შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი

ცვლილებები სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვეული წვევამდელებისთვის

09/02/2024

საქართველოში, მალე წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევა დაიწყება. 18-დან 27 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე, რომელიც იმყოფება ან ვალდებულია იმყოფებოდეს სამხედრო აღრიცხვაზე და არა აქვს სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან გათავისუფლების ან გაწვევის გადავადების უფლება ექვემდებარება სამხედრო ვალდებულების მოხდას. თავდაცვის ახალი კოდექსის მიხედვით, სასულიერო პირებს ალტერნატიული შრომის შესახებ საქართველოს კანონის მიღების შემდეგ სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადება აღარ შეეძლებათ.  

2023 წლის ნოემბრის ბოლოს, პარლამენტმა თავდაცვის კოდექსში ცვლილებებს მხარი მესამე მოსმენით დაუჭირა, ცვლილებები მიზნად ისახავს სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადების წესების გამკაცრებას, რომელიც ორ საკითხს გულისხმობს – სტუდენტებისთვის სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადებას და ალტერნატიული შრომით სამსახურს.  

სამხედროი სამსახურის გადავადებას ვერ შეძლებენ სტუდენტები, რომლებიც სრულად დისტანციურ რეჟიმში სწავლობენ. ასევე, ცვლილებები ეხებათ მათაც, ვინც განათლების მისაღებად უცხო ქვეყნის უმაღლეს სასწავლებელში ჩააბარა, მაგრამ არ მიემგზავრება და სწავლას დისტანციურ რეჟიმში ახორციელებს. 

ახალი კოდექსის თანახმად სტუდენტებს შეეძლებათ მხოლოდ მათი სურვილის თანახმად, არდადეგების პერიოდში ან უქმე დღეების ხარჯზე გაიარონ სამხედრო სამსახური და ჩაეთვლებათ მოხდილად თუ მომდევნო 4 წლის განმავლობაში ზაფხულში 1 თვით იმსახურებენ სავალდებულო სამხედრო სამსახურში ან გაივლიან 2-წლიან უმცროს ოფიცერთა მომზადების პროგრამას ისე, რომ განათლების მიღებაში ხელი არ შეეშლებათ. მათ სწავლის დასრულების შემთხვევაში მიენიჭებათ ლეიტენანტის სამხედრო წოდება. ან ჩაირიცხებიან უკვე მოქმედ ანაზღაურებად ტერიტორიულ რეზერვში და იმსახურებენ 4 წლის განმავლობაში წელიწადში 45 დღე, რომლის სამი წლის ამოწურვის შემდგომ, წვევამდელთა ეროვნული სამსახური მოხდილად ჩაეთვლებათ 

რაც შეეხებ არაამხედრ, ალტერნატიუ შრომით სასახურს, ვლლებების თანახმად, ოქალაქეს უფლბა აქვს ლტერნატიუ შრომ სასახუში გაწვევზე უარი თქმის შესახ გადაწყეტილება 15 კალენდაური დღის ადაში აასაჩივოს, მაგრამ აღსანიშნავია ფაქტ რომ გასაჩივრება არ წყეტს მის მოქმედებას.

2023 წლის მონაცემებით სავალდებულო სამხედრო სამსახურს, მღვდელმსახურების ან სასულიერო სემინარიაში სწავლის საფუძველზე მყოფმა 37 030-მა პირმა აარიდა. უფრო კონკრეტულად, სტატისტიკის მიხედვით, იმ შემთხვევებს შორის, როდესაც ჯარში გაწვევა მღვდელმსახურების ან სასულიერო სემინარიაში სწავლის საფუძველზე გადავადდა, რომელთა შორის 221  მართლმადიდებელი იყო, 155 მუსლიმი, 330 იეჰოვას მოწმე, 36 324 – „გირჩი“ „ბიბლიური თავისუფლებიდან”.

კოდექსში ცვლილებების თანახმად, სასულიერო პირებს ალტერნატიული შრომის შესახებ საქართველოს კანონის მიღების შემდეგ სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადება აღარ შეეძლებათ.  სასულიერო პირებს მოუწევთ გაიარონ 12 თვიანი არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახური. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ცვლილება არ შეეხებათ მართმადიდებელ ეკლესიაში მსახურ სასულიერო პირებს. 

პოლიტიკურმა პარტია “გირჩმა” 2017 წლის გაზაფხულზე რელიგიური ორგანიზაცია დააფუძნა, სახელწოდებით “საქართველოს ქრისტიანული, ევანგელისტური, პროტესტანტული ეკლესია – ბიბლიური თავისუფლება”. ორგანიზაცია წვევამდელებს სასულიერო პირებად აკურთხებს და შესაბამის ცნობებსაც გასცემს.

პარტია “ გირჩი” წლებია, სავალდებულო სამხედრო სამსახურს აკრიტიკებს, პარტიის ლიდერები ყოველთვის ამბობენ , რომ ზოგადად სამსახურის და მათ შორის სამხედრო საქმის დავალდებულება ადამიანებისთვის არ შეიძლება.  

ვახტანგ მეგრელიშვილი სავალდებულო სამხედრო სამსახურზე

“ბიბლიური თავისუფლების” ერთ-ერთი მღვდელთმსახური ამბობს, რომ ის უკვე წლებია ე.წ. მამაოს მოწმობით თავს არიდებს სავალდებულო სამხედრო სამსახურს. მან უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ გადაწყვიტა გამხდარიყო მღვდელთმსახური და ის დრო რაც ჯარში უნდა გაეტარებინა საკუთარ პროფესიას დაუთმო. 

 “ჯარში ბევრი ფუნდამეტური პროლემაა და არაინფორმირებულ ადამიანებს უნდა გავაგებინოთ თუ რა პრობლემები დგას სამხედრო სამსახურში. ამჟამად, კონსესუსი არ გვაქვს იმის შესახებ თუ როგორ შეიარაღებულ ჯარს ვაშენებთ და რა ფუნქია-ვალდებულებები აქვთ. თავდაცვა ისეთი სფეროა როცა რამეს განსაზღვრავ, წლების შემდეგ უნდა გამოიღოს შედეგი, თუმცა ამდენი კანონისა და მინისტრის ცვლილებით საბოლოო ნორმალურ შედეგს ვერ ვდებთ რადგან თავდაყირა დგება კოდექსები” – ამბობს სამოქალაქო-სამხედრო-ურთიერთობების ცენტრის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი ლექვინაძე. 

მასალის ავტორი: დავით მათიაშვილი

IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი 


რადიო IBSU

Free Shoutcast HostingRadio Stream Hosting