შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი

გულჟან ბოტანოვა: “მინდა არქიტექტორი გავხდე, მიზნის მისაღწევად კი ბევრი შრომაა საჭირო”.

05/02/2024

გულჟან ბოტანოვა, სტუდენტი ყაზახეთიდან, “შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში”  სწავლის დროს გაცვლითი პროგრამით ქალაქ  ჟეშოვის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში არქიტექტურის ფაკულტეტზე აღმოჩნდა. გულჟანი სამ თვეზე მეტია პოლონეთში იმყოფება და სულ ცოტა ხანში IBSU-ში დაბრუნდება, რადგან გაცვლითი პროგრამა ექვსთვიანია. 

– რომელი გაცვლითი პროგრამით წახვედით და რა ეტაპები გაიარეთ წასვლამდე?

– საზღვარგარეთ, Erasmus+ -ის გაცვლითი პროგრამით წავედი სასწავლებლად. მეორე კურსიდან ვოცნებობდი და ეს ოცნება მეოთხე კურსზე ავისრულე და წამოვედი სასწავლებლად ერთი სემესტრით პოლონეთში. Erasmus + ის პროგრამამ ყველა ხარჯი დამიფინანსა, რაც აქ სწავლის პერიოდში მქონდა და მაქვს.

– როგორი იყო თქვენი პირველი ემოციები ახალ ქვეყანასა და უნივერსიტეტში?

– ჩემი პირველი ემოციები ძალიან დიდი იყო. პირველად ვიყავი ევროპაში სასწავლებად , ვგრძნობდი, რომ ატმოსფერო განსხვავებული იყო. მე, შევხვდი ახალ ადამიანებს, მათ ვინც ჩემსავით გაცვლით პროგრამაში მონაწილეობდნენ.

ქალაქი, სადაც მე ვარ პატარა და მომხიბვლელია. უნივერსიტეტს რაც შეეხება, საკმაოდ დიდი უნივერსიტეტია, აქვს უამრავი კამპუსი A-დან W-მდე და 10-ზე მეტი ნომრით. ჩემი ლექციები ძირითადად P არქიტექტურულ ბლოკში ტარდება.

– გქონდათ თუ არა კულტურული შოკი?

– დიახ, აქ მოსვლის პირველივე დღიდან მქონდა კულტურული შოკი. თავიდან საკმაოდ გამიჭირდა. გარდა ამისა, მე ავირჩიე მეცხოვრა ბინაში და არა საერთო საცხოვრებელში, როგორც ამას ერასმუსის სტუდენტების უმეტესობა აკეთებს. ჩემი ოთახის მეზობლები ყაზახი გოგოები არიან,  ისინი ჟეშოვში ჩამოსვლამდე გავიცანი. მე, მოვედი სექტემბრის ბოლოს და სხვა გოგოები ხუთი დღის შემდეგ ჩამოვიდნენ.

ბინაში მისვლის პირველი დღე შაბათ საღამოს დაემთხვა. მაღაზიები და საკვების ბაზრებიც კი დაკეტილი იყო. კვირას, ძლივს ვიპოვე პატარა ბაზარი. პოლონელები ცივად მხვდებობდნენ და უნდოდათ მეც პოლონურად მესაუბრა. ასე რომ, პირველი თვე არც ისე ადვილი აღმოჩნდა, თუმცა ყველაფერმა ჩაიარა.  გარდა ამისა, პოლონელების უმეტესობას არ შეუძლია ან ერიდება ინგლისურად ლაპარაკის.  ვფიქრობ, რომ აქ დიდხანს დარჩენას გეგმავთ, უმჯობესი იქნება პოლონური ენა ისწავლო.

– რით განსხვავდებაშავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი” იმ უნივერსიტეტისგან, რომელშიც ახლა იმყოფებით?

-ჟეშოვის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისგან განსხვავებულია. იგი  დიდია და მსოფლიო უნივერსიტეტებს შორის საკმაოდ პოპულარული და მოთხოვნადია. აქ ლექტორებიც მომთხოვნი არიან. მე, “შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის” შუალედური და ფინალური გამოცდები უფრო მომწონს და სტუდენტებიც უფრო მეგობრულნი არიან.

– არის თუ არა სხვადასხვა საუნივერსიტეტო აქტივობები და კლუბები რომლებშიც პოლონეთში მონაწილეობთ?

– თავიდან, გაცვლითი პროგრამით ჩასული სტუდენტებისთვის რამდენიმე ღონისძიება გაიმართა და ყველა მათგანს დავესწარი. ტარდება კონკურსები და კლუბები არქიტექტორებისთვის, თუმცა ეს უფრო ადგილობრივი სტუდენტებისთვისაა. Erasmus+ -ის გაცვლითი პროგრამის მონაწილე სტუდენტებისთვის იგეგმება სამოგზაურო ტური პოლონეთის სხვადასხვა ქალაქებში და  ყოველ კვირა კულტურული ღონისძიებები იმართება.

– თქვენი სამომავლო გეგმებზეც, რომ გვიამბოთ…

– ამჟამად მთავარი მიზანი  კარგი GPA-ით ბაკალავრიატის დასრულებაა და შემდეგ ევროპაში მსურს მაგისტრატურაზე სწავლის გაგრძელება. მინდა წარმატებული არქიტექტორი გავხდე.

– რას ურჩევდით სტუდენტებს, რომლებსაც სურთ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მიღება?

– ვურჩევდი, რომ ბევრი იშრომონ მიზნის მისაღწევად. როგორც ზემოთ ავხსენი, გაცვლითი პროგრამის სტუდენტები დაკავებულნი არიან სასწავლო მოგზაურობით, უნივერსიტეტის ღონისძიებებით, ახლა კი გამოცდებით. ბევრჯერ მინახავს ერასმუსის სტუდენტები ბიბლიოთეკაში, რადგან ისინი ძალიან შრომისმოყვარეები არიან.

 

მასალის ავტორი: ეთა სულუხია 

IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი 

მასალა მომზადდა საგნის “საუნივერსიტეტო მედიაპლატფორმის პრაქტიკუმი II”-ის ფარგლებში.

 

 

 

 

 

 


რადიო IBSU

Free Shoutcast HostingRadio Stream Hosting