შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი

ბლოგი

Page: 3

მომზადებულია შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ, ჰუმანიტარულ და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტების მიერ ბაკალავრის ხარისხის მისაღებად 2019/2020 სასწავლო წლის დასასრულს. ხელმძღვანელი ეკა ფირცხალავა, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი. კოლექტიური ბლოგი – https://newmediaibsu.blogspot.com/ ანა გოგიტიძეს ბლოგი – https://anagmediablog.blogspot.com/2020/06/blog-post.html ანი ჭედიას ბლოგი – https://anachedia.blogspot.com/2020/06/18_22.html სოფი კეკელიას ბლოგი – https://19891122.blogspot.com/2020/06/blog-post.html ცოტნე კვირტიას ბლოგი – https://19891122.blogspot.com/2020/06/blog-post.html ეთო ბიქოშვილის ბლოგი – შენიშვნა: საბაკალავრო პროექტის წარდგენის შემდეგ ეთო ბიქოშვილის ბლოგი გაუქმდა. მთავარმა რესპონდენტმა, რომელმაც გაგვიზიარა ისტორია, ანონიმურად დარჩენა ამჯობინა.

IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის მესამე კურსის სტუდენტების პროექტი “ვიტრაჟი”. ეს კონკრეტული მასალა ეძღვნება ქართულ რეტრო მუსიკას. (იხილეთ ბმული: https://bit.ly/2zg9vqi ) ხელოვანთა მიერ გასული წლების წინ შექმნილი ფილმები,მუსიკალური ნაწარმოებები თუ ნახატები თითქოს ცდილობენ, წარსულის ისტორია მოგვითხრონ და  იგი ჩვენს თვალწინ გააცოცხლონ.თუ ქართული რეტრო სიმღერების მოსმენისას ასეთი განცდა ერთხელ მაინც გაგჩენიათ,გასული ეპოქის 5 ლეგენდარულ შემსრულებელსა და მათ დაუვიწყარ სიმღერებს გთავაზობთ.                ​  ლილი გეგელიას კარიერა რადიოდან დაიწყო,შემდეგ კი მთელმა საქართველომ შეამჩნია.იგი   ცნობილ ქართულ ფილმში ,,ყვავილი თოვლზე’’ სიმღერების მთავარი შემსრულებელია.მისი სიმღერები ,,ბიბისიმაც’’ კი ჩაწერა.ის იყო პირველი ადამიანი,რომელმაც რევაზ ლაღიძის ,,თბილისო’’ საქართველოს საზღვრებს გარეთ გაიტანა. ნანული აბესაძე საქართველოს სახელმწიფო ორკესტრის ,,რეროს’’ სოლისტი იყო.იგი სკოლაში ნანი ბრეგვაძესთან ერთად სწავლობდა.მას გია ყანჩელმა სიმღერაც კი დაუწერა.ის სულიკო კოროშინაძესთან ერთად დუეტში მღეროდა,მაგრამ სოლო კარიერაშიც დაუვიწყარი რეპერტუარი შექმნა. სულიკო კოროშინაძეს განსაკუთრებით ხალხური სიმღერები იზიდავდა.იგი საქართველოს სახელმწიფო ორკესტრის სოლისტი იყო.აქტიური კარიერის დასრულების შემდეგ,ის წლების განმავლობაში პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა და თავის ცოდნას დამწყებ მომღერლებს უზიარებდა. მედეა ძიძიგურს სიმღერებს ყველაზე ხშირად ჯანსუღ ჩარკვიანი უწერდა.იგი საქართველოს ფილარმონიის სოლისტი იყო.ასევე იგი საქართველოს ტელე-რადიო კომიტეტის მუსიკალური დირექტორის თანამდებობას იკავებდა.მის შემოქმედებაზე  დოკუმენტური ფილმიც კი გადაიღეს. გიული ჩოხელი ევროპის ესტრადის მომღერალთა საუკეთესო ხუთეულში დასახელდა.იგი საბჭოთა კავშირის პერიოდში ერთ-ერთი წამყვანი ჯაზის მომღერალი იყო.ის პრაღის  საერთაშორისო ჯაზური ფესტივალის I პრემიისა და სხვა მრავალი კონკურსის ჯილდოს მფლობელია.

ევროკავშირში მიმოფანტული მიგრანტები გვანცა გახოკიძე „ვიზა ლიბერალიზაციამდე, წლების წინ, ბელგიაში სამუშაოდ წავიდა. ოჯახის მძიმე სოციალური პირობების გამო, რომელსაც მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ერთვოდა თან, იძულებული გახდა სამუშაოდ სხვა ქვეყანაში წასულიყო. სამუშაო ვიზა ექვსი თვის შემდეგ ამოეწურა და გადაწვიტა არალეგალად ცხოვრება და მუშაობა. რაც საკმაოდ დიდ რისკებთან არის დაკავშირებული, თუმცა ოჯახის გამო, ამ რისკებზე უარი ვერ თქვა, ახლა ოჯახი ფინანსურად მოძლიერდა და სამშობლოში დაბრუნებასაც აპირებს,“ – გვიყვება ერთ-ერთი 51 წლის მიგრანტის ოჯახის წევრი. ასეთ მდგომარეობაში კიდევ ბევრი მიგრანტია საქართველოდან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ზოგს არც უმართლებს და ხშირად ტრეფიკინგის მსხვერპლიც კი ხდება. რთულია ერთი ძირითადი ფაქტორის გამოყოფა, რომელიც ხელს უწყობს საქართველოდან ემიგრაციას ან იმიგრაციას საქართველოში. ეს ფაქტორები კომპლექსურია და დაკავშირებულია, როგორც ეკონომიკურ, სოციალურ, პოლიტიკურ, ისე ადამიანების ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებთან. საქართველოს უახლეს ისტორიაში იყო პერიოდი, როდესაც ემიგრაცია, ძირითადად, გამოწვეული იყო ქვეყანაში არსებული არასტაბილურობით და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გარემოებებით (შიდა შეიარაღებული კონფლიქტები). თუმცა მოგვიანებით ემიგრაციული პროცესების გააქტიურებაში უფრო მნიშვნელოვანი გახდა ეკონომიკური და სოციალური ფაქტორები. უკანასკნელ ათწლეულში ქვეყანაში გატარებულმა ეკონომიკურმა რეფორმებმა, პოლიტიკურ სტაბილურობასა და უსაფრთხოებასთან ერთად, ხელი შეუწყო იმიგრაციული ნაკადების ზრდასაც. თუმცა ემიგრაციის მასშტაბები ამით მაინც არ შემცირებულა, რადგან ქართველი მიგრანტების ძირითადი დანიშნულების ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოს ეკონომიკა შედარებით შეზღუდული და საქმების შესაძლებლობებს, შრომის ანაზღაურებას, სოციალურ დახმარებასა თუ ცხოვრების ხარისხსს თავაზობს საქართველოს მოქალაქეებს. საქართველოს 2017 წლის მიგრაციის პროფილზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, (migration.commission.ge) საქართველოს ისტორიაში მიგრაციას განსაკუთრებული როლი აქვს. მნიშვნელოვანი სტრატეგიული და გეოპოლიტიკური მდებარეობის გამო, მომხდარი ომების შედეგად, მოსახლეობა, ნებით თუ უნებლიეთ, მუდმივად მიგრირებდა ქვეყნის შიგნით ან მის ფარგლებს გარეთ. საქართველოს უახლესი ისტორია ემიგრაციის რამდენიმე ტალღას გამოყოფს: 1. 1950-იან წლებამდე, რომელიც, ძირითადად, პოლიტიკური რეპრესიების შედეგად იძულებითი (საბჭოთ აკავშირის შიგნით) გადასახლებებით ხასიათდება; 2. 1950-1990 წლებში, რა დროსაც საქართველოს მოსახლეობის მიგრაცია ასევე უპირატესად საბჭოთა კავშირის ტერიტორიის ფარგლებში მიმდინარეობდა და 3. 1990-იანი წლების მასობრივი ემიგრაცია, რომელიც ქვეყანაში შექმნილ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას და სამხედრო კონფლიქტებს მოჰყვა. ეს უკანასკნელი მიგრაციული ტალღა, ძირითადად, რუსეთისკენ მიემართა. თუმცა 2000 წელს რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღებამ ემიგრაციული ნაკადი რუსეთიდან სხვა ქვეყნებისკენ (განსაკუთრებით უკრაინა, აშშ და ევროპის ქვეყნები) მიმართა. საქსტატის მონაცემებითაც იზრდება ემიგრანტთა ნაკადი საქართველოდან.  2014 წელს მათი რაოდენობა 88,704 შეადგენდა, რომელთა შორის 69,855 საქართველოს მოქალაქე იყო. 2015 წელს კი, უკვე 95,965 ემიგრანტი წავიდა საქართველოდან, რომელთა უმრავლესობა (67,452) საქართველოს მოქალაქე იყო, ხოლო 2016 წელს ემიგრანტთა რიცხვი ოდნავ გაიზარდა და 98,288-ს მიაღწია, თუმცა მათ შორის საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა არ გაზრდილა, პირიქით შემცირდა (64,705). აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ადგილი აქვს ემიგრაციის მზარდ ტენდენციას, თუმცა ეს ხდება არა საქართველოს მოქალაქეების, არამედ სხვა ქვეყნის მოქალაქეების საქართველოდან გასვლის შედეგად. მიგრაციის სწორი პოლიტიკის განსაზღვრა და მიგრაციული პოლიტიკის მართვა საქართველოში ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს. ლეგალური მიგრაციის ხელშეწყობა, მიგრაციის სფეროში საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა საშუალებას მოგვცემს უზრუნველვყოთ მიგრაციული პროცესების მართვა და ამით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგათ ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულებით. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) აქტიურაად მუშაობს საქართველოს ხელისუფლებასთან, რათა განვითარდეს მიგრაციის სფეროში ისეთი საკითხები, როგორიცაა მიგრანტთა რეინტეგრაცია, შეიქმნას უცხოეთში ლეგალური დასაქმების სქემები, მოხდეს საზოგადოების ცნობიერების ამაღლება უკანონო მიგრაციის საკითხებზე და ტრეფიკინგზე. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ქართველების მიერ ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მოთხოვნის საკითხებს, ვინაიდან თავშესაფრის მაძებელთა გაზრდილმა რაოდენობამ შესაძლოა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა მთელ რიგ ქვეყნებთან.  უკანონო მიგრაციის საპასუხოდ არსებობს დროებითი შრომითი მიგრაცია, რომლის პირობებშიც მიგრანტებს აქვთ მეტი დაცულობა შრომითი უფლებების კუთხით და ასევე პროფესიული განვითარების მეტი შესაძლებლობა. IOM-მა განახორციელა პროგრამა პოლონეთთან, რომლის ფარგლებშიც უკვე საკმაო რაოდენობის საქართველოს მოქალაქე ლეგალურად დასაქმდა პოლონეთში სხვადასხვა სფეროში. „ჩემს მეგობარს ოჯახი იმის გამო დაენგრა, რომ სამსახურს ვერ შოულობდა. საქართველოში დატოვა მცირეწლოვანი, 2 წლის შვილი და მეგობრებთან ერთად პოლონეთში წავიდა მშენებლობაზე სამუშაოდ. გამომუშავებული თანხით, თავის ოჯახს ბინის ყიდვაში დაეხმარა. ის ამჟამად საქართველოშია, თუმცა იგივე გზით ისევ აპირებს პოლონეთში დაბრუნებას,“ – გვიყვება 28 წლის გიორგის მეგობარი. თუმცა გიორგისავით, ბევრ არ უმართლებს და ხშირად, ე.წ. „ორგანიზაციები“, თაღლითურად ატყუებენ სამუშაოს მაძიებელ ადამიანებს და ისინი უცხო ქვეყანაში, ღია ცის ქვეშ რჩებიან. ამიტომ საზღვარგარეთ წასვლის მსურველებმა კარგად უნდა გადაამოწმონ ინფორმაცია, რომ თაღლითობის მსხვერპლნი არ აღმოჩნდნენ. „ჩემი კლასელს, ერთი ქალი შეპირდა პოლონეთში სამუშაოს დაწყებას, გარკვეული თანხის შემთხვევაში, ის პირდებოდა, ბინით და სამსახურით უზრუნველყოფას. იქ ჩასულს არავინ არ დახვდა, სამსახურისა და ბინის გარეშე დარჩა. სამშობლოში დასაბრუნებული ფულიც სხვამ მისცა და ძლივს ჩამოაღწია სამშობლოში. იქ გადატანილი ფსიქოლოგიური ტრამვების გამო, საქართველოში, აფექტის მდგომარეობაში დანაშაული ჩაიდინა და ამჟამად სასჯელს იხდის,“ – გვიყვება კიდევ ერთი 21 წლის ემიგრანტის ისტორიას, მისი კლასელი. „ყოველთვის ვცდილობთ დაბრუნებულ ემიგრანტებს მაქსიმალურად კომფორტული პირობები შევუქმნათ.  ჩვენს ორგანიზაციას ყველა ქვეყანაში აქვს ოფისი. გაჭირვებაში მყოფ ნებისმიერ მიგრანტს შეუძლია, რომ მოგვმართოს. ჩვენ ასევე ვცდილობთ დავეხმაროთ მცირე ბიზნესის წამოწყებაში და ხელი შევუწყოთ მიზნების განხორციელებაში. მაგალითისთვის, 25 წლის გოგონა საბერძნეთიდან თელავში დაბრუნდა, რომელსაც ძროხის ყიდვა უნდოდა, ამას ვერ შეძლებდა და ჩვენი კონსულტაციით, ამჟამად, სალონს ამუშავებს. დაბრუნებული მიგრანტი, უკან რომ არ გაიქცეს, ერთი წლის განმავლობაში მონიტორინგს ვაწარმოებთ,“  – გვაუბნება ანა კაკუშაძე, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი. რა შეიცვალა უვიზო მიმოსვლის შემოღების შემდეგ? ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეებს უკვე 2017 წლის 28 მარტიდან შეუძლიათ უვიზოდ, ყოველი 180 დღის განმავლობაში, არაუმეტეს 90 დღის ვადით გაემგზავრონ შენგენის ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს ევროკავშირის 22 წევრ და 4 არაწევრ ქვეყანას. უვიზო მიმოსვლა ასევე შესაძლებელია შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანასთან. უვიზო რეჟიმი არ ვრცელდება დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაზე. უვიზოდ მიმოსვლა მოქალაქეს არ აძლევს  ევროკავშირის ტერიტორიაზე მუშაობის უფლებას. ასევე, ვიზალიბერალიზაცია არ იწვევს ტერიტორიაზე უნებართვოთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სტატუსის შეცვლას. კვლავ ძალაშია საქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებული რეადმისიის შესახებ შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს ევროკავშირის ტერიტორიაზე უნებართვოს მცხოვრებ პირთა იდენტიფიცირებასა და მათ საქართველოში დაბრუნებას. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის ნებართვა (ვიზა/ბინადრობის ნებართვა და სხვ.) აუცილებელია, რადგან მიგრანტმა მოახერხოს ბინის ქირაობა, მოიპოვოს მუშაობის ნებართვა, ჰქონდეს ჯანმრთელობის დაზღვევა და იყოს დაცული, ისინი მაინც ახერხებენ არაკანონიერი გზებით ცხოვრებას. თუმცა,  ამ შემთხვევაში, იზრდება შრომითი ექსპლოატაციის მსხვერპლად  ქცევის საფრთხეც.  სტატუსიდან გამომდინარე, მათ საკმაოდ რთულ პირობებში უწევთ ცხოვრება. უსაბუთო მიგრანტების არასასურველ პირობებზე დათანხმება, დაშინება, დაშანტაჟება, იძულება ან თავისუფლების შეზღუდვა უფრო მარტივია. ასეთ შემთხვევაში, მოქალაქემ უნდა მიმართოს  ქვეყანაში არსებულ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას. ამ შემთხვევაში, არ აქვს მნიშვნელობა მოწესრიგებულია თუ არა დოკუმენტები. საკონსულო უზრუნველყოფს შესაბამისი სამგზავრო დოკუმენტის გაცემას საქართველოში დასაბრუნებლად. ნებართვის გარეშე მყოფ მიგრანტს, როგორც წესი, ეძლევა გარკვეული დრო ტერიტორიის ნებაყოფლობით დასატოვებლად. თუ დაბრუნება არ მოხდა აღნიშნულ ვადაში, გამოიყენება ქვეყნიდან გაძევების ღონისძიებები. საქართველოში გამომგზავრებამდე, შესაძლოა, მოათავსონ მიგრანტთა დროებითი დაკავების ცენტრში. მიგრანტი შეიძლება საქართველოში დაბრუნდეს ნებაყოფლიბით, რეადმისიის ან დეპორტაციის გზით. დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამა. ამ პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქებს ან მოქალაქეობის არ მქონე პირებს (საქართველოში მუდმივად ცხოვრების ნებართვით), რომლებიც საზღვარგარეთ არალეგალურად იმყოფებოდნენ ერთ წელზე მეტი ხნის ვადით, ან საზღვარგარეთ ჰქონდათ შეტანილი განაცხადი თავშესაფრის მიღებაზე, ან სარგებლობდნენ

დარიალის ხეობა ცოტა ხანში ნაგავსაყრელად იქცევა ავტორები: მაგდა ბლუაშვილი, ია კვარაცხელია „რაც გერგეთზე ასასვლელი გზა დააგეს, იმის მერე ყველაფერი შეიცვალა. დიდი ავტობუსები რომლებიც, ტურისტებზე მუშაობენ ჩვეულებრივად გადაადგილდებიან, თუმცა პატარა ტაქსებს კი ნამდვილად შეექმნათ პრობლემები და მუშაობაც შეუმცირდათ. პირადად მე, შეიძლება კვირა გავიდეს ისე, რომ ერთი მგზავრიც ვერ ავიყვანო, თუმცა ძირითად შემთხვევებში დღეში ორ რეისს ვაკეთებ,“ – გვიყვება ყაზბეგში მცხოვრები მიკროავტობუსის მძღოლი, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა. მისი თქმით, თბილისიდან ყაზბეგში ჩამოსულ სტუმრებს, რომლებსაც საკუთარი მანქანა ჰყავთ ჩვეულებრივად შეუძლიათ გერგეთზე ასვლა. თუმცა განსხვავებულს ამტკიცებს ადგილობრივი მოსახლე 20 წლის თ.ს, რომელიც ამბობს, რომ მძღოლები რომლებსაც ხალხი გერგეთის ტაძრამდე აჰყავთ შეთანხმებულები არიან და ტურისტებს ატყუებენ, რომ იქ მანქანის შეშვება აკრძალულია და თავისი მანქანით ვერ ავლენ. „რადგან ტურისტებისთვის მთავარ კულტურულ ძეგლებამდე მიღწევის პრობლემა აღარაა, ადგილობრივ მოსახლეობას მთავარი შემოსავლის წყარო გაუჩნდა, რაც ხშირად იწვევს უთანხმოებას და გაუგებრობას, ვინაიდან ადგილობრივები ცდილობენ სხვადასხვა გზით შეინარჩუნონ მგზავრები,“ – ამბობს 20 წლის ადგილობრივი. ყაზბეგში ბევრ სხვადასხვა პრობლემას წააწყდებით. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ალბათ „დარიალი ჰესია“. დარიალის ჰესის პროექტი ითვალისწინებდა მდინარის წყლის უდიდესი ნაკადის, 90%-ის, სადერივაციო არხსა და გვირაბში გადაგდებას, მდინარე თერგის დაახლოებით 8 კმ სიგრძის მონაკვეთი, პრაქტიკულად, წყლის გარეშე დარჩა. ეს ჰესი 2017 წლის 8 აპრილს გაიხსნა. მისი სიმძლავრე 108 მგვტ-ია და წლიურად 510 მილიონ კილოვატ საათს გამოიმუშავებს. ჰესი მდინარე თერგზე აშენდა. პროექტი განახორციელა კომპანია „დარიალი ენერჯიმ“. „დარიალ ჰესის“ მშენებლობის შესახებ ხალხის აზრი ორად გაიყო. მაშინდელმა ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ ამ პროექტის განხორციელებაში დაახლოებით 123 მილიონი დაიხარჯა და რომ ეს ჰესი აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით, თუმცა რადიო თავისუფლებასთან მიცემულ ინტერვიუში გარემოს დამცველი დავით ჭიპაშვილი ამბობს: „ „დარიალი ჰესიც“ ისეთ ზონაშია აშენებული, სადაც პერიოდულად გამოდის მეწყერი და საკმაოდ დიდი ეჭვებია მასთან დაკავშირებითაც – შესაძლოა, იგივე ბედი ეწიოს, როგორიც „ლარსი ჰესს“, რომელიც უკვე სამჯერ დაანგრია მეწყერმა“. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვენლოვანი პრობლემა გარემოს დაბინძურება გახლავთ. დარიალის საზღვართან მისულებს, ალბათ ბევრს შეგხვედრიათ დანაგვიანებული გარემო. შეგახსენებთ, რომ ნარჩენების არასწორმა მოპყრობამ, შენახვამ, შეგროვებამ და განთავსებამ, როდესაც შეგროვებული ნაგავი, უბრალოდ უკონტროლოდ იყრება მიწაზე, შეიძლება საკმაოდ დიდი რისკი შეუქმნას ადამიანის ჯანმრთელობას და გარემოს. ამ ტერიტორიაზე ძირითადად ტურისტები გადაადგილდებიან და საზღვრამდე უშველებელი ავტომობილების რიგი ზოგჯერ დღეების განმავლობაში გრძელდება. ზოგიერთი მათგანი რამდენიმე კვირაც კი დგას და ელოდება თავის რიგს რომ საზღვარი გადაკვეთოს. ადამიანები იძულებულნი ხდებიან ხეობა დააბინძურონ, ხეობაში ყრია საკვების ნარჩენები, პლასმასის ბოთლები, პოლიეთილენის პარკები, ხეობა ერთ დიდი ნაგავსაყრელს დაემსგავსება ცოტა ხანში თუ შესაბამისი ყურადღება არ მიექცევა. „ადრე ხომ ჰესების მშენებლობის გამო იყო ხეობაში პრობლემა, ეხლა ამ უთავბოლო რიგების გამო წარმოქმნილმა ნაგავმა უნდა შექმნას გლობალური პრობლემები,“ – ამბობს ერთ-ერთი ტურისტი, რომელიც ხშირად სტუმრობს ყაზბეგსა და დარიალის ხეობას. თუმცა ამ ყველაფერთან ერთად, ტურისტული თვალსაზრისით ყაზბეგი წინა წლებთან შედარებით აშკარად განვითარებულია. აშენდა ბევრი სასტუმრო. ასევე ტურისტებს ექნებათ შესაძლებლობა პარაპლანით გადაუფრინონ ყაზბეგს და ზემოდან გადმოხედონ ყაზბეგის ულამაზესს ბუნებას. სტატია გამოქვეყნებულია “ეკოფაქტის” ბლოგზე.

ოჯახში ძალადობის მსხვერპლი: ყველაზე რთული მოძალადე ადამიანთან ცხოვრებაა სალომე გიორგაძე „17  წლის ვიყავი, როდესაც გათხოვება გადავწყვიტე. მიზეზი კი დედაჩემისა და მამაჩემის გაუთავებელი ჩხუბი იყო. მამა ხშირად სვამდა, შემდეგ სახლში მოდიოდა და დედას ეჩხუბებოდა. უარეს შემთხვევაში ურტყამდა კიდეც. როდესაც ჩემი ყოფილი ქმარი გავიცანი, მალევე გადავწყვიტეთ ოჯახის შექმნა. პატარა ვიყავი და ვერ ვაცნობიერებდი, რომ ეს დრო გათხოვებასა და ბავშვის აღზრდაში კი არა, სწავლისთვის უნდა დამეთმო. ზოგადად, თავიდანვე არ გამოირჩეოდა ჩემი მეუღლე სითბოთი, თუმცა მეგონა ასეთი ცივი ადამიანი იყო და მისგან ზედმეტს არაფერს ვითხოვდი. ოჯახის შექმნის შემდეგ, კიდევ უფრო ცივი გახდა, თითქმის არც იყო სახლში, ან სულ მუშაობდა, ან გარეთ მეგობრებთან ერთად სვამდა. ორსულობის პერიოდში დედა გარდამეცვალა და ჩემი ორსულობაც ამ სტრესის ფონზე საკმაოდ გართულდა. ბავშვის გაჩენის შემდეგ საკმაოდ ეჭვიანი გახდა, როდესაც მაღაზიაში ჩავდიოდი,  უკან ჩუმად მომყვებოდა. აღარც მეგობრებთან მქონდა ურთიერთობა და აღარც ნათესავებთან. ყოველთვის ცდილობდა არსად გავეშვი და ამისთვის ათას მიზეზს იგონებდა. ერთ დღეს, როდესაც ჩემი საუკეთესო მეგობრის დაბადების დღეზე გადავწყვიტე წასვლა და ვთხოვე ბავშვი დაეტოვებინა ხელი დამარტყა და საშინელი სიტყვებით მლანძღა: „შენ რა  დედა ხარ, 5 თვის ბავშვს მამას, რომ უტოვებ და გასართობად მიდიხარო“. ამ დღის შემდეგ, ძალიან ხშირად მირტყავდა და მამცირებდა. მეუბნებოდა „არავინ გყავს ჩემს მეტი, მაინც არ გაქვს არასად წასასვლელი და როგორც მინდა ისე მოგექცევიო“. ფინანსურადაც ძალიან გვიჭირდა, სულ ვცილობდი ბავშვისთვის გამეკეთებინა საჭმელი.ხშირად მშიერი ვიყავი. ის, კი როდესაც შინ ბრუნდებოდა ბავშვის საჭმელს ჭამდა ისე, რომ არც კითხულობდა ბავშვმა ჭამა თუ არა. „ძალიან მრცხვენოდა, რომ ქმარი მცემდა, რომ მისგან ვერც ჩემს თავს და ვერც ბავშვს ვერ ვიცავდი, ამიტომ არავის არაფერს ვუყვებოდი და  ყველას ეგონა, რომ  უბედნიერესი ცოლ-ქმარი ვიყავით. ერთ დღეს, როდესაც ბავშვს მაღალი სიცხე ქონდა, დაახლოებით 9 საათზე ვთხოვე აფთიაქში ჩასულიყო და წამალი ამოეტანა მხოლოდ 5 ლარი მქონდა და გავატანე. სახლში გამთენიისას დაბრუნდა ნასვამი, წამლის გარეშე. ამ დღის შემდეგ, გადავწყვიტე ჩვენი ურთიერთობისთვის საბოლოოდ წერტილი დამესვა. ახლა მე და ჩემი გოგონა ცალკე ვცხოვრობთ, მუშაობა დავიწყე და ვცდილობ მას არაფერი მოვაკლო,“ – ამბობს 22 წლის გოგო, რომელიც სამი წლის განმავლობაში ქმრის ძალადობის მსხვერპლი იყო. ოჯახში ძალადობა ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული და გავრცელებული ძალადობის ფორმაა. იგი მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში არსებობს და საზოგადოების ყველა ფენას მოიცავს. ოჯახში ძალადობას ახასიათებს ფარული და განგრძობადი ხასიათი. ოჯახში ძალადობად ითვლება ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული: ფიზიკური ძალადობა, ფსიქოლოგიური ძალადობა, ეკონომიური ძალადობა, სექსუალური ძალადობა, იძულება. ძალადობა ხშირ შემთხვევაში იწვევს ჯანმრთელობის სერიოზულ გაუარესებას, ფიზიკურ და ემოციურ აშლილობას, რომელიც შიძლება ფატალური შედეგით დასრულდეს. ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს მთავრობისთვის და შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. სამინისტრო სხვა უწყებებთან და საერთაშორისო თუ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად აქტიურად მუშაობს ოჯახში ძალადობის დაძლევაზე. ამ მიზნით 2006 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“. ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილია „სახელმწიფო თავშესაფარი“, სადაც მსხვერპლთა განთავსება ხდება 6 თვის ვადით. თავშესაფარში განთავსებამდე თუ მსხვერპლი მიმართავს სამართალდამცავებს, მოძალადეს უფორმებენ შემაკავებელ ორდერს, შემაკავებელი ორდერით განსაზღვრული პირობების დარღვევის შემთხვევაში გათვალისწინებულია სისხლის სამართლის პასუხისმგებულობა. კიდევ ერთი ქმრისგან ძალადობის მსხვერპლი გვიყვება – „ოჯახი საკმაოდ გაცნობიერებულ ასაკში და სიყვარულით შევქმენი. ვიყავი 24 წლის ვიყავი. ბავშვიც მალევე გვეყოლა და ძლიან ბედნიერად ვცხოვრობდით. ერთ დღეს, როდესაც საჭმელი გავაკეთე და ბავშვისთვის უნდა მეჭმია, შემთხვევით ბავშვმა ხელი კრა და იატაკზე დაასხა, რაზეც ჩემი მეუღლე წამოხტა და ცხოველურად დაუწყო ბავშვს ცემა. როდესაც ბავშვს წინ გადავუდექი მეც დამიწყო ცემა და მიყვიროდა „გაიწიე შენთან არ მაქვს საქმეო“. ტელეფონი ავიღე და ბავშვთან ერთად ოთახში ჩავიკეტე. დავურეკე ჩემს ძმას, ვთხოვე სასწრაფოდ მოსულიყო ჩვენთან. ჩემი ძმა ჩემმა მეუღლემ სახლში არ შემოუშვა და  უთხრა „ესენი ჩემი ცოლ-შვილი არიან და რასაც მინდა იმას ვუზავო“. ჩემმა ძმამ პოლიცია გამოიძახა და ჩემ მეუღლეს შემაკავებელი ორდერი გაუფორმეს. იმ ღამეს შვილთა ერთად ჩემს ძმასთან დავრჩი. მეორე დღეს, ჩემმა მეუღლემ მოგვაკითხა ბოდიშები მოგვიხადა და დაგვპირდა, რომ მსგავსი რამ აღარ გამეორდებოდა. რამდენიმე დღე სიტყვიერ და ფიზიკურ  შეურაცხოფას მაყენებდა იმის გამო, რომ ჩემს ძმას ვთხოვე დახმარება და მან კი პოლიცია გამოიძახა.  ვხედავდი, რომ ბავშვს სახლში მოსვლა აღარ უნდოდა, მუდმივად იმის შიში ჰქონდა, რომ მამას არ ეცემა.  თუ კიდევ დავრჩებოდით ამ კაცთან ბავშვს სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემები ჩამოუყალიბდებოდა. ერთ დღეს, როდესაც ისევ საცემად გამოიწია, გამოვიძახე პოლიცია და დააკავეს შემაკავებელი ორდერის დარღვევისთვის.  ახლა ციხეშია და იქიდან გვემუქრება მე და ჩემს ოჯახს. თუმცა, როდესაც ეს ნაბიჯი გადავდგი და მისგან გავთავისუფლდი ზუსტად ვიცი ვეღარაფერს მიზამს. ყველა ძალადობის მსხვერპლ ქალს მინდა ვურჩიო, რომ იყვნენ იმდენად ამაყები, რომ არ  მისცენ უფლება ვინმემ მათ მიაყენოს ფიზიკური ან თუნდაც სიტყვიერი შეურაცხყოფა. ვიცი, პირველი ნაბიჯის გადადგმა ძალიან რთულია, მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ ყველაზე რთული მოძალადე ადამიანთან ცხოვრებაა. „ბოლო პერიოდში  მომხდარმა საზარელმა ამბებმა, და ამ ფაქტებზე საზოგადოების დამოკიდებულებამ შეიძლება ბევრი მსხვერპლის ცხოვრება ფატალური შედეგით დაასრულოს. „ქალს კაცის შემდეგ უნდა ქონდეს ხმა“, „ქალი, რომ ქმრის წინ იტლიკინებს, იმ ქალს რაღაცა მოხვდება“, – საქართველოში ასეთი მიდგომებია პრობლემა, როცა ქვეცნობიერი ამართლებს მოძალადეს და იწყებს მიზეზების ძიებას რატომ შეიძლება მოკლას კაცმა ქალი. ვიდრე ამ მენტალობისგან არ გათავისუფლდება საზოგადოება, მანამ მოვისმენთ და გავიგებთ მსგავსი სისასტიკით მოცულ ისტორიებს. რეალურად ვერ ვიტყვით რომელი უფრო  ნაკლები სისასტიკეა მომხდარი ფაქტები თუ მცდელობა დანაშაული ყოველთვის ქალის ქმედებებში ვეძებოთ,“ – გვეუბნება სოციალურ და ჰუმანიტარული მეცნიერებათა სკოლის ფსიქოლოგიის კურსის მეოთხე კურსის სტუდენტი ეკატერინე სოსელია. „ოჯახში ძალადობა ძალიან მნიშვენლოვანი საკითხია, რომელიც ძალიან „პოპულარული“’ გახდა საქართველოში. ამ ქყვეყნის ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ მსხვერპლებს არ უნდათ გაცხადება და პრობლემებზე საუბარი. თუმცა წინა წლებთან შედარებით, ამ მხრივ პროგრესია, რომ შევადაროთ წლების მიხედვით ნახავთ, რომ წლევანდელმა წელმა საერთოდ გადააჭარბა წინა წლებს მომართიანობის თვალსაზრისით. პროგრესია ასევე შემაკავებელი ორდერის დარღვევის თვალსაზრისითაც, წელს მხოლოდ 9%-მა დაარღვია. ოჯახში ძალადობის ფორმებიდან ყველაზე ხშირი ძალადობა სტატისტიკის მიხედვით, არის ფსიქოლოგიური ძალადობა, მას მოყვება ფიზიკური ძალადობა და ყველაზე ბოლოს არის ეკონომიური ძალადობა. სახელმწიფო მაქსიმუმს აკეთებს იმსთვის, რომ მსხვერპლმა თავი დაცულად იგრძნოს. ამისთვის გვაქვს სახელმწიფო თავშესაფრები, სადაც ძალიან ბევრი საჭირო დახმარების გაწევის საშუალება გვაქვს,“ – ამბობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვისა და საგამოძიებო ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენელი თეა გალახვარიძე. ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრის ბენეფიციართა რაოდენობა  2010 წლიდან იზრდება.  თავშესფრებია 17-17 ადგილიანი გორსა და ქუთაისში, 19 ადგილიანი თავშესაფარი თბილისში.  ასევე ფუნქციონირებს სიღნაღის თავშესაფარიც. 2010 წელს თავშესაფრით სულ 42-მა ადამიანმა ისარგებლა; 2011 წელს – 89 ადამიანმა; 2012 წელს თავშესაფრით მოსარგებლე ბენეფიციარების რაოდენობა იყო – 88, 2013 წელს -100, 2014 წელს კი თავშესაფარით სულ 114-მა ადამიანმა ისარგებლა. ოჯახში ძალადობის  მსხვერპლ ქალს  თავშესაფარში 3 თვით შუძლია დარჩენა, თუმცა თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურად განიხილება და საჭიროების  შემთხვევაში  შესაძლებელია  ეს ვადა გაიზარდოს.  მხვერპლებს თავშესაფრებში შეუძლიათ მიიღონ როგორც ფსიქოლოგიური, ასევე იურიდული დახმარებაც. „ძირითადად კრიზუსულ ცენტრში ქრონიკული ძალადობის მსხვერპლი ქალები უფრო ხშირად მოგვმართავენ, ვიდრე პირველადი შემთხვევა. წლების გასვლასთან ერთად, იცვლება ადამიანის განვითარების დონეც, შესაბამისად,

ტურისტებით სავსე ყაზბეგი ყოფითი და ეკოლოგიური პრობლემების პირისპირ გიორგი მაკარაშვილი ჩრდილო-აღმოსავლეთ საქართველოში მდებარე სტეფანწმინდის (ყოფილი ყაზბეგის) მუნიციპალიტეტი ერთ-ერთი პირველი ადგილია, რომელიც საქართველოში მოგზაურობის დაგეგმვისას გვახსენდება. გერგეტის სამება, დარიალის სამონასტრო კომპლექსი, გველეთის ჩანჩქერი, ყელიწადის ტბა ეს ის ტურისტული ადგილებია, რომლებიც ჩვენში ინტერესს იწვევენ. სწორედ, ასე მოხდა ჩვენ შემთხვევაშიც, როდესაც დავგეგმეთ მოგზაურობა. 2-3 საათიანი მგზავრობის შემდეგ მივადექით ტურისტულ ადგილებს, სადაც მთავარ ღირსშესანიშნაობებთან ერთად დაგვხვდა უამრავი პრობლემა, რომლებიც ადგილობრივთა ყოველდღიური ყოფის ნაწილია. მძიმე საცხოვრებელი პირობები, გაუმართავი ინფრასტუქტურა, მოსალოდნელი ბუნებრივი კატასტროფების რისკი,  პრობლემების სია დიდია, გადაჭრის ნაცვლად კი სიას ახალი ხელოვნურად შექმნილი პრობლემები ემატება, რომლებსაც თავად სახელმწიფო ქმნის თავისი წინდაუხედავი პოლიტიკითა და პრიორიტეტების არასწორად განსაზღვრით. ადგილობრივებთან გასაუბრების შემდეგ გამოიკვეთა რამდენიმე ძირითადი პრობლემა, რომლებიც სოფლების დაცარიელების ძირითად მიზეზს წარმოადგენს. მიზეზთა შორის უპირველესი საქართველოს სხვა რეგიონების მსგავსად აქაც უმუშევრობაა, რის გამოც ადგილობრივთა უმეტესობა დედაქალაქში საცხოვრებლად გადავიდა. არ არსებობს ელემენტარული საცხოვრებელი პირობები, მოსახლეობის ნახევარზე მეტი სოციალურად დაუცველია. რატომ არ მიმართავენ ადგილობრივები მთავრობის წარმომადგენლებს პრობლემების აღმოსაფხვრელად? რამდენიმე ადგილობრივთნ გასაუბრების შემდეგ, ნათელი გახდა რომ ამის მიზეზი შიშია, სოციალური შემწეობის დაკარგვის შიში.  სოციალურ დახმარებას კი მოსახლეობის დიდი ნაწილი იღებს. (სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაცით, სტეფანწმინდის რეგიონში 3700 ადამიანი ცხოვრობს. აქედან 991 პენსიონერია, 124 ადამიანი იღებს სოციალურ პაკეტს, 556 ადამიანი კი საარსებო შემწეობას) საზოგადოებას აქვს მთავრობის შიში, ისინი ფიქრობენ, რომ თუ ღიად ისაუბრენებ პრობლემებზე, ამის გამო დაისჯებიან და დაკარგავენ დახმარებას. ერთადერთი რამ, რასაც დადებითად აფასებენ სახელმწიფო პროგრამაა, რომლის ფარგლებშიც მაღალმთიანი სოფლის სტატუსის მქონდე დასახლებებში მცხოვრები ადამიანები იღებენ დახმარებას. დახმარება შემოიფარგლება უფასო ბუნებრივი აირით, (300-დან 350 კბ/მ-მდე) რისი საშუალებითაც ახერხებენ ზამთარში გათბობას. სამომავლოდ იგეგმება 100 კვ. ელ. ენერგიის უფასო მიწოდება. “ეს დახმარებაც რომ არ იყოს, აქ გამჩერებელი არავინაა,” – გვეუბნებიან ადგილობრივები. ადამიანები, რომლებიც ფაქტობრივად ქვეყნის საზღვარს ამაგრებენ ცივ ზამთარს არ ეპუებიან და ადგულ-მამულს არ ტოვებენ. ერთ-ერთი გაჩერება დარიალის ხეობა იყო, სადაც გვირაბში მოქცეული თერგი და დარიალის ჰესი ვიხილეთ. ჰესი რომელიც უარყოფით გავლენას ახდენს ხეობის ფლორასა და ფაუნაზე.რამდენჯერმე დევდორაკის ჩამოშლამ ხეობაში არა მარტო ჰესი გაანადგურა, არამდე ამას ადამიანების მსხვერპლიც მოჰყვა. დარიალის ხეობაში მივუყვებოდით უზარმაზარი მთებითა და ნაგვით გარსშემორტყმულ გზას. საქართველო-რუსეთის საზღვრამდე სამანქანო გზის მთლიანი მონაკვეთი სავსეა სხვადასხვა პროდუქტის ნარჩენით, რაც კიდევ ერთი დამატებითი პრობლემაა, რომელიც აუცილებლად უნდა მოგვარდეს. რუსეთ-საქართველოს საზღვრამდე რამდენიმე კილომეტრზე გადაჭიმული მანქანების საცობებში მოყოლილი ადამიანები, დარიალის უმშვენიერეს გარემოს აბინძურებენ რაც არც თუ ისე სახარბიელო პერსპექტივას უქადის. ავტორის ფოტოები სტატია გამოქვეყნებულია “ეკოფაქტის” ბლოგზე.


რადიო IBSU

Free Shoutcast HostingRadio Stream Hosting