შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი

IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი გიორგი ერაძე ზაფხულის შთაბეჭდილებებს ბუდაპეშტიდან გვიზიარებს. მისთვის ევროპა სილაღესთან, სიმშვიდესთან და სილამაზესთან ასოცირდება, სადაც ერთმანეთთან ჰარმონიულადაა შერწყმული ძველი და ახალი არქიტექტურა.  ბუდაპეშტში, პარლამენტის შენობა მთავარი ღირსშესანიშნაობაა. ნეოგოტიკური სტილის ნაგებობა ფუფუნებითა და პომპეზურობით გამოირჩევა, რომლის ასაგებად 40 მილიონი აგური და 40 კილოგრამი ოქრო დასჭირდათ. პარლამენტის მშენებლობა მე-20 საუკუნის დასაწყისში, 1904 წელს […]

გამარჯობა, მადლობა ყველას, ვინც ჩემს ბლოგს კითხულობთ! Labas, Ačiū visiems, kurie skaito mano tinklaraštį! უკვე მეექვსე თვეა, რაც ლიეტუვაში ვარ, ქალაქ შიაულიაიში. ამ ბლოგში მოგიყვებით, ქართველებთან ერთად გატარებულ მნიშვნელოვან მომენტებზე.  ერასმუს+ პროგრამის ფარგლებში 12-მა ქართველმა მოსწავლემ 9 დღე გაატარა ჩემს მასპინძელ ორგანიზაციაში –  Šiaulių Didždvario gimnazija. დარწმუნებით ვიტყვი, რომ საკმაოდ ინტენსიური კვირის განმავლობაში მიიღეს როგორც […]

IBSU-ს მედია ცენტრი სტუდენტებთან ერთად საზაფხულო მოგზაურობას იწყებს. რუბრიკაში “ზაფხული” IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები გაგიზიარებენ ფოტორეპორტაჟებს როგორც საქართველოდან, ასევე უცხოეთიდან. მარი მხეიძე კვიპროსზე პირველად იმყოფება და მოგვაწოდა ფოტოები ულამაზესი კლდეებით და ლაჟვარდოვანი ფერებით, პატარა, მყუდრო ქალაქ აია ნაპადან, სადაც წყალი საოცრად სუფთაა, სანაპირო უფასო და ხალხი ფრიად კომუნიკაბელური. მარიამ მხეიძის ფოტო მარიამ მხეიძის ფოტო მარიამ […]

IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტმა თეკლა გვარამიამ “შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის” უცხოელი სტუდენტები ჩაწერა და მათი აზრი მოისმინა იმისა შესახებ, თუ რას ფიქრობენ საქართველოში ცხოვრებასა და სწავლაზე.        კარიშმა კრიშნა ფიჯის კუნძულებიდანაა და IBSU-ში ბიზნესის სკოლის მენეჯმენტის პროგრამაზე სწავლობს. თეკლა გვარამიასთან მან ისაუბრა თუ რა მოსწონს საქართველოში ყველაზე მეტად.   კარიშმა კრიშნა: მე […]

IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი მარიამ ქობალია გაცვლითი პროგრამით ესტონეთში, ტარტუს უნივერსიტეტში იმყოფებოდა. IBSU-ს მედია ცენტრის მხარდაჭერით მარიამმა დაიწყო პოდკასტების სერიის მომზადება “მე და ევროპა”, რომლის საშუალებითაც დაწვრილებით მოგიყვებათ მისი თავგადასავლის შესახებ ევროპაში. მარიამი დარწმუნებულია, რომ განათლების და მოგზაურობის მოყვარულები, ბევრ საინტერესო ინფორმაციას მიიღებენ მისი პოდკასტებიდან. მარიამ ქობალია – მე და ევროპა მასალის ავტორი: მარიამ […]

მასალა მომზადებულია საგან „სოციალური საკითხების გაშუქების“ ფარგლებში სოფელ სნოს მკვიდრი მოქანდაკე მერაბ ფირანიშვილი ამავე სოფელში ღია ცის ქვეშ აღმოცენებული მუზეუმის ავტორი და დამფუძნებელია. მუზეუმის ქანდაკებები მდინარე არაგვის ნაპირებიდან ამოტანილი ლოდებისგან არის გამოკვეთილი. ლოდების წონა ათულობით ტონაა, ფირანიშვილი მათ საკუთარი ფინანასური რესურსებით ეზიდება და შემდეგ აქანდაკებს. იხილეთ ვიდეო მასალის ავტორი: ლუკა ამბალია  IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის […]

ცარიელი საკლასო ოთახი. მხოლოდ 1 მოსწავლე კლასში. სნოს სკოლის მოსწავლე ბარბარე ვარძუკიშვილი ერთადერთი მეექვსე კლასელია. მიუხედავად ამისა, ბარბარე აქტიურადაა ჩართული სასკოლო აქტივობებში და ცდილობს თავისი ნამუშევრებით სასწავლო პროცესი სხვა ბავშვებს გაუმარტივოს. იხილეთ, IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტების მიერ მომზადებული მასალა სნოს სკოლის ერთადერთი მეექვსეკლასელი  

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამის მესამე კურსის სტუდენტებმა შემაჯამებელ საინფორმაციო გამოშვებაზე, IBSU NEWS-ზე იმუშავეს საგნის „სატელევიზიო ახალი ამბები“ ფარგლებში. გამოშვებაში გაეცნობით მიმდინარე კვირის მნიშვნელოვან ახალ ამბებს: რა ეტაპზეა საქართველო ევროკავშირის 12 პუნქტიანი გეგმის შესრულების გზაზე,  ლაზარე გრიგორიადისის საქმის მორიგ სასამართლო განხილვა,  რას ფიქრობენ დარგის სპეციალისტები კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით, რამდენად რეალურია შავი ზღვის […]

რადიო IBSU კვლავ პირდაპირ ეთერშია და ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები აქტუალურ თემებს აშუქებენ. IBSU NEWS მსმენელებს სალომე კევლიშვილმა გააცნო. რუბრიკა ”სტუდენტობა” გიორგი ერაძემ წარადგინა საკითხზე – “მოლოდონები და რეალობა სტუდენტობაზე”. გადაცემის წამყვანი ანა მაზიაშვილი იყო.  ეთერის რეჟისორი კი მარი ლეთოდიანი იყო.

გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება “აი, ფაქტის” დამფუძნებელი ნინო ბაქრაძე IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს შეხვდა. ნინო ბაქრაძემ თავისი ჟურნალისტური ცხოვრების და მენეჯერული კარიერის შესახებ სტუდენტებს გამოცდილება გაუზიარა. ნინო ბაქრაძემ ნათია შენგელიასთან ერთად მონაწილეობა მიიღო რადიო გადაცემაში “საუბრები ჟურნალისტიკაზე”.


რადიო IBSU

Free Shoutcast HostingRadio Stream Hosting