შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი
ფოტო რეპორტაჟი
შობა-ახალი წელი IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გადაიღეს და 2024 წლის დასაწყისი ფოტოებში ასახეს. ავტორები: მარიამ ეგაძე, სოფო ლოლაძე, ლუკა შველიძე, ეთა სულუხია, მარიამ მხეიძე, ანა მაზიაშვილი, გვანცა ლაცაბიძე ახალი წელი, თბილისი ახალი წელი, ხონი ახალი წელი, თბილისი ახალი წელი, თბილისი ახალი წელი, ლაგოდეხი ახალი წელი, ლაგოდეხი ახალი წელი, თბილისი ახალი წელი, თბილისი ახალი წელი, სენაკი
IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის მეორეკურსელები ყოველდღიურობაზე კონცენტრირდნენ და “ქუჩის ფოტოგრაფიის” წესების დაცვით იმუშავეს. ამ მიდგომით, სტუდენტები სხვადასხვა უნარებს ანვითარებენ, იქნება ეს ფოკუსი, კადრის კომპოზიცია, დისტანცია, ბალანსი, დაკვირვება, ცნობისმოყვარეობა თუ კომუნიკაცია. ფოტოს ავტორი: სოფო ლოლაძე ფოტოს ავტორი: ანკა ლეჟავა ფოტოს ავტორი: ანა მაზიაშვილი ფოტოს ავტორი: ლუკა შველიძე ფოტოს ავტორი: თიკა ჭუმბურიძე ფოტოს ავტორი: მარიამ ეგაძე ფოტოს ავტორი: ლუკა ამბალია ფოტოს ავტორი: გიორგი ერაძე ფოტოს ავტორი: მარიამ კიპაროიძე
ბათუმში დასვენების შემდეგ საზაფხულო მოგზაურობას ევროპაში, კერძოდ , საბერძნეთის ერთ-ერთ ულამაზეს და ისტორიულ ქალაქ სალონიკში ვაგრძელებ. თვითმფრინავის დაშვების მომენტიდან ყველაფერს დეტალურად ვაკვირდები და ვათვალიერებ – ადამიანებს, აქიტექტურას, ღირსშესანიშნაობებს, ქუჩებს, სამზარეულოს… ემოციები ფოტოებში გადამაქვს. მომწონს სალონიკური ცხოვრების რიტმი – რუტინული, სამსახურის შემდეგ ოჯახებთან ერთად ზღვის სანაპიროებზე მოწყობილი ბარბექიუები, ერთმანეთის პატივისცემა და სტუმართმოყვარე დამოკიდებულებაში გამოხატული. მომწონს და გიზიარებთ. თეთრი კოშკი სალონიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არქიტექტურული ძეგლია. დღეს აქ ბიზანტიის მუზეუმია განთავსებული. თავდაპირველად კოშკი თურქების მიერ აშენდა, როგორც თავდაცვითი ნაგებობა. 1912 წლის რეკონსტრუქციის შემდეგ კი საბერძნეთის მფლობელობაში გადავიდა და ქალაქის სიმბოლო გახდა. სალონიკელები თვლიან, რომ თუ ქალაქიდან ტურისტი ისე წავა, რომ ეს თაღი არ ნახა, ესე იგი, საბერძნეთის მთელი სიდიადე ვერ შეუგრძვნია. საუკუნეების წინ, სწორედ ამ თაღის ქვემოთ გადიოდა გზა, ეგნატია, რომელიც რომში მიდიოდა. შეიძლება ითქვას, რომ გიორგიოს ზოგოლოპულოსის ქოლგები ანტიკური სალონიკის იმ იშვიათობას წარმოადგენს, როდესაც თანამედროვე არტმა ტურისტების ძალიან დიდი ნაკადის მიზიდვა შეძლო. ეგეოსის ზღვის ნაპირზე, ცაში აზიდული ქოლგები, ნებისმიერ ტურისტს მონუსხულს დატოვებს. ალონიკი განიხილება არა მხოლოდ ჩრდილოეთ საბერძნეთის კულტურულ და გასართობ დედაქალაქად, არამედ მთლიანად ქვეყნის კულტურულ დედაქალაქად. ქალაქის მთავარი თეატრებია: ეროვნული თეატრი, სამეფო თეატრი, მონი-ლაზარისტონი, დედამიწის თეატრი და ტყის თეატრი, ყველა მთგანი იმყოფება ჩრდილოეთ საბერძნეთის ეროვნული თეატრის დაქვემდებარებაში, რომელიც დაარსდა 1961 წელს. ქალაქში დაახლოებით 150 ქანდაკება ან ბიუსტია. ყველაზე ცნობილია ალექსანდრე მაკედონელის ძეგლი, რომელიც აღმართეს 1973 წელს და შექმნილია მოქანდაკე ევანგელოს მუსტაკასის მიერ. სალონიკი, საბერძნეთი სალონიკი, საბერძნეთი სალონიკი, საბერძნეთი სალონიკი, საბერძნეთი ქვიშიანი სანაპირო ძირითადად საღამოს საათებში ივსება ხალხით, რომლებიც მზის ჩასვლის შემდეგაც რჩებიან და ოჯახურ გარემოში ატარებენ მშვიდ საღამოს. სალონიკი, საბერძნეთი ზღვა მშვიდია სარკესავით ჩანს ყველაფერი რაც უფრო სასიამოვნოს ხდის ლაჟვარდის ფერ სანაპიროზე ყოფნას. სალონიკი, საბერძნეთი სალონიკი, საბერძნეთი სალონიკი, საბერძნეთი სალონიკი, საბერძნეთი სალონიკი საბერძნეთი სალონიკი, საბერძნეთი სალონიკი, საბერძნეთი სალონიკი, საბერძნეთი სალონიკი,საბერძნეთი საეკლესიო დღესასწაული, სალონიკის ერთ-ერთ სოფელში, სადაც გაიმართა კულტულური ხასიათის ღონისძიება რასაც თან ერთვოდა ეროვნული ტკბილეულისა და მწვადის მომზადება გაყიდვა საიდანაც შემოსული თანხა მოხმარდება სოფლის განვითარებას. სალონიკი, საბერძნეთი სალონიკი, საბერძნეთი სალონიკი, საბერძნეთი სალონიკი, საბერძნეთი სალონიკი, საბერძნეთი მასალის ავტორი: დავით მათიაშვილი IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი
ადგილი რომელსაც მე ვეწვიე არის ჯუთა, სოფელი საქართველოში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, რომელიც კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთაზე მდებარეობს, მდინარე სნოს წყლის ხეობაში. ზღვის დონიდან 2200 მეტრზე. ყოველთვის მინდოდა სალაშქროდ წავსულიყავი საქართველოს ლამაზ მთებში და ეს დღეც ამ ზაფხულს დადგა, როდესაც მე და ჩემი მეგობრები გავუდექით გზას ჭაუხის ტბისკენ. თავგადასავალი საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა. თბილისიდან ტრანსპორტმა იმ გზის შესახვებთან მიგვიყვანა, სადაც სოფელ ჯუთაში ასასვლელი იწყება. გადავწყვიტეთ ავტოსტოპით გაგვეგრძელებინა გზა. საბედნიეროდ გაგვიმართლა და კეთილსინდისიერმა ადამიანებმა გაგვიყოლეს. მძღოლები ადგილობრივები ივნენ, ჯუთაზე ბევრ ინფორმაციას გვაწვდიდნენ და რჩევებსაც არ იშურებდნენ. დაახლოებით 10 კილომეტრის გავლის შემდეგ, ჯუთაში ჩავედით და ქალისგან რადიკალურად განსხვავებულ სამყაროში აღმოვჩნდით. გზად ულამაზესი ხედები და მთის პეიზჟები იშლებოდა, ჰაერი კი სუფთა და სასიამოვნო იყო. ჯუთიდან ჭაუხის ტბამდე დაახლოებით 7 კილომეტრია, სადაც მხოლოდ საფეხმალო გზა მიდის. სიარული ცოტათი რთული და დამღლელია… გზად, პატარა მდინარე და ვიწრო ბილიკები გავიარეთ. გზად, მრავლად შეინიშნებოდნენ ტურისტები შინაურ ცხოველებთან ერთად. ბოლო გაჩერება ჭაუხის ტბა იყო, სადაც კარვებით დავბინავდით. ტბაზე დღისით ცხელოდა, თუმცა საღამოს ამინდი საკმაოდ ცვალებადი და ცივი იყო. და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მთელი ეს გზა ღირდა იმ სილამაზის სანახავად, რაც ვიხილეთ. მარი გულორდავას ფოტორეპორტაჟი მარი გულორდავას ფოტორეპორტაჟი მარი გულორდავას ფოტორეპორტაჟი მასალის ავტორი: მარი გულორდავა IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი
IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი ელენე სავანელი გიზირებთ ფოტოებს ზუგდიდის დადიანების სასახლიდან, რომელიც 1921 წელს დაფუძნდა. სამუზეუმო კომპლექსი შედგება სამეგრელოს დედოფლის ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანისა და თავად ნიკო დადიანის სასახლეებისაგან, კარის ეკლესიისა და დადიანების მიერ გაშენებული ბოტანიკური ბაღისაგან. მთავარმა დავით დადიანმა სასახლეში ჯერ კიდევ 1850-იან წლებში გახსნა მუზეუმი, სადაც განთავსებული იყო ანტიკურ ქალაქ არქეოპოლისის (ნოქალაქევი) არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი უნიკალური ნუმიზმატიკური მასალა, შუასაუკუნეების ევროპული საბრძოლო აღჭურვილობა,ეთნოგრაფიული და სახვითი ხელოვნების ნიმუშების დადიანებისეული კოლექცია. ამჟამად, მუზეუმში დაცულია 44 400-ზე მეტი ექსპონატი, რომელთა შორისაა ძველის წელთაღრიცხვის პირველი საუკუნის თუ ახალი წელთაღრიცხვის საუკუნის ოქრომჭედლობის ნიმუშები, (ხატები და საეკლესიო დანიშნულების სხვა ნივთები, ნატიფი ხელოვნების მაგალითები. მუზეუმში მრავლადაა საფრანგეთის, განსაკუთრებით კი ნაპოლეონ ბონაპარტეს სახელთან დაკავშირებული ნივთები, რომლებიც სასახლეში აღმოჩნდა დავით დადიანის სიძის – აშილ მიურატის მეოხებით. სასახლეში ინახება XV-XIX საუკუნეების ხელნაწერი წიგნები და სიგელ-გუჯრები, ნაპოლეონ ბონაპარტესა (6000 ტომი) და დადიანების ბიბლიოთეკა. ზუგდიდის დადიანების სასახლეში ინახება ევროპისა და აზიის საბრძოლო იარაღების ნიმუშები. ზუგდიდის დადიანების სასახლე ცნობილია თავისი მდიდარი ფოტოფონდით, სადაც 5000 ფოტო ინახება. ზუგდიდის დადიანების სასახლე XIX საუკუნეში აშენდა. მანამდე ის სამეგრელოს მთავრის დავითის დის, პუპის სასახლე იყო. ისტორიიდან ცნობილია, რომ ზუგდიდი ლევან II დადიანის დროს იქცა სამეგრელოს მთავართა რეზიდენციად . მასალის ავტორი: ელენე სავანელი IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი
გამარჯობა, მადლობა ყველას, ვინც ჩემს ბლოგს კითხულობთ! Labas, Ačiū visiems, kurie skaito mano tinklaraštį! უკვე მეექვსე თვეა, რაც ლიეტუვაში ვარ, ქალაქ შიაულიაიში. ამ ბლოგში მოგიყვებით, ქართველებთან ერთად გატარებულ მნიშვნელოვან მომენტებზე. სამ დღეზე უკვე გიამბეთ და ახლა გავაგრძელებ. დღე 4 – შიულიაის ახალგაზრდა ტექნიკოსთა ცენტრში. ეს ვიზიტი არანაკლებ საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის, ადამიანისთვის, რომელმაც მანქანების შესახებ ბევრი არაფერი (თითქმის საერთოდ არაფერი) იცოდა. ბევრ საინტერესო ამბავთან ერთად გავიგე, რომ ელექტრო მანქანამ, როგორც ეკოლოგიურად სუფთა ალტერნატივამ აიძულა გლობალური ლიდერები და ავტომწარმოებლები მიეღოთ ელექტრო მანქანები, როგორც ნახშირბადის გამონაბოლქვის შემცირების სტრატეგიის ნაწილი. მოსწავლეებმა თავად დაამზადეს საჰაერო ბალიშები და გააკეთეს სახალისო იმიტაციები. მოგვიანებით დავამზადეთ ბრელოკები, მოგონებებისთვის. ამავე დღეს ვესტუმრეთ ტურისტებისთვის ქალაქის ერთ-ერთ პოპულარულ ადგილს – ჯვრების ბორცვს (Hill Of Crosses). ადგილი დაფარულია ათასობით ჯვრით, არავინ იცის მათი ზუსტი რაოდენობა, რადგან ადამიანები დღემდე ტოვებენ ჯვრებს. ისტორია ასეთია: ლიტველებმა გორაზე ჯვრების დატოვება 1880-იანი წლებიდან დაიწყეს, რათა ეჩვენებინათ ერთგულება თავიანთი ქვეყნისადმი და სიამაყე თავიანთი რელიგიითა და მემკვიდრეობით. ეს ადგილი გახდა მშვიდობიანი წინააღმდეგობის სიმბოლო, მაგრამ საბჭოთა კავშირმა გორაკი დაინახა, როგორც მათი მმართველობის წინააღმდეგ რადიკალურად მტრობის სიმბოლო. ამ პერიოდში ჯვრები ხელისუფლებამ აიღო, მაგრამ ადგილობრივები მათ მუდმივად ანაცვლებდნენ. დღის ბოლოს, გადავწყვიტეთ არ გვესარგებლა ტრანსპორტით, ადგილი ეკოლოგიურად სუფთად დავტოვეთ და 12 კმ ფეხით ვიარეთ ქალაქის ცენტრამდე. დღე 5 – ვილნიუსის უნივერსიტეტის შიაულიაის აკადემიის STEAM ცენტრსა და ქალაქის მთავარ პარკში. ცენტრის ლაბორატორიაში, ხელმძღვანელთან, ბიოლოგთან ერთად, მოსწავლეებმა გაასუფთავეს წყალი და სპეციალური მოწყობილობით გაზომეს მისი ვარგისიანობა. ჰქონდათ ლექცია თემაზე: როგორ დგინდება ვარგისია თუ არა წყალი სასმელად. მომდევნო აქტივობა ქალაქის მთავარ პარკში იყო დაგეგმილი. მოსწავლეები დაიყვნენ ჯგუფებად და მიეცათ დავალება: თავიანთი სურვილითა და თავისუფალი არჩევანით უნდა შეეგროვებინათ ნივთები; ფოთლები, ყვავილები, გირჩები, ტოტები, არ ჰქონდა მნიშვნელობა, ყველაფერი, რაც მათთვის საინტერესო, უცნაური ან ესთეტიკური იქნებოდა და დანიშნულების ადგილზე მისვლისას უნდა მოემზადებინათ აქტივობა, რომელიც მოიცავს ნივთების ხელით დამზადების უნარს (Handmade Craft). მათ მიერ მომზადებულ ნივთს კი აუცილებლად უნდა ჰქონოდა ეკოლოგიური ახსნა. თითოეული ჯგუფის ნამუშევრის ფოტოებს შემოგთავაზებთ და თავად იხილავთ, მაგრამ მეც უნდა ვთქვა, რომ საკმაოდ ორიგინალური, სასიამოვნოდ აღსანიშნი ფანტაზიის უნარითა და საქმისადმი სერიოზული დამოკიდებულებით აღსავსე დღე გამოვიდა. დღე 6 – ვილნიუსის უნივერსიტეტის შიაულიაის აკადემიის ბოტანიკური ბაღი, ულამაზესი ადგილი. თუ ამ ქალაქში მოხვდებით, ეს ერთ-ერთ იმ ადგილთაგანია, რომელიც სტუმრობას ნამდვილად იმსახურებს. კოლექცია შეიცავს დაახლ. 4400 მცენარეულ სახეობას. ბაღი ემსახურება როგორც სასწავლო და კვლევის ბაზას უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, ასევე შესანიშნავი ადგილია ბავშვებისთვის სათამაშოდ და მედიტაციისთვის. ამ დღეს გავიგეთ თუ რას ნიშნავს მცენარეთა ტაქსონომია, მებაღეობა, ბიომრავალფეროვნების ინვენტარიზაცია, კონსერვაციის ბიოლოგია, აღდგენის ეკოლოგია და კიდევ რამდენიმე ძირითადი ტერმინი და ელემენტი წარმატებული რესტავრაციის მისაღწევად, რომელთა სახელებიც ნამდვილად აღარ მახსოვს 🙂 თუმცა ერთი რამ ზუსტად დავიმახსოვრე, რომ ბოტანიკურ ბაღებს ნამდვილად შეუძლიათ აღადგინონ მრავალფეროვანი და ეკოლოგიურად მდგრადი ადგილები; თავიდან აიცილონ საფრთხეები და ხარვეზები, რომლებიც დაკავშირებულია არასათანადო მცენარეების არასწორ გარემოში მოყვანასთან. დღე 7 – ლიეტუვის ეროვნული დღე – კულტურული გაცვლა ჩემი აზრით, ყველაზე დასამახსოვრებელი პირველი მომენტებია, როდესაც აშკარად ხედავ უცხო ქვეყნის ტრადიციების განსხვავებას და ყველაფერს უკლებლივ ადარებ შენს ქვეყანასთან. სწორედ ამიტომ, მოვაწყვეთ ლიეტუვური საღამო: ეროვნული ცეკვით, სიმღერით, კერძებით. ერთად ვცადეთ გვესწავლა ცეკვის ილეთები და გვემღერა მათ ენაზე. ვერაფერს ვიტყვი, გარდა იმისა, რომ ეს გამოცდილება არავინ უნდა დაკარგოს ცხოვრებაში. დღე 8 – და ჩვენი ქართული ეროვნული საღამო – კულტურული გაცვლა ვფიქრობ, რომ განსაკუთრებული მოჭარბებით ვგრძნობ სიამაყეს მაშინ, როცა ჩემს ქვეყანას აფასებენ; როცა მეკითხებიან საიდან ვარ და პასუხის დაბრუნებიდან ერთ წამში ვკითხულობ სიამოვნების განცდას მათ სახეზე. არ დაგიმალავთ, ამ დღის განსაკუთრებული მოლოდინი მქონდა. ვაჩვენეთ ჩვენი სუფრა, ქართული ტრადიციული ცეკვა, სიმღერა და ქართველი მოსწავლეების მიერ მომზადებული ვიდეოები ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან. ბოლოს, ყველამ ერთად შევავსეთ ქვიზი თუ რა ვიცით და რა არ ვიცით საქართველოს შესახებ. ახალგაზრდებმა მასპინძლებს საქართველოდან ჩამოტანილი სუვენირები აჩუქეს მასპინძლებს, ქართული დროშის, ქართველი მოცეკვავეების (…) გამოსახულებებით. დღის ბოლოს ჩავწერე რადიო გადაცემა როგორც ქართველ, ისე ლიეტუველ სტუდენტებთან პროგრამის ფარგლებში მიღებულ გამოცდილებასთან დაკავშირებით. გთავაზობთ ერთ-ერთ დასამახსოვრებელ პასუხს, რომელიც მოვისმინე: “ძალიან საინტერესოა, როცა ისმენ თუ როგორ და რას ფიქრობს სხვა ქვეყნის წარმომადგენელი, როგორია მისი აღქმები გლობალურ პრობლემებთან დაკავშირებით. სხვა ადგილია, სხვა ხალხი, სხვა დამოკიდებულებები, ბევრი შეგვიძლია ვისწავლოთ”. გაბრიელიუს ჟუკას – ლიეტუვიდან და ანდრია კელეხსაევი – საქართველოდან, საუბრობენ ერასმუს+ პროგრამის ფარგლებში მიღებულ ცოდნაზე, გამოცდილებასა და კულტურული თავისებურებების გაცვლის მნიშვნელობაზე ამ ორ ქვეყანას შორის. გაბრიელიუს ჟუკას ანდრია კელეხსაევი დღე 9 Viskas baigiasi, bet prisiminimai išlieka amžinai. Things end but memories last forever. რაღაცები მთავრდება, მაგრამ მოგონებები სამუდამოდ რჩება. ამავე თემაზე: ნინი შაორშაძე: მე და ევროპა – საქართველო ლიეტუვაში
ამბობენ, წელიწადის დროებსაც აქვთ სიკვდილის და დაბადების პერიოდი. ზამთარი-სიკვდილია,ზაფხული დაბადება. დედამიწაზე დაბადება მწვანე ფერით იწყება, ბათუმის ფერიც და ჩემი ზაფხულიც მწვანეა. 2023 წლის ივლისის, განსაკუთრებით ხალხმრავალი და ხმაურიანია ბათუმში. ზღვა, ბულვარი, ბაღები ისეთივე მიმზიდველია, როგორიც ყოველთვის. ზღვის ქალაქში, მასთან ახლოს გაშენებლი ბოტანიკური ბაღი ვნახე, სადაც სხვასასხვა ჯიშის ხე-მცენარეებია თავმოყრილი და მე, ვერაფერს ვიტყვი გარდა ერთი სიტყვისა – საოცარია. ესთეტიური გარემოს გარდა ჩემი ყურადღება იქ მყოფმა აზიელმა თუ ევროპელმა დამსვენებლებმა მიიქციეს, რომლებიც უფრო მეტნი იყვნენ, ვიდრე ქართველები. ბათუმში მაცხოვრებლების თქმით, მათი მრავალრიცხოვნობა რუსეთ-უკრაინის ომმა გამოიწვია. საქართველოს მზე და ზაფხული კი ინახავს მათ ოჯახებს და ათბობს ყველას, ვინც ცივ ზაფხულს გამოექცა. ჩემი ქვეყნის ზაფხული თბილია, აქ დავიბადეთ. რაც შეეხება ბათუმის ბოტანიკურ ბაღს, იგი 100 წელზე მეტი ხნისაა და მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესია – 111 ჰექტარზეა გაშლილი. ბათუმის ბოტანიკურ ბაღს მსოფლიოში ანალოგი არ მოეძებნება იმ თვალსაზრისით, რომ აქ თანაარსებობენ სრულიად განსხვავებული კლიმატური და ლანდშაფტური ზონებიდან აღებული მცენარეთა სახეობები. ამ ბაღში აბაღში, ერთნაირად ხარობს კანარის ფინიკის პალმა თუ იაპონური საკურა. ბაღს აქვს მდიდარი ბიბლიოთეკა და 48 000 ფურცელზე მეტი ჰერბარიუმი. ბოტანიკური ბაღი, ბათუმის ცენტრიდან 9 კილომეტრში მდებარეობს, მდინარე ჩაქვისწყლის შესართავსა და მწვანე კონცხს შორის. ბაღს სანაპირო ზოლის დაახლოებით 1 კილომეტრის სიგრძის მონაკვეთი უკავია და ზღვის დონიდან 220 მეტრის სიმაღლეზე ვრცელდება. ოდესღაც ეს ტერიტორია კოლხური ტიპის ტყეს ეკავა, რომლის ზედა იარუსში წიფელი, წაბლი, ცაცხვი ჭარბობდა, ხოლო ქვეტყეში – წყავი, შქერი. 2037 მერქნიანი მცენარიდან 104 კავკასიური წარმოშობისაა, 1504 შემოტანილია. მცენარეები წარმოშობის ადგილის მიხედვით 9 ფიტო-გეოგრაფიულ განყოფილებაშია თავმოყრილი: ავსტრალიის, ახალი ზელანდიის, აღმოსავლეთ აზიის, ჰიმალაის, ჩრდილოეთ ამერიკის, მექსიკის, სამხრეთ ამერიკის, ხმელთაშუა ზღვის და კავკასიის ტენიანი სუბტროპიკების განყოფილებებში. მასალის ავტორი: მარიამ კიპაროიძე IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი
ბათუმი ჩემი საყვარელი ქალაქია და წელს იმითაა გამორჩეული, რომ გაცილებით ნაკლები საქართველოს მოქალაქე ისვენებს ზაფხულში, ვიდრე ტურისტები რუსეთი ფედერაციიდან თუ იძულებით გადაადგილებული პირები უკრაინიდან. ფასები დიდად არ განსხვავდება შარშანდელი ზაფხულის სეზონიდან – არაფერია იაფი, თუმცა განმასხვავებელი აქაც სწორედ ისაა, რომ ტაქსის მძღოლებით დაწყებული და კაფე-რესტორნებით დასრულებული, ძალიან ბევრ ადგილზე ყველაფერს რუსულად გთავაზობენ. ბათუმის სანაპიროზე, ე.წ. “სიმინდის გამყიდველების” უმეტესობაც რუსები არიან. ბათუმში ერთადერთი რაც უცვლელია, ეს არის მზის ჩასვლა სანაპიროზე, “ალისა და ნინოს” მოძრავი ქანდაკება და ულამაზესი ხედები სიმაღლიდან. დავით მათიაშვილის ზაფხული საღამოს ბათუმიდან. დავით მათიაშვილის ზაფხული საღამოს ბათუმიდან. დავით მათიაშვილის ზაფხული საღამოს ბათუმიდან. დავით მათიაშვილის ზაფხული საღამოს ბათუმიდან. დავით მათიაშვილის ზაფხული საღამოს ბათუმიდან. დავით მათიაშვილის ზაფხული საღამოს ბათუმიდან. ვიდეო: “ალი და ნინო”-ს მოძრავი ქანდაკება ბათუმში ეს სკულპტურული კომპოზიცია ბათუმის ბულვარში მდებარეობს და საქართველოს შავიზღვისპირეთის ღირსშესანიშნაობაა. რვა მეტრი სიმაღლის ქალისა და კაცის, „ჰაეროვანი“ გამჭვირვალე ლითონისგან დამზადებული ფიგურები, ნელ-ნელა მოძრაობენ ერთმანეთის შესახვედრად, თანდათანობით კი ერთ მთლიანობად იქცევიან. ეს პროცესი რამდენიმე წუთში ერთხელ მეორდება. ქანდაკება ქართველი მხატვრისა და მოქანდაკის თამარ კვესიტაძის საავტორო ნამუშევარია. ძეგლი ცნობილი აზერბაიჯანელი მწერლის ყურბან საიდის რომან “ალი და ნინოს” სახელს ატარებს. „ალი და ნინო“ – ს ქანდაკება 2010 წელს შეიქმნა და იგი სიყვარულის სიმბოლოდ ითვლება. მასალის ავტორი: დავით მათიაშვილი IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი
შიაულიაი, ვილნიუსიდან 215 კილომეტრში მდებარეობს. მას “მზის ქალაქის” სახელით იცნობენ, რასაც 1236 წელს “მზის ომში” გამარჯვებას უკავშირებენ. კიდევ ერთი მიზეზი რის გამოც შიაულიაის “მზის ქალაქს” ეძახიან ისაა, რომ ამ ქალაქს მრავალფერვანი კულტურა აქვს. ქალაქის კულტურული ღირსშესანიშნაობებიდან აღსანიშნავია შიაულიაის ეროვნული დრამის თეატი, უნიკალური მუზეუმები. მათ შორის – ფოტოგრაფიის, რადიოსა და ტელევიზიის, ველოსიპედების და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, კატებისაც კი. შიაულიაიის ერთ-ერთი სიმბოლო “მზის ბიჭუნას ქანდაკებაა, რომლის დანახვისას თბილისში, თავისუფლების მოედანზე განთავსებული წმინდა გიორგის მონუმენტი გამახსენდა. ეს ქალაქი ცნობილია ევროპის ერთ-ერთი უძველესი საცალფეხო ბულვარით, სადაც ტურისტებს შეუძლიათ იპოვონ როგორც ისტორიული მემკვიდრეობის, ასევე თანამედროვე ქუჩის ხელოვნების კომბინაცია. შიაულიაი მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით მეოთხე ქალაქია ჩრდილოეთ ლიეტუვაში. მასალის ავტორი: ნინი შაორშაძე IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი
IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი გიორგი ერაძე ზაფხულის შთაბეჭდილებებს ბუდაპეშტიდან გვიზიარებს. მისთვის ევროპა სილაღესთან, სიმშვიდესთან და სილამაზესთან ასოცირდება, სადაც ერთმანეთთან ჰარმონიულადაა შერწყმული ძველი და ახალი არქიტექტურა. ბუდაპეშტში, პარლამენტის შენობა მთავარი ღირსშესანიშნაობაა. ნეოგოტიკური სტილის ნაგებობა ფუფუნებითა და პომპეზურობით გამოირჩევა, რომლის ასაგებად 40 მილიონი აგური და 40 კილოგრამი ოქრო დასჭირდათ. პარლამენტის მშენებლობა მე-20 საუკუნის დასაწყისში, 1904 წელს დასრულდა და მისმა მთავარმა არქიტექტორმა დასრულებული სახით თავისი შექმნილი ქმნილება ვერც კი ნახა, რადგან დაბრმავდა. ბუდაპეშტში დაახლებით 1 მილიონ 800 ათასი ადამიანი ცხოვრობს. ბუდაპეშტი – უნგრეთის დედაქალაქი, 1873 წელს პეშტის, ბუდასა და ობუდას გაერთიანების შედეგად შეიქმნა. ბუდა სახლს, დასახლებას ნიშნავს, პეშტი კი – ღუმელს, კერიას. ბუდაპეშტში ჰავა ზომიერია, ზამთარი ხანმოკლე და თბილი, ზაფხული კი ცხელი. ქალაქში მოედინება მდინარე დუნაი. გიორგი ერაძე: “ამ ზაფხულმა დამარწმუნა რომ ოცნებები ნამდვილად ხდება და მიზნის მიღწევისთვის ბრძოლა ყველა კარგი ბრძოლაა”. გიორგი ერაძემ, ბუდაპეშტში ყოფნისას, თავისი ოცნება აისრულა და გერმანული ჯგუფის “Rammstein”-ის კონცერტს დაესწრო. მასალის ავტორი: გიორგი ერაძე IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი