შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი

სადიპლომო ნაშრომები

გამარჯობა, მადლობა ყველას, ვინც ჩემს ბლოგს კითხულობთ! Labas, Ačiū visiems, kurie skaito mano tinklaraštį! უკვე მეექვსე თვეა, რაც ლიეტუვაში ვარ, ქალაქ შიაულიაიში. ამ ბლოგში მოგიყვებით, ქართველებთან ერთად გატარებულ მნიშვნელოვან მომენტებზე.  ერასმუს+ პროგრამის ფარგლებში 12-მა ქართველმა მოსწავლემ 9 დღე გაატარა ჩემს მასპინძელ ორგანიზაციაში –  Šiaulių Didždvario gimnazija. დარწმუნებით ვიტყვი, რომ საკმაოდ ინტენსიური კვირის განმავლობაში მიიღეს როგორც უდიდესი გამოცდილება და ცოდნა, ასევე შეიძინეს უცხოელი მეგობრები და უამრავი სასიამოვნო მოგონება დააგროვეს ადგილობრივებთან ერთად. მათ ჩამოსვლამდე მზადება ჯერ კიდევ ერთი თვით ადრე დავიწყეთ. პროგრამის ხელმძღვანელს ჩემგან ფოტო/ვიდეო გადაღება და მენტორობა სურდა. უნდა მომემზადებინა ენერჯაიზერები და გუნდური თამაშები. ჩემი დღე იწყებოდა დილის 10 საათზე (მათთვის 9-ზე), საღამოს 10 საათამდე. გაცვლითი პროგრამა დაკავშირებული იყო ეკოლოგიასთან, გარემოს დაცვასთან, ნულოვან ნარჩენებთან და გლობალურ დათბობასთან. მოვამზადეთ არაერთი აქტივობა, როგორც უნივერსიტეტში, ისე მის ფარგლებს გარეთ, როგორც ამავე, ისე სხვა ქალაქში. ნინი შაორშაძე: “ჩემი ცხოვრების ყველაზე ახალი, მნიშვნელოვანი და ემოციური დღეები ლიეტუვაში ყოფნას უკავშირდება. აქ, ყველაფერი ახალია, რადგან ბევრი რამ პირველად ხდება, მსგავსი გამოცდილება არასდროს მქონია და ახლა ჩემი ცხოვრების ისტორიას ვწერ. ვაგროვებ ამბებს, ისტორიებს და ემოციებს”.  დღე 1 – გაიცანი ქალაქი  ვებ-გვერდიდან Šiauliai Tourism Information Center მოვიძიე, ჩამოვტვირთე და მოხალისეებს შევთავაზე აპლიკაცია, რომელიც გვიჩვენებს მარშრუტს ქალაქის დასათვალიერებლად. ვიფიქრე, პირველ დღეს, პირველი, რაც შეიძლება გაკეთდეს არის იმ ქალაქის დათვალიერება, რომელშიც მომდევნო რამდენიმე დღის გატარება მოგიწევს. საკმაოდ მოსახერხებელი და ინფორმაციული აპლიკაციაა, ასე რომ, თუ შიულეიში მოგზაურობას გადაწყვეტთ და ინტერნეტთან კავშირი გექნებათ, საინფორმაციო ცენტრის ძებნა და რუკის პოვნა ნამდვილად აღარ დაგჭირდებათ. აქ ნახავთ როგორც აუდიო, ისე წერილობით ვერსიას ქალაქის ყველა ღირსშესანიშნაობის ისტორიის შესახებ. აპლიკაცია ასევე გიჩვენებთ თუ რა დროში შეგიძლიათ მოინახულოთ თქვენ მიერ მონიშნული ადგილები და არა მხოლოდ. გარდა ამისა, პირველ დღეს გვქონდა გაცნობითი თამაშები, ფილმის ჩვენება, გუნდური თამაშები, ლექცია-დებატები, რომელთაც მომდევნო დღეების აღწერისას აღარ გავიმეორებ და ავტომატურად შეგიძლიათ იფიქროთ, რომ დღე მხოლოდ ერთი აქტივობით არ შემოიფარგლებოდა. დღე 2 – შეხვედრა შიაულიაის რაიონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილესთან. შეხვედრიდან გავიგეთ თუ როგორ ხდება ქალაქის კეთილმოწყობა ნაკლები ენერგიის გამოყენებით. ფაქტია, რომ ცდილობენ ახალგაზრდების პროექტების წახალისებასა და სარეკრეაციო სივრცეების მოწყობა-გამწვანებას. მოქალაქეებს შეუძლიათ მუნიციპალური პროექტების წარდგენა, რომლის დამტკიცების შემთხვევაშიც სოლიდურ თანხას სთავაზობენ. ფაქტი მეორე: წარმოიდგინეთ, რომ საღამოს საათებში ქუჩებში ლამპიონების ნათება მკვეთრია, შუაღამის 12 საათიდან კი მისი ერთი ნაწილი ითიშება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქუჩაში ბნელა, მაგრამ ენერგიის დაზოგვა ნათების შემცირებით ხდება. როგორც მერის მოადგილე ამბობს, ქალაქში მხოლოდ ეკო ლამპიონებს იყენებენ, რაც ნიშნავს იმას, რომ ენერგოეფექტური ნათურები ამცირებენ ენერგიის მოხმარებას პრეფორმების ზუსტად გაცხელებისას. საინტერესოდ აღინიშნა შემდეგი ფაქტიც: როგორ და სად ნაწილდება ნარჩენები მათივე დანიშნულების მიხედვით. ფაქტი იმიტომ, რომ მომდევნო დღეს ჩვენივე თვალით ვნახეთ ყოველივე. დღე 3 – ლიეტუვის ერთ-ერთი ქალაქის, კლაიპედას ნარჩენების მართვის რეგიონულ ცენტრში კლაიპედა ლიეტუვის სიდიდით მესამე ქალაქია და ბალტიის ზღვის სანაპიროზე მდებარეობს. ამ საპორტო ქალაქს საბრნე კავშირი აქვს შვედეთთან და გერანიასთან. აქ, დაახლოებით 162 000 ადამიანი ცხოვრობს. კლაიპედა – პატარა გერმანიაა ლიეტუვაში. პირველი, რასაც ქალაქის ნახვისას შენიშნავთ, მისი განსხვავებაა ლიეტუვის დანარჩენი ადგილებისგან, რაც გასაკვირი არ არის, რადგან დიდი ხნის განმავლობაში კლაიპედა ჯერ – რუსეთს, პირველ მსოფლიო ომამდე კი გერმანიას ეკუთვნოდა. ძველი ქალაქი (The old town of Klaipeda) განსაკუთრებით ჰგავს გერმანიას. დილის 1-საათიანი ლექციის შემდეგ გავემგზავრეთ კლაიპედაში, სწორედ  იმ ადგილას, სადაც განცალკევებულია ნარჩენები და მზადდება მეორედ გადასამუშავებლად. ვხედავთ ოთხი სახის ურნას: შუშა, პლასტმასა, ქაღალდი და ყველა დანარჩენი – ცალ-ცალკე ურნაში, განსხვავებული ფერებით. მოგვიანებით ვნახეთ ადგილი, სადაც გადააქვთ ნარჩენები, რომელთა მეორედ გამოყენებაც შეუძლებელია. კლაიპედამ, გლდანის ნაგავსაყრელი გამახსენა, სადაც ნარჩენების გადახარისხება არ ხდება და ყველაფერი ერთად იწვის. თუ არ ვცდები, ჯერ არც არავის ჩაუტარებია კვლევა, კონკრეტულად რა მავნე ნივთიერებები გამოიყოფა ამ დროს, თუმცა ფაქტია, რომ უამრავ ტოქსიკურ ნივთიერებასთან გვაქვს საქმე. გარდა იმისა, რომ ეს ყველაფერი გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობას აზიანებს, გლობალურ დათბობასაც უწყობს ხელს. სხვა საკითხია, რომ გლდანის ნაგავსაყრელი პირდაპირ ხევშია მოწყობილი და მუდმივად არსებობს საფრთხე, რომ იქიდან გამონაჟონი წყლები გრუნტის წყლებს შეერევა. კლაიპედაში, ამ კონკრეტულ და კარგად შემოსაზღვრულ ტერიტორიას შევხედეთ მხოლოდ ავტობუსიდან, რადგან სპეციალური აღჭურვილობის უქონლობის გამო დათვალიერება, რა თქმა უნდა, არ შეიძლება. ადგილი, რომელზეც ახლა ვსაუბრობ, საკმაოდ შორს არის დასახლებული პუნქტიდან და რაც ყველაზე მთავარია, მის სიახლოვეს არ არის არც ტბა, არც ზღვა. ასე რომ, საფრთხე არ ექმნებათ ცხოველებს. ფოტო: კლაიპედას ნარჩენების მართვის რეგიონული ცენტრი დღის ბოლოს – სადილი და ბალტიის ზღვის სანაპიროს ხედით ტკბობა.   მასალის ავტორი: ნინი შაორშაძე IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი    

IBSU რადიოს პირდაპირ ეთერში დღეს “ევროპის დღეზე” ისაუბრეს “შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის” რექტორმა საფფეთ ბაირაქთუთანმა. ევროპის დღეზე IBSU რადიოს სტუმარი იყო ამავე უნივერსიტეტის პროფესორი და “საერთაშორისო საკითხების კვლევის ცენტრის” დირექტორი ნიკა ჩიტაძე.  გაადაცემას უძღვებოდნენ ანა მაზიაშვილი, გვანცა გოგიაშვილი და ანა ჩალაშვილი. ევროპის დღესთან ერთად რადიოს გადაცემის სტუმრები იყვნენ იყვნენ ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის მეოთხეკურსელები თიკა სიბოშვილი და თამთა მჭედლიშვილი. მათი მონაწილეობით ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის მეოთხეკურსელებმა გადაიღეს ფილმი “კახური შოთი”.  IBSU News-ში ახალი ამბები, რადიოს მსმენელებს, ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის პირველკურსელმა თეკლა გვარამიამ გააცნო. IBSU რადიოს მოსმენა შესაძლებელია ვებგვერდზე media.ibsu.edu.ge

სადიპლომო ჟურნალები ჟურნალი “ბგერწერა”  ჟურნალი “ზღვარი”  ხელმძღვანელი: მაგდა მემანიშვილი   ჟურნალი “ვარიეტე” ჟურნალი “ვიტრაჟი” ხელმძღვანელი: დალი ოსეფაშვილი მენტორი: მარიამ ძაგოევი

სადიპლომო ნაშრომები ბეჭდური მედიის სახით: ჟურნალი “ბარიერი” – https://bit.ly/2ZKx84B ხელმძღვანელი ლიკა ზაკაშვილი.   ჟურნალი”კომენდანტის საათი” – https://bit.ly/3iFYi44 ხელმძღვანელი ზურაბ ვარდიაშვილი   ჟურნალი “პანორამა” – https://bit.ly/3hyA8ak ხელმძღვანელი მალხაზ გაგუა

საინფორმაციო გადაცემა მომზადებულია შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ, ჰუმანიტარულ და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტების მიერ ბაკალავრის ხარისხის მისაღებად 2019/2020 სასწავლო წლის დასასრულს. ხელმძღვანელი: თიკა ბაშარული, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი.

მომზადებულია შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ, ჰუმანიტარულ და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტების მიერ ბაკალავრის ხარისხის მისაღებად 2019/2020 სასწავლო წლის დასასრულს. ხელმძღვანელი ეკა ფირცხალავა, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი. კოლექტიური ბლოგი – https://newmediaibsu.blogspot.com/ ანა გოგიტიძეს ბლოგი – https://anagmediablog.blogspot.com/2020/06/blog-post.html ანი ჭედიას ბლოგი – https://anachedia.blogspot.com/2020/06/18_22.html სოფი კეკელიას ბლოგი – https://19891122.blogspot.com/2020/06/blog-post.html ცოტნე კვირტიას ბლოგი – https://19891122.blogspot.com/2020/06/blog-post.html ეთო ბიქოშვილის ბლოგი – შენიშვნა: საბაკალავრო პროექტის წარდგენის შემდეგ ეთო ბიქოშვილის ბლოგი გაუქმდა. მთავარმა რესპონდენტმა, რომელმაც გაგვიზიარა ისტორია, ანონიმურად დარჩენა ამჯობინა.


რადიო IBSU

Free Shoutcast HostingRadio Stream Hosting