შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი

ფოტო რეპორტაჟი

Page: 3

– რა არის მნიშვნელოვანი ევროპულ ფასეულობებში? – ნებისმიერი მოქალაქე კარგად უნდა იცნობდეს საკუთარ უფლებებს და მოვალეობებს – პატივი სცეს სხვების ინტერესს, საფრთხე არ შეუქმნას სახელმწიფო ან კერძო პირის ქონებას, გაუფრთხილდეს ადამიანების სიცოცხლეს, იზრუნოს გარემოს გაუმჯობესებაზე და სხვა.  საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის განცდა ნებაყოფლობითია, მაგრამ იმ ქვეყნებში, რომელთა მოქალაქეებიც ერთმანეთზე ზრუნავენ, ცხოვრება გაცილებით სასიამოვნოა. თანაგრძნობა და საზოგადოების ინტერესების მსახურება კი ნებისმიერი სოციალური სახის ურთიერთობისთვის კეთილდღეობის მომტანია. ევროპული ცხოვრების წესი ზოგჯერ ევროპაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების გაოცებას იწვევს . მაგალითად, მათთვის უჩვეულოა – ფულადი დახმარების აღების შესაძლებლობა, დაფინანსებული მკურნალობა, მაღალი ანაზღაურება, ქველმოქმედება, რიგში დგომაც კი, სადაც არავინ არ არღვევს რიგის ნომერს, მოწესრიგებული სადარბაზოები,საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები და ა.შ. დღედღეობით, საქართველო განიცდის პირადი პასუხისმგელობის ნაკლებობას, რაც არღვევს ერთობის განცდას ინდივიდსა და კოლექტივს შორის. საზოგადოებამ უნდა გააანალიზოს რამდენად პრობლემურია საზოგადო საჭიროებების უგულებელყოფა და ფიქრი მხოლოდ პირად კეთილდღეობაზე.სხვაზე აღმატებულობის შეგრძნება, რაც ჩვენ ერს სენივით დაემართა, მტრულ დამოკიდებულობას ბადებს ადამიანებს შორის. შედეგად, არავის სურს შექმნას უკეთესი პირობები გარშემომყოფებისთვის. ევროპული ფასეულობათა სისტემიდან მნიშვნელოვანია ასევე, დაეჭვების და ახლებური ხედვის უნარი. ევროპელები მუდმივად მზად არიან ნაცადი ხერხის განსჯისა და ცვლილებებისთვის, რაც მათ მუდმივად ამყოფებს დინამიკური განვითარების მუხტში. მასალის ავტორი: მარიამ კიპაროიძე ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი  მასალა მომზადდა საგნის “საუნივერსიტეტო მედიაპლატფორმის პრაქტიკუმი 1”-ის ფარგლებში

“ევროპის დღე – მრავალფეროვნების, სიყვარულის, ემოციებისა და კულტურათა გაცვლა-გამოცვლის, გაზიარების და რაც მთავარია ერთიანობის დღე. არ არსებობს ერთი სიტყვა, რომლითაც ამ დღის გამოხატვა ან აღწერა შესაძლებელი იქნებოდა. შესვლისთანავე იგრძნობა აკუსტიკა და პოზიტიური მუხტი. ბერძნული ცეკვის ანსამბლი თავიანთი ტრადიციული მუსიკის ფონზე ცეკვავს ტრადიციულ ცეკვას. ძალიან საინტერესო სანახაობაა. აგრძელებ გზას, მიყვები ხალხის ნაკადს და ხვდები, რომ კიდევ უფრო საინტერესო სამყაროში ხვდები. აქ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლები არიან. დახლებს უკან დგანან მომღიმარი სახეებით და თუ მათ დახლს ამოირჩევ, უსაჩუქროდ არ დაგტოვებენ. უხარიათ და ძალისხმევას არ იშურებენ თავიანთი ქვეყნის კარგად წარმოსაჩენად. ყველა ქვეყანას თავიანთი ტრადიციული კერძები თუ სასმელები აქვს წარმოდგენილი. გჩუქნიან ბროშურებს, დროშებს, სტიკერებს… კიდევ უფრო საინტერესო რომ გახადონ თავიანთი მონაწილეობა ამ ღონისძიებაში, სხვადასხვა თამაშებს გვთავაზობენ, ქვიზებს გვავსებინებენ, რათა ცნობიერება აგვიმაღლონ ევროკავშირთან დაკავშირებით. აღნიშული აქტივობების შემდგომ კი ჭიქით, მაისურით ან ჩანთით გვასაჩუქრებენ. გერმანიის დახლთან რომ მივედით, გვითხრეს, რომ გერმანული სიტყვა მოგვეძებნა და ჩანთით დაგვასაჩუქრებდნენ. მეც გერმანულ ენაში გაწაფული, დარწმუნებული მივედი, რადგან ვიცოდი, რომ აუცილებლად ვიპოვნიდი სიტყვას. ეს სიტყვა იყო – das Brot – პურითა და ჩანთით ხელდამშვენებული წამოვედი”. მასალის ავტორი: ანა მაზიაშვილი  ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი  მასალა მომზადდა საგნის “საუნივერსიტეტო მედიაპლატფორმის პრაქტიკუმი 1”-ის ფარგლებში

IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტმა გიორგი ერაძემ “ევროპის დღე” MDF-ს ტრენინგზე გაატარა, რადგან მისთვის ევროპა დეზინფორმაციასთან ბრძოლაა. “მე, როდესაც ვეცნობი რაიმე ინფორმაციას და მისი სიმართლე ეჭვს იწვევს, ვცდილობ მის გადამოწმებას სხვადასხვა გზებით. ვამოწმებ მის წყაროებს, ფოტოებს, ინფორმაციას სხვადასხვა ვებგვერდზე და ვცდილობ დავადგინო სიმართლე. ასევე, ინფორმაციის გადამოწმების დროს ვცდილობ დავეკონტაქტო სხვადასხვა არასამთავრობო თუ სახელისუფლებო ორგანიზაციებს, რომლებიც შეძლებენ ჩემს დახმარებას. ვფიქრობ, რომ იმ საინფორმაციო ომში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, აუცილებელია ვიცოდეთ ფაქტების გადამოწმების ხერხები, რათა დეზინფორმაციით არ დავინფიცირდეთ” მასალის ავტორი: გიორგი ერაძე ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი  მასალა მომზადდა საგნის “საუნივერსიტეტო მედიაპლატფორმის პრაქტიკუმი 1”-ის ფარგლებში

IBSU რადიოს პირდაპირ ეთერში დღეს “ევროპის დღეზე” ისაუბრეს “შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის” რექტორმა საფფეთ ბაირაქთუთანმა. ევროპის დღეზე IBSU რადიოს სტუმარი იყო ამავე უნივერსიტეტის პროფესორი და “საერთაშორისო საკითხების კვლევის ცენტრის” დირექტორი ნიკა ჩიტაძე.  გაადაცემას უძღვებოდნენ ანა მაზიაშვილი, გვანცა გოგიაშვილი და ანა ჩალაშვილი. ევროპის დღესთან ერთად რადიოს გადაცემის სტუმრები იყვნენ იყვნენ ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის მეოთხეკურსელები თიკა სიბოშვილი და თამთა მჭედლიშვილი. მათი მონაწილეობით ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის მეოთხეკურსელებმა გადაიღეს ფილმი “კახური შოთი”.  IBSU News-ში ახალი ამბები, რადიოს მსმენელებს, ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის პირველკურსელმა თეკლა გვარამიამ გააცნო. IBSU რადიოს მოსმენა შესაძლებელია ვებგვერდზე media.ibsu.edu.ge

რადიო IBSU ”მედია ცენტრის” მხარდაჭერით ბევრი აქტუალური თემა შესთავაზა მსმენელს.    ამჯერად, ანა ჩალაშვილმა, გვანცა გოგიაშვილმა და ანი მაზიაშვილმა რადიოში განსახლველ მთავარ საკითხად სტუდენტური დასაქმება განიხილეს. დღევანდელი ეთერის მთავარი თემა სტუდენტური დასაქმება იყო და დღის სტუმარი lBSU-ს კარიერის დაგეგმვის სამსახურის უფროსი მაია სამქანაშვილი. ამავე თემაზე ისაუბრეს სტუდენტებმა, ანასტასია გურაშვილმა და დავით მათიაშვილმა. IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის მეორეკურსელმა ლუკა ამბალიამ მსმენელებს უამბო თუ როგორ გადაიღო ნოვრუზ ბაირამი, “მედია ცენტრის” პროექტის ფარგლებში არამატერიალური კულტურული ძეგლების შესახებ. IBSU NEWS აუდიტორიას პირველკურსელმა ლიზა პაპასქუამ გააცნო, თანაკურსელ ნატა ჭიღლაძის თანამონაწილეობით. ლიზა პაპასქუა აუდიტორიას ახალ ამბებს აცნობს. IBSU რადიოს პირდაპირ ეთერში მოსმენა შესაძლებელია ვებგვერდზე media.ibsu.edu.ge

“შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის” ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები გადაღებას სწავლობენ არა მხოლოდ ლექციებსა და უნივერსიტეტის სივრცეში, არამედ სხვდასხვა ადგილებზე და ირჩევენ მრავალფეროვან რესპონდენტებს. ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ქართველი ფალავნის გიორგი ჩხიკვაძის ვიდეო პორტრეტის გადაღება სცადეს IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის მესამეკურსელებმათამარ ჩხიკვაძემ და მარი გულორდავამ. გიორგი ჩხიკვაძის ვიდეო გადაღების პროცესი გიორგი ჩხიკვაძის ვიდეო გადაღების პროცესი გიორგი ჩხიკვაძის ვიდეო გადაღების პროცესი გიორგი ჩხიკვაძის ვიდეო გადაღების პროცესი  

“შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის” რადიომ, პირდაპირ ეთერში საცდელი მაუწყებლობა მარტდან დაიწყო. პირველი პროდუქტი, რაც სტუდენტებმა შექმნას საინფორმაციო გამოშვება იყო. IBSU NEWS  პირდაპირ ეთერში დღის 13:00 საათისთვის გადაიცა. გამოშვებას 3 წამყვანი ჰყავს – თეკლა გვარამია, სალომე კევლიშვილი და ლიზა პაპასქუა.  პრაქტიკული სამუშაოების დროს სტუდენტებმა ისწავლეს როგორ შექმნან რადიოსთვის სამაუწყებლო ბადე, ააწყონ ახალი ამბები, ჩაწერონ ინტერვიუები რადიოსთვის, დაამონტაჟონ აუდიო ტიხრები და ა.შ. საცდელი მაუწყებლობა IBSU-ს რადიოში საცდელი მაუწყებლობა IBSU-ს რადიოში საცდელი მაუწყებლობა IBSU-ს რადიოში

“შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის” ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა,  IBSU-ს “მედია ცენტრის მხარდაჭერით, მორიგი“სატელევიზიო ჟურნალი” მოამზადეს. მათი ინტერესის მთავარი თემა სტუდენტების დასაქმება იყო.  გადაცეის ჩაწერაზე სტუდენტებმა მოიწვიეს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე თამარ სურმავა და “გუდვილის” HR და სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელი ხათუნა ჩხარტიშვილი.  სატელევიზიო ჟურნალის ჩაწერის პროცესი IBSU-ს მედია ცენტრში. სატელევიზიო ჟურნალის ჩაწერის პროცესი IBSU-ს მედია ცენტრში. სატელევიზიო ჟურნალის ჩაწერის პროცესი IBSU-ს მედია ცენტრში. სატელევიზიო ჟურნალის ჩაწერის პროცესი IBSU-ს მედია ცენტრში.

“შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის” სტუდენტები IBSU-ს მედია ცენტრის მხარდაჭერით ინტენსიურ ტრენინგებს გადიან ვიდეო წარმოებაში. ამჯერად, პირველი და მესამე კურსის სტუდენტები ერთობლივად ჩაერთვნენ ახალი გადაცემის მომზადებაში, რომელიც სტუდენტურ დასაქმებას შეეხება. იხილეთ ფოტორეპორტაჟი მათი სამუშაო პროცესიდან.  სტუდენტები ამზადებენ ვიდეო რეპორტაჟს სტუდენტური დასაქმების თემაზე. სტუდენტები ამზადებენ ვიდეო რეპორტაჟს სტუდენტური დასაქმების თემაზე. სტუდენტები ამზადებენ ვიდეო რეპორტაჟს სტუდენტური დასაქმების თემაზე. სტუდენტები ამზადებენ ვიდეო რეპორტაჟს სტუდენტური დასაქმების თემაზე.

ფოტორეპორტაჟი “უიქენდი” “შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის” ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა სხვადასხვა ლოკაციიდან მოამზადეს და ბევრ საინტერესო ადამიანებს ესაუბრნენ. ნახეთ როგორ მუშაობენ სტუდენტები სხვადასხვა რესპონდენტებთან ფოტორეპორტაჟის მომზადებისას.  სტუდენტები ფოტორეპორტაჟზე გადაღებისას. თემა: უიქენდი სტუდენტები ფოტორეპორტაჟზე გადაღებისას. თემა: უიქენდი სტუდენტები ფოტორეპორტაჟზე გადაღებისას. თემა: უიქენდი სტუდენტები ფოტორეპორტაჟზე გადაღებისას. თემა: უიქენდი მასალა მომზადდა საგნის “საუნივერსიტეტო მედია პრაქტიკუმის” ფარგლებში. ლექტორი: ეკა ფირცხალავა


რადიო IBSU

Free Shoutcast HostingRadio Stream Hosting