შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი

ნინი შაორშაძე “შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის” ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტია. ნინი, თითქმის ერთი წელი გაცვლითი პროგრამით ლიეტუვაში იმყოფებოდა. ამ პერიოდში, IBSU-ს” მედია ცენტრი” აქვეყნებდა ნინის ბლოგებს “მე და ევროპა” და მკითხველს უზიარებდა მის შთაბეჭდილებებს ყოველდღიურ ცხოვრებასა თუ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაზე. განათლების მიღების პარალელურად, მან იმოგზაურა ლატვიაში, ესტონეთში, ფინეთში, საფრანგეთში და დღევანდელ ინტერვიუში საუბრობს, თუ როგორია […]

გიორგი (გივი) ტატულაშვილის მშობლიური სახლი, გორში, ეგნატე ნინოშვილის ქუჩაზე მდებარეობს, სადაც მოჭიქული კერამიკის ოსტატი ოჯახურ ტრადიციას აგრძელებს და მუნიციპალიტეტის დაფინანსებით, ცოდნას მომავალ თაობებს უსასყიდლოდ უზიარებს. გარდა იმისა რომ თიხისგან დამზადებული პროდუქტი ეკოლოგიურად სუფთაა, როგორც ოსტატი ამბობს, შექმნის პროცესიც არანაკლებად ჯანსაღი და სასარგებლოა. „კარგი იქნება, თუ თიხასთან მუშაობის, როგორც არტ-თერაპიის პოპულარიზაცია მოხდება“ – ამბობს გივი ტატულაშვილი. […]

შობა-ახალი წელი IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გადაიღეს და 2024 წლის დასაწყისი ფოტოებში ასახეს. ავტორები: მარიამ ეგაძე, სოფო ლოლაძე, ლუკა შველიძე, ეთა სულუხია, მარიამ მხეიძე, ანა მაზიაშვილი, გვანცა ლაცაბიძე ახალი წელი, თბილისი ახალი წელი, ხონი ახალი წელი, თბილისი ახალი წელი, თბილისი ახალი წელი, ლაგოდეხი ახალი წელი, ლაგოდეხი ახალი წელი, თბილისი ახალი წელი, […]

დაკა ბერძენიშვილი: “დიდი სურვილი მქონდა ჩემს ეზოში ისეთი რაღაც გამეკეთებინა, რაც საშუალებას მომცემდა ქალაქი საბოლოოდ დამეტოვებინა და სოფელში დავრჩენილიყავი. ამიტომ,პროგრამა “აწარმოე საქართველოში”  განაცხადი შევიტანე და მოვიგე კიდეც. ასე დაიწყო ჩირებისა და ჩემი თანამშრომლობა”. – დაკა, როგორ დაიწყო თქვენი გურული თავგადასავალი? – თავიდან, არც მქონდა გააზრებული რას ვაკეთებდი, არ ვიცოდი რა იყო ბიზნესი და როგორ კეთდებოდა […]

“შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის” სტუდენტმა ლუკა ამბალიამ ინტერვიუ ჩაწერა საერთაშორისო პროექტის IDEA-ს და IBSU-ს ორმაგი დიპლომის პროგრამის ხელმძღვანელთან მარინა რაზმაძესთან.  – რას გვთავაზობს IBSU-ს ორმაგი დიპლომის ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა “მენეჯმენტი და კომპიუტერული მეცნიერება” (Management with Computer Science)? – პროგრამა სასწავლო კურიკულუმის სახით გვთავაზობს სრულიად ახალ, საერთაშორისო გამოცდილებაზე აგებულ სასწავლო გეგმას, რომელიც ოთხ პარტნიორ უნივერსიტეტთან არის […]

IBSU-ს ციფრული მედიისა და კომუნიკაციის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელმა დალი ოსეფაშვილმა გაიმარჯვა ნომინაციაში 2023 წელს „სამეცნიერო აქტივობებში წლის ყველაზე პროდუქტიული აფილირებული პროფესორი“. მისი ხელმძღვანელობით, მიმდინარე წელს, ზემოთაღნიშნული სამაგისტრო პროგრამა Thomson Reuters-ისა და BBC-ის ერთობლივ პროგრამაში ჩაერთო, რომლის მიზანი მაგისტრანტებისთვის ხარისხიან ინტერნეტმედიაში ანაზღაურებადი სტაჟირების, ხოლო პროფესორებისთვის – ტრენინგების შეთავაზება იქნება. IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტმა ანა მაზიაშვილმა […]

IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტის ლუკა ამბალიას ინტერვიუს გმირია ნინო თათარაშვილი. ამ ვიდეოში თქვენ გაიცნობთ ხელოვანს, ვისთვისაც თავისუფლება შემოქმედებაში ყოფნაა, შექმნა მასისგან გამორჩეული პერსონაჟები – “ტიპჩიკები” და აქვს დიდი ოცნება. ნინო თათარაშვილის პორტრეტი 

IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები მობილური ტელეფონებით ახალი ამბების გაშუქებას პრაქტიკული დავალებების შესრულებისას სწავლობენ. ამჯერად, ისინი, IBSU-ს ამერიკათმცოდნეობის ყოველწლიურ საერთაშორისო კვლევით კონფერენციას ესწრებიან, რომელიც აშშ-ს ელჩმა საქართველოში რობინ დანიგანმა გახსნა. კონფერენცია სოციალურ, ჰუმანიტარულ და განათლების მეცნიერებათა სკოლის ორგანიზებითა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან თანამშრომლობით წელს მეთოთხმეტედ გაიმართა.

ქეთი ფანქველაშვილი IBSU-ს ეკონომიკის (ინგლისურენოვანი) პროგრამის მესამე კურსის სტუდენტი და სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტია. იგი ფიქრობს, რომ 2023 წელი, უნივერსიტეტისთვის წარმატებული იყო და იმ ღონისძიებებზე საუბრობს რაც დეკემბრის ბოლომდეა დაგეგმილი. მასთან ინტერვიუ ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტმა ეთა სულუხიამ ჩაწერა.  – მეც ისეთივე სტუდენტი ვარ როგორც ყველა, მაგრამ, ალბათ, უფრო მეტი მოვალეობები მაკისრია ვიდრე ჩვეულებრივ სტუდენტს. ჩემი […]

საქართველომ დამოუკიდებლობის მოპოვებისთანავე გააკეთა სტრატეგიული არჩევანი და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ქვეყნის განვითარების უპირობო მიმართულებად დაისახა. ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა მეოთხედ საუკუნეზე მეტს ითვლის და დღეს, ჩვენ უფრო ახლოს ვართ ერთმანეთთან, ვიდრე ოდესმე. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი გახსნილი გზაა, რომ “შინ ევროპაში” გაწევრიანებისთვის აქტიურად ვიმუშაოთ.  ისეთ დროში გვიწევს ცხოვრება, როცა ცალკეულ ქვეყნებს არ შესწევთ ძალა […]


რადიო IBSU

Free Shoutcast HostingRadio Stream Hosting