შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი
ცეკვა “ქართული” არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რომლის უნიკალურობა აღიარებულია “იუნესკოს” მიერ. თუ რატომ გახდა ცეკვა “ქართული” ძეგლის სტატუსის მატარებელი, ამის შესახებ მინი ფილმი გადაიღეს IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის მეოთხეკურსელებმა “მედია ცენტრის” დირექტორის ეკა ფირცხალავას ხელმძღვანელობით. ცეკვა “ქართული”- IBSU-ს “მედია ცენტრის” პროექტი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე მასალაზე მუშაობდნენ: ლიკა ბახუტაშვილი, ანო ტვილდიანი, სალომე კაიშაური, მარიამ მერლანი […]
IBSU-ს “მედია ცენტრში” ახალი და მნიშვნელოვანი თემატიკის გადაცემების მომზადებაში არა მხოლოდ ჟურნალისტიკის პროგრამის სტუდენტები მონაწილეობენ. 2023 წლის 25 მაისს, IBSU რადიოში მარიამ გარაყანიძის, ანა ქარელისა და გიორგი მძინარაშვილის დებიუტი შედგა. “შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის” საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის სტუდენტებმა დაიწყეს რადიო გადაცემათა ციკლი “კავკასია” და პირველ თემად კონფლიქტები აირჩიეს.
IBSU რადიოში, პირდაპირ ეთერში მაუწყებლობა მარტიდან დაიწყო და მას შემდეგ “შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის” სტუდენტებმა საინტერესო რუბრიკები შესთავაზეს აუდიტორიას. მსმენელებს აქტუალური თემა შესთავაზა ანა ჩალაშვილმა რუბრიკაში “პროფესია”. მსოფლიოში ერთ-ერთ მოთხოვნად მიმართულებაზე – კომპიუტერულ მეცნიერებაზე ისაუბრეს ტყუპმა დებმა, IBSU-ს სტუდენტებმა ანი და ნინი მერაბიშვილებმა. IBSUNEWS-ის ახალი ამბები აუდიტორიას თეკლა გვარამიას გააცნო. ეთერის რეჟისორი იყო ანა მაზიაშვილი, […]
IBSU რადიოში “შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის” სტუდენტური კლუბების გაცნობა გრძელდება. ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტის მარიამ ლეთოდიანის სტუმრები იყვნენ თეატრის, დრამისა და მუსიკალური პერფორმანსის კლუბის წარმომადგენლები, რომლებმაც შთამბეჭდავად ისაუბრეს სამომავლო გეგმებსა და იდეებზე. კლუბის პრეზიდემტი არტ არაქელიანი კლუბის ვიცე-პრეზიდენტი თათია უმეკაშვილი IBSU NEWS კი აუდიტორიას სალომე კევლიშვილმა გააცნო
გარემოს დაცვა და მყარი ნარჩენების დანაწევრება-ჩაბარების კულტურა, 21-ე საუკუნის გამოწვევაა. ამ მნიშვნელოვან თემაზე სასაუბროდ IBSU-ს მეცია ცენტრს “ტენეს” გენერალური მენეჯერი ირაკლი ბურჭულაძე ესტუმრა. ამჟერად,”სატელევიზიო ჟურნალის” წამყვანი იყო ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის მეორეკურსელი ეთა სულუხია. ასევე, “სატელევიზიო ჟურნალის” მორიგ გამოშვებაზე მუშაობენ ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები გვანცა გოგიაშვილი, ანა ჩალაშვილი, ანასტასია გურაშვილი. სტუდენტებმა ამ გადაცემისთვის საინტერესო გარემოსდაცვითი ექსპერიმენტიც […]
IBSU-ს მედია ცენტრში ვიდეო წარმოების შესახებ ტრენინგებიც ციკლი დაიწყო, რომლის პირველი ეტაპი სატელევიზიო მონტაჟია. ამ მიმართულებით, განსაკუთრებით, ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის პირველკურსელები დაინტერესდნენ. ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტმა ლუკა ამბალიამ თავისი ცოდნა და გამოცდილება გაუზიარე ამავე პროგრამის პირველკურსელებს თეკლა გვარამიას, სალომე კევლიშვილს, მარიამ ლეთოდიანს, ელენე სავანელსა და თამარ როსტიაშვილს.
ანა ჩალაშვილი IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის მესამეკურსელია. მას შეუძლია მოამზადოს როგორც სტუდიური გადაცემები და ვიდეო რეპორტაჟები, ასევე იყოს IBSU რადიოს წამყვანი და პირდაპირი ეთერის რეჟისორი, ჩაწეროს საინტერესო ინტერვიუები და გადაიღოს ემოციური ფოტოები. ანა ჩალაშვილი, თავად არის იმის მაგალითი, რომ თანამედროვე მედია წარმოუდგენელია მულტიფუნქციური უნარების მქონე ჟურნალისტის გარეშე, ვისთვისაც ღირებულებები მნიშვნელოვანია. იგი IBSU რადიოს ამოქმედებისთანავე ჩაერთო […]
თეკლა გვარამია IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის პირველკურსელია. რადიოს პირდაპირი მაუწყებლობის დაწყებისთანავე თეკლა ამზადებს საინფორმაციო გამოშვებებს. მან ისწავლა ახალი ამბების მოძიება და წერა რადიოს საინფორმაციო გამოშვებისთვის. იმუშავა ინფორმაციის სტრუქტურის შექმნაზე და საინტერესო რესპონდენტების მოძიება-ჩაწერაზე. მისთვის IBSU-ს მედია ცენტრში პრაქტიკის გავლა მნიშვნელოვანი გამოცდილებაა.
IBSU-ს რადიოში ჟურნალისტიკის სააკალავრო პროგრამის მეორეკურსელმა გიორგი ერაძემ დაიწყო რუბრიკა სახელწოდებით “სტუდენტობა”. მისი გადაცემის პირველი თემა იყო – რა სურთ სტუდენტებს თანამედროვე ეპოქაში. IBSU რადიოს წამყვანმა, ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის მესამეკურსელმა ანა მაზიაშვილმა, თავისი მოსაზრებები გაუზიარა რუბრიკის ავტორს თანამედროვე სტუდენტობის შესახებ.
“შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის” რადიოში აქტუალური თემების განხილვა დაიწყო, რომელთა შორისაა გენდერული თანასწორობა. ამ საკითხზე სასაუბროდ, პირდაპირ ეთერში სხვადასხვა თაობის ადამიანები მსჯელობდნენ. თემაზე – “გენდერული თანასწორობა და სტერეოტიპები ქორწინებაზე” თავისი მოსაზრებები აუდიტორიას გაუზიარეს როგორც სტუდენტებმა, ასევე ლექტორმა. გადაცემის სტუმარი – IBSU-ს მოწვეული ლექტორი ქეთევან გოდერძიშვილი გადაცემის სტუმრები: IBSU-ს სტუდენტები შოთა დიასამიძე და ალექსანდრე ღიბრაძე. გადაცემის […]