შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი
ფოტო რეპორტაჟი
Page: 2
გამარჯობა, მადლობა ყველას, ვინც ჩემს ბლოგს კითხულობთ! Labas, Ačiū visiems, kurie skaito mano tinklaraštį! უკვე მეექვსე თვეა, რაც ლიეტუვაში ვარ, ქალაქ შიაულიაიში. ამ ბლოგში მოგიყვებით, ქართველებთან ერთად გატარებულ მნიშვნელოვან მომენტებზე. ერასმუს+ პროგრამის ფარგლებში 12-მა ქართველმა მოსწავლემ 9 დღე გაატარა ჩემს მასპინძელ ორგანიზაციაში – Šiaulių Didždvario gimnazija. დარწმუნებით ვიტყვი, რომ საკმაოდ ინტენსიური კვირის განმავლობაში მიიღეს როგორც უდიდესი გამოცდილება და ცოდნა, ასევე შეიძინეს უცხოელი მეგობრები და უამრავი სასიამოვნო მოგონება დააგროვეს ადგილობრივებთან ერთად. მათ ჩამოსვლამდე მზადება ჯერ კიდევ ერთი თვით ადრე დავიწყეთ. პროგრამის ხელმძღვანელს ჩემგან ფოტო/ვიდეო გადაღება და მენტორობა სურდა. უნდა მომემზადებინა ენერჯაიზერები და გუნდური თამაშები. ჩემი დღე იწყებოდა დილის 10 საათზე (მათთვის 9-ზე), საღამოს 10 საათამდე. გაცვლითი პროგრამა დაკავშირებული იყო ეკოლოგიასთან, გარემოს დაცვასთან, ნულოვან ნარჩენებთან და გლობალურ დათბობასთან. მოვამზადეთ არაერთი აქტივობა, როგორც უნივერსიტეტში, ისე მის ფარგლებს გარეთ, როგორც ამავე, ისე სხვა ქალაქში. ნინი შაორშაძე: “ჩემი ცხოვრების ყველაზე ახალი, მნიშვნელოვანი და ემოციური დღეები ლიეტუვაში ყოფნას უკავშირდება. აქ, ყველაფერი ახალია, რადგან ბევრი რამ პირველად ხდება, მსგავსი გამოცდილება არასდროს მქონია და ახლა ჩემი ცხოვრების ისტორიას ვწერ. ვაგროვებ ამბებს, ისტორიებს და ემოციებს”. დღე 1 – გაიცანი ქალაქი ვებ-გვერდიდან Šiauliai Tourism Information Center მოვიძიე, ჩამოვტვირთე და მოხალისეებს შევთავაზე აპლიკაცია, რომელიც გვიჩვენებს მარშრუტს ქალაქის დასათვალიერებლად. ვიფიქრე, პირველ დღეს, პირველი, რაც შეიძლება გაკეთდეს არის იმ ქალაქის დათვალიერება, რომელშიც მომდევნო რამდენიმე დღის გატარება მოგიწევს. საკმაოდ მოსახერხებელი და ინფორმაციული აპლიკაციაა, ასე რომ, თუ შიულეიში მოგზაურობას გადაწყვეტთ და ინტერნეტთან კავშირი გექნებათ, საინფორმაციო ცენტრის ძებნა და რუკის პოვნა ნამდვილად აღარ დაგჭირდებათ. აქ ნახავთ როგორც აუდიო, ისე წერილობით ვერსიას ქალაქის ყველა ღირსშესანიშნაობის ისტორიის შესახებ. აპლიკაცია ასევე გიჩვენებთ თუ რა დროში შეგიძლიათ მოინახულოთ თქვენ მიერ მონიშნული ადგილები და არა მხოლოდ. გარდა ამისა, პირველ დღეს გვქონდა გაცნობითი თამაშები, ფილმის ჩვენება, გუნდური თამაშები, ლექცია-დებატები, რომელთაც მომდევნო დღეების აღწერისას აღარ გავიმეორებ და ავტომატურად შეგიძლიათ იფიქროთ, რომ დღე მხოლოდ ერთი აქტივობით არ შემოიფარგლებოდა. დღე 2 – შეხვედრა შიაულიაის რაიონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილესთან. შეხვედრიდან გავიგეთ თუ როგორ ხდება ქალაქის კეთილმოწყობა ნაკლები ენერგიის გამოყენებით. ფაქტია, რომ ცდილობენ ახალგაზრდების პროექტების წახალისებასა და სარეკრეაციო სივრცეების მოწყობა-გამწვანებას. მოქალაქეებს შეუძლიათ მუნიციპალური პროექტების წარდგენა, რომლის დამტკიცების შემთხვევაშიც სოლიდურ თანხას სთავაზობენ. ფაქტი მეორე: წარმოიდგინეთ, რომ საღამოს საათებში ქუჩებში ლამპიონების ნათება მკვეთრია, შუაღამის 12 საათიდან კი მისი ერთი ნაწილი ითიშება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქუჩაში ბნელა, მაგრამ ენერგიის დაზოგვა ნათების შემცირებით ხდება. როგორც მერის მოადგილე ამბობს, ქალაქში მხოლოდ ეკო ლამპიონებს იყენებენ, რაც ნიშნავს იმას, რომ ენერგოეფექტური ნათურები ამცირებენ ენერგიის მოხმარებას პრეფორმების ზუსტად გაცხელებისას. საინტერესოდ აღინიშნა შემდეგი ფაქტიც: როგორ და სად ნაწილდება ნარჩენები მათივე დანიშნულების მიხედვით. ფაქტი იმიტომ, რომ მომდევნო დღეს ჩვენივე თვალით ვნახეთ ყოველივე. დღე 3 – ლიეტუვის ერთ-ერთი ქალაქის, კლაიპედას ნარჩენების მართვის რეგიონულ ცენტრში კლაიპედა ლიეტუვის სიდიდით მესამე ქალაქია და ბალტიის ზღვის სანაპიროზე მდებარეობს. ამ საპორტო ქალაქს საბრნე კავშირი აქვს შვედეთთან და გერანიასთან. აქ, დაახლოებით 162 000 ადამიანი ცხოვრობს. კლაიპედა – პატარა გერმანიაა ლიეტუვაში. პირველი, რასაც ქალაქის ნახვისას შენიშნავთ, მისი განსხვავებაა ლიეტუვის დანარჩენი ადგილებისგან, რაც გასაკვირი არ არის, რადგან დიდი ხნის განმავლობაში კლაიპედა ჯერ – რუსეთს, პირველ მსოფლიო ომამდე კი გერმანიას ეკუთვნოდა. ძველი ქალაქი (The old town of Klaipeda) განსაკუთრებით ჰგავს გერმანიას. დილის 1-საათიანი ლექციის შემდეგ გავემგზავრეთ კლაიპედაში, სწორედ იმ ადგილას, სადაც განცალკევებულია ნარჩენები და მზადდება მეორედ გადასამუშავებლად. ვხედავთ ოთხი სახის ურნას: შუშა, პლასტმასა, ქაღალდი და ყველა დანარჩენი – ცალ-ცალკე ურნაში, განსხვავებული ფერებით. მოგვიანებით ვნახეთ ადგილი, სადაც გადააქვთ ნარჩენები, რომელთა მეორედ გამოყენებაც შეუძლებელია. კლაიპედამ, გლდანის ნაგავსაყრელი გამახსენა, სადაც ნარჩენების გადახარისხება არ ხდება და ყველაფერი ერთად იწვის. თუ არ ვცდები, ჯერ არც არავის ჩაუტარებია კვლევა, კონკრეტულად რა მავნე ნივთიერებები გამოიყოფა ამ დროს, თუმცა ფაქტია, რომ უამრავ ტოქსიკურ ნივთიერებასთან გვაქვს საქმე. გარდა იმისა, რომ ეს ყველაფერი გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობას აზიანებს, გლობალურ დათბობასაც უწყობს ხელს. სხვა საკითხია, რომ გლდანის ნაგავსაყრელი პირდაპირ ხევშია მოწყობილი და მუდმივად არსებობს საფრთხე, რომ იქიდან გამონაჟონი წყლები გრუნტის წყლებს შეერევა. კლაიპედაში, ამ კონკრეტულ და კარგად შემოსაზღვრულ ტერიტორიას შევხედეთ მხოლოდ ავტობუსიდან, რადგან სპეციალური აღჭურვილობის უქონლობის გამო დათვალიერება, რა თქმა უნდა, არ შეიძლება. ადგილი, რომელზეც ახლა ვსაუბრობ, საკმაოდ შორს არის დასახლებული პუნქტიდან და რაც ყველაზე მთავარია, მის სიახლოვეს არ არის არც ტბა, არც ზღვა. ასე რომ, საფრთხე არ ექმნებათ ცხოველებს. ფოტო: კლაიპედას ნარჩენების მართვის რეგიონული ცენტრი დღის ბოლოს – სადილი და ბალტიის ზღვის სანაპიროს ხედით ტკბობა. მასალის ავტორი: ნინი შაორშაძე IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი
IBSU-ს მედია ცენტრი სტუდენტებთან ერთად საზაფხულო მოგზაურობას იწყებს. რუბრიკაში “ზაფხული” IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები გაგიზიარებენ ფოტორეპორტაჟებს როგორც საქართველოდან, ასევე უცხოეთიდან. მარი მხეიძე კვიპროსზე პირველად იმყოფება და მოგვაწოდა ფოტოები ულამაზესი კლდეებით და ლაჟვარდოვანი ფერებით, პატარა, მყუდრო ქალაქ აია ნაპადან, სადაც წყალი საოცრად სუფთაა, სანაპირო უფასო და ხალხი ფრიად კომუნიკაბელური. მარიამ მხეიძის ფოტო მარიამ მხეიძის ფოტო მარიამ მხეიძის ფოტო მარიამ მხეიძის ფოტო
ნოვრუზ ბაირამი იგივე გაზაფხულის ბუნიობის დღესასწაული ყოველწლიურად, მარტში აღინიშნება. “შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის” საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის ასისტენტი მედინა მამედოვი IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს შეხვდა და ამ ფერადი დღესასწაულის შესახებ ინფორმაცია გაუზიარა. ნოვრუზ ბაირამი
26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. “შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის” ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტმა ანა მაზიაშვილმა რამდენიმე დასამახსოვრებელი ფოტო გადაიღო 2023 წლის 26 მაისის ზეიმზე. ანა მაზიაშვილის ფოტორეპორტაჟი ანა მაზიაშვილის ფოტორეპორტაჟი ანა მაზიაშვილის ფოტორეპორტაჟი მასალის ავტორი: ანა მაზიაშვილი IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი მასალა მომზადდა საგნის “საუნივერსიტეტო მედიაპლატფორმის პრაქტიკუმი 1”-ის ფარგლებში
IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის მეორეკურსელის ლუკა ამბალიას ფოტოამბავი 26 მაისზე უკავშირდება და კერძოდ, საქართველოს ეროვნული დროშის ფერებში გაფორმებულ თბილისს. ლუკა ამბალიას ფოტორეპორტაჟი ლუკა ამბალიას ფოტორეპორტაჟი ლუკა ამბალიას ფოტორეპორტაჟი მასალის ავტორი: ლუკა ამბალია IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი მასალა მომზადდა საგნის “საუნივერსიტეტო მედიაპლატფორმის პრაქტიკუმი 1”-ის ფარგლებში
26 მაისი თბილისში – IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის მეორეკურსელის გიორგი ერაძის ფოტოები. 26 მაისი თბილისში – IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის მეორეკურსელის გიორგი ერაძის ფოტოები. 26 მაისი თბილისში – IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის მეორეკურსელის გიორგი ერაძის ფოტოები. 26 მაისი თბილისში – IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის მეორეკურსელის გიორგი ერაძის ფოტოები. მასალის ავტორი: გიორგი ერაძე IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი მასალა მომზადდა საგნის “საუნივერსიტეტო მედიაპლატფორმის პრაქტიკუმი 1”-ის ფარგლებში
“შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის” მედია ცენტრში, ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები პირველი კურსიდანვე იწყებენ აქტიურ პრაქტიკას. ლიზა პაპასქუა ახალი ამბების გამოშვებებს კვირაში ერთხელ ამზადებს და მიზნობრივ აუდიტორიას IBSU-ში მიმდინარე სიახლეებს აცნობს.
IBSU რადიოში, ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის პირველკურსელმა მარი ლეთოდიანმა დაიწყო რუბრიკა “სტუდენტური კლუბები” IBSU-ში, რომლის ფარგლებში აუდიტორიას გააცნო ინფორმაცია “სინემა პარადისოს” შესახებ. ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის სტუდენტი თეკლა დაბრუნდაშვილი სწორედ ამ კლუბის რომელიც სტუდენტური პრეზიდენტია და სამომავლოდ რამდენიმე ღონისძიების ჩატარებას გეგმავს. IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის პირველკურსელმა სალომე კევლიშვილმა პირდაპირ ეთერში ახალი ამბების გამოშვება წაიყვანა, ეთერის რეჟისორი ანა ჩალაშვილი იყო.
IBSU რადიომ, პირდაპირ ეთერში მაუწყებლობის დროს ბევრ საინტერესო თემაზე მოამზადა გადაცემა და მოიწვია სტუმრები. ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა ანა მაზიაშვილმა, გვანცა გოგიაშვილმა და ანა ჩალაშვილმა, სხვადასხვა თემაზე სტუდიაში მოიწვიეს სალომე მაჭავარიანი, მედინა ოზლამი მამედოვა, ელენე სავანელი და მარიამ ქობალია. IBSU NEWS აუდიტორიას თეკლა გვარამიამ გააცნო. ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა ანა მაზიაშვილმა, გვანცა გოგიაშვილმა და ანა ჩალაშვილმა, სხვადასხვა თემაზე სტუდიაში მოიწვიეს სალომე მაჭავარიანი, მედინა ოზლამი მამედოვა, ელენე სავანელი და მარიამ ქობალია. IBSU NEWS აუდიტორიას თეკლა გვარამიამ გააცნო.
IBSU-ს რადიოს ეთერში ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს საინტერესო ეთერი ჰქონდათ. თეკლა გვარამიას სტუმარი იყო ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი მარიამ გოგოსაშვილი. გვანცა გოგიაშვილმა QARTLI.GE-ს მთავარ რედაქტორთან ერთად ევროპის დღის და სტალინის კულტის შესახებ ისაუბრა. მარიამ ლეთოდიანმა, IBSU-ს რადიოს სტუდიაში, სტუდენტური კლუბის Lingo Quest-ის პრეზიდენტი ანა მარკოიძე მოიწვია. ანა მაზიაშვილს, სტუდენტების საზაფხულო დასაქმებაზე ისაუბრა. ამ რუბრიკაში თამარ ჩხიკვაძემ გერმანიაში მიღებულ გამოცდილებაზე ისაუბრა. IBSU NEWS-ში სალმოე კევლიშვილმა მსმენელებს ახალი ამბები გააცნო. ეთერის რეჟისორი კი ანა ჩალაშვილი იყო.