა ყველასთვის საინტერესო და სახალისო გამოდგა. სატელევიზიო წამყვანის პოზიციაზე სტუდენტების კასტინგი სატელევიზიო წამყვანის პოზიციაზე სტუდენტების კასტინგი სატელევიზიო წამყვანის პოზიციაზე სტუდენტების კასტინგი სატელევიზიო წამყვანის პოზიციაზე სტუდენტების კასტინგი სატელევიზიო წამყვანის პოზიციაზე სტუდენტების კასტინგი სატელევიზიო წამყვანის პოზიციაზე სტუდენტების კასტინგი სატელევიზიო წამყვანის პოზიციაზე სტუდენტების კასტინგი სატელევიზიო წამყვანის პოზიციაზე სტუდენტების კასტინგი სატელევიზიო წამყვანის პოზიციაზე სტუდენტების კასტინგი სატელევიზიო წამყვანის პოზიციაზე სტუდენტების კასტინგი სატელევიზიო წამყვანის პოზიციაზე სტუდენტების კასტინგი
რადიო IBSU კვლავ პირდაპირ ეთერშია და ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები აქტუალურ თემებს აშუქებენ. IBSU NEWS მსმენელებს სალომე კევლიშვილმა გააცნო. რუბრიკა ”სტუდენტობა” გიორგი ერაძემ წარადგინა საკითხზე – “მოლოდონები და რეალობა სტუდენტობაზე”. გადაცემის წამყვანი ანა მაზიაშვილი იყო. ეთერის რეჟისორი კი მარი ლეთოდიანი იყო.
ნოვრუზ ბაირამი იგივე გაზაფხულის ბუნიობის დღესასწაული ყოველწლიურად, მარტში აღინიშნება. “შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის” საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის ასისტენტი მედინა მამედოვი IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს შეხვდა და ამ ფერადი დღესასწაულის შესახებ ინფორმაცია გაუზიარა. ნოვრუზ ბაირამი
BSU NEWS პირდაპირ ეთერში მაუწყებლობას განაგრძობს. 30 მაისს, საინფორმაციო გამოშვებაზე მუშაობდნენ ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის პირველკურსელები თეკლა გვარამია და მარიამ ლეთოდიანი. 30 მაისის IBSU NEWS-ის მთავარი ამბები: IBSU-ს საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფი პროექტის – “სტაჟირების ხელშეწყობა” – ფარგლებში, გრანთ თორნთონ აკადემიასთან თანამშრომლობით ატარებს საჯარო ლექციას: “სტაჟირება – საკანონმდებლო მოწესრიგება და პრაქტიკული ასპექტები.” საჯარო ლექციაზე განხილული იქნება შემდეგი თემები: სტაჟირების შესაძლებლობები და საკანონმდებლო რეგულაცია; სტაჟირების სპეციფიკა კერძო და საჯარო სექტორში; სტაჟირების ხანგრძლივობა; სტაჟირების ანაზღაურების სპეციფიკა, უფლებები და ვალდებულებები სტაჟირების პროცესში. საჯარო ლექციას წარუძღვება ნინო ჯოლია, გრანთ თორნთონ საქართველოს იურიდიული მიმართულების ხელმძღვანელი, ტრენერი. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმართველობა ადმინისტრაციის მხარდაჭერით, 3 ივნისს, არაოფიციალურ გარემოში IBSU summer party, საზაფხულო ღონისძიება გაიმართება. ბილეთის ფასი- 30 ლარია. ბილეთების შესაძენად შეგიძლიათ მიწეროთ თვითის პრეზიდენტს ან ვიცეს. IBSU-ს სტუდენტური პროექტის ფარგლებში, ინჟინერიის დოქტორი, ფილოსოფიის დოქტორანტი გიორგი მეძმარიაშვილი და სტუდენტებიისაუბრებენ თემაზე "ეფექტური კომუნიკაცია, როგორც გამოწვევა." ამ პროექტის მიზანია, სტუდენტებს საშუალება მისცეს ისაუბრონ სხვადასხვა აქტუალურ თემაზე და განავითარონ ლიდერული უნარები. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ტარდება კონფერენცია "საჯარო ადმინისტრირების საკითხებზე" კონფერენციაში მონაწილების მიღება შეუძლიათ, როგორც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს, ასევე სხვა უმაღლესი განათლების დაწესებულების სტუდენტებს. IBSU-ს საზაფხულო ფესტივალისთვის თეატრის, დრამისა და მუსიკის კლუბი ეძებს მოხალისეებს, რომლებიც დაეხმარებიან და მონაწილეობას მიიღებენ ფესტივალის ორგანიზებაში, სპონსორებისა და ფინანსების გუნდში, დეკორაციებისა და მუსიკოსების გუნდში, დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ თეატრის, დრამის… კლუბის ფეისბუქ გვერდს. შეგახსენებთ, რომ ფესტივალი 9-16 ივნისის კვირეულში იგეგმება. 16 ივნისს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი უმასპინძლებს მულტიდისციპლინურ საერთაშორისო სტუდენტურ კონფერენციას. კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სხვადასხვა მიმართულების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურის სტუდენტებს, რაც ხელს შეუწყობს სტუდენტების მიერ ახალი და საინტერესო იდეების გენერირებას, აზრებისა და გამოცდილების გაზიარებას. IBSU-ს რექტორი საფფეთ ბაირაქთუთანთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის მერვე სხდომას დაესწრო, რომელსაც განათლების მინისტრი გიორგი ამილახვარი ხელმძღვანელობდა. კონფერენციაზე განიხილეს უმაღლესი განათლების განვითარების მიმართულებით რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი. 28 მაისს თვითმართველობის ორგანიზებით დაპირებული პიკნიკი მოეწყო ბიზნესის სკოლის სტუდენტებისთვის, 10 საათიდან IBSU-ში სახალისო, გასართობი აქტივობები ჩატარდა, სტუდენტების თავშეყრა სრულად უზრუნველყოფილი იყო საკვებით. სხვა ფაკულტეტებისა და სკოლების პიკნიკები შემდეგ კვირებში ჩატარდება, ამიტომ თვალი ადევნეთ იბსუს პირველკურსელების დახურულ ფეისბუქ ჯგუფს, ვინაიდან რაოდენობა შეზღუდულია.
26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. “შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის” ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა ამ მნიშვნელოვანი დღის გადაღება გადაწყვიტეს და თავიანთი ჟურნალისტუი უნარები გაიუმჯობესეს. IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები დავით მათიაშვილი და მარი გულორდავა გადაღებაზე.
IBSU-ს “მედია ცენტრში” ახალი და მნიშვნელოვანი თემატიკის გადაცემების მომზადებაში არა მხოლოდ ჟურნალისტიკის პროგრამის სტუდენტები მონაწილეობენ. 2023 წლის 25 მაისს, IBSU რადიოში მარიამ გარაყანიძის, ანა ქარელისა და გიორგი მძინარაშვილის დებიუტი შედგა. “შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის” საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის სტუდენტებმა დაიწყეს რადიო გადაცემათა ციკლი “კავკასია” და პირველ თემად კონფლიქტები აირჩიეს.
IBSU რადიოში, პირდაპირ ეთერში მაუწყებლობა მარტიდან დაიწყო და მას შემდეგ “შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის” სტუდენტებმა საინტერესო რუბრიკები შესთავაზეს აუდიტორიას. მსმენელებს აქტუალური თემა შესთავაზა ანა ჩალაშვილმა რუბრიკაში “პროფესია”. მსოფლიოში ერთ-ერთ მოთხოვნად მიმართულებაზე – კომპიუტერულ მეცნიერებაზე ისაუბრეს ტყუპმა დებმა, IBSU-ს სტუდენტებმა ანი და ნინი მერაბიშვილებმა. IBSUNEWS-ის ახალი ამბები აუდიტორიას თეკლა გვარამიას გააცნო. ეთერის რეჟისორი იყო ანა მაზიაშვილი, ხოლო პროდიუსერი – გვანცა გოგიაშვილი იყვნენ.