შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი

ონლაინ გაზეთი

Page: 2

6 დეკემბერს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში PR დეპარტამენტის ორგანიზებით ტელე და რადიო წამყვანმა ჯოზეფ ალექსანდერ სმიტმა საჯარო ლექცია ჩაატარა თემაზე „ურბანული აქტივიზმი“. ლექციის დასაწყისში მოწვეულმა სტუმარმა კარლ მარქსსა და მის იდეებზე ისაუბრა. „მარქსი იტყოდა რომ ქალაქი არის ჭარბი პროდუქციის გეოგრაფიული და სოციალური კონცენტრაციის ადგილი“. მან გამოყო ზოგადად ურბანიზაციის, კაპიტალიზმის პირობებში არსებული ორი სახე: ქალაქის გაფართოება […]

7 დეკემბერს, შავი ზღვის საერთაშორისო უმნივერსიტეტში პირველადი და გადაუდებელი დახმარების სამედიცინო ტრენინგი ჩატარდა, რომელსაც რეანიმატოლოგ-ანესთეზიოლოგი, არჩილ მარშანია უძღვებოდა. შეხვედრის პირველ ნაწილში, სტუმარმა ადამიანის სამ მთავარ სასიცოცხლო ორგანოზე ისაუბრა. ესენია: გული,ფილტვი და თავის ტვინი. ამასთან, ტრენინგის ნაწილი დაეთმო უშუალოდ პრაქტიკას, რომელშიც სტუდენტები აქტიურად იყვნენ ჩართულნი. “მსგავსი პროექტები ხშირად უნდა ჩატარდეს არა მხოლოდ უნივერსიტეტში,არამედ მის გარეთაც,რადგან პირველადი […]

„გათხოვებიდან ორი წლის შემდეგ დაიწყო ძალადობა ჩემმა მეუღლემ.  ის ბავშვების თანდასწრებით  მაყენებდა  ფიზიკურ  შეურაცხყოფას და ამას  პრობლემად ვერ აღიქვამდა,“  – გვიყვება ა.გ., რომელიც 17 წლის ასაკში სიყვარულით გათხოვდა. ის ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ ოდესმე ძალადობის მსხვერპლი გახდებოდა. მისი თქმით, ქმარი, რომ მასზე ძალადობდა, ოჯახის წევრებმაც იცოდნენ და მეზობლებმაც, თუმცა „ოჯახის საქმეში“ არ ერეოდნენ.   ა.გ  კი იმდენად […]

  სიძველისგან ფერდაკარგული, დაობებული  მუყაოს კედლები, ტალახიანი „ბილიკები“ მწერები და ნესტის სუნი  ეს “ოცნების ქალაქია“, რომელიც გიგისთვის მართლაც  საოცნებო ადგილია.   “სამი დედმამიშვილი მყავს, ჩვენ საკუთარი ჭერიც კი არ გვქონდა, როცა გავიგეთ ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე უსახლკარო ოჯახები სახლდებოდნენ, დავიძარით საოცნებო ადგილისთვის, 20 კვ მეტრი ფართი ავიღეთ და ვცხოვრობთ, მართლია ეს არ არის ცხოვრება, მაგრამ […]

ენერგიული, სიცოცხლით სავსე, მონდომებული – ასე ახასიათებს საზოგადოება სტუდენტს. ადამიანს, რომელიც ცდილობს დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყებას, რომელსაც აქვს შესაძლებლობა უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად, იმუშავოს და საკუთარი შემოსავლები ჰქონდეს, თუმცა მათი დასაქმება, დღეს, პრობლემური თემაა, რადგან ხშირად სამსახურის და სასწავლებლის გრაფიკს ვერ უთავსებენ.   ამის მიუხედავად, არსებობენ დამსაქმებლები, რომლისთვისაც სტუდენტის დასაქმება პრიორიტეტულია.   ზურა ნანობაშვილი „ლოპოსიას“ მფლობელია, რომელიც […]

  არ დაბადებული გოგონების ხსოვნას „ძალიან ბედნიერები ვიყავით, ჩემი მეუღლე ასეთი ბედნიერი არასდროს მინახავს. ვერც კი ვიფიქრებდი, რომ ყველაფერი ასე შეიცვლებოდა. ჩვენი გოგონა რომ წამოიზარდა ისე ექცეოდა, ისე ზრდიდა როგორც ბიჭს, ბარბების მაგივრად მანქანებს ყიდულობდა, სახლში სულ ან ჭიდაობას ასწავლიდა ან ბურთით ათამაშებდა. მისი ოცნება იყო ბიჭი ჰყოლოდა და ამას უკვე ვეღარც მალავდა, თუმცა ვერასდროს […]

ადა 30 წლისაა, ეთნიკურად ბოშა და თბილისში ნივთებს ყიდის: სუნამოებს, ელექტრო სავარცხლებსა და თმის მოვლის საშუალებებს. თავიდან, როდესაც ვკითხრე დისკრიმინაციის შესახებ, მითხრა, რომ მას დისკრიმინაცია არ ეხება. თუმცა შემდეგ მითხრა, რომ ხშირად შეურაცხყოფას აყენებენ და სხვადასხვა ადგილიდან აძევებენ. ,,მათ ჩვენ ვძულვართ, იმიტომ, რომ ბოშები ვართ და ,,ციგნებს“ გვეძახიან. ჩვენ ასე ვშოულობთ ფულს და ყურადღებას არავინ […]

ძირში ტანსაცმელს ვალაგებ, მერე კარავს, საჭმელი და პირველადი მოხმარების ნივთები სულ ზემოთ უნდა იყოს, ქვესაგებს, საძილე ტომარას და გამოსაცვლელ ფეხსაცმელს ჩანთაზე ვამაგრებ. ივლისის მიწურულია, მოგზაურობა იწყება. მანქანაში უხერხული სიჩუმეა, თანამგზავრებიდან თეოს და ვანოს ვიცნობ, წელს თამთა შემოგვემატა, ასევე ადელკა და ევა, ჩეხეთიდან. პირველი გაჩერება ტბათანაა, სადამდეც მანქანით მივდივართ. მომდევნო დღეებში არც სამანქანე გზა იქნება და […]

„პირველად წამალი 16 წლის ასაკში გავსინჯე, მეგობრებთან ერთად, თავიდან უბრალო გასართობი გვეგონა, დარწმუნებულები ვიყავით, რომ არ ჩაგვითრევდა, თუმცა ხშირი მოხმარება, ჩვევაში გადავიდა.მოგვიანებით უფრო ძლიერი ნარკოტიებით დავინტერესდი და 18 წლის ასაკში ვენაში გავიკეთე. მომეწონა, მაგრამ ცოტა შევშინდი და ჩემს თავს პირობა მივეცი აღარ გავიკეთებდი. ცოტა ხნით მართლაც დავანებე თავი, თუმცა ოჯახური გაჭირვებისგან გასაქცევად ისევ დავუბრუნდი. მავიწყებდა […]


რადიო IBSU

რადიო IBSU

Current track
TITLE
ARTIST