შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი
ლიკა ასაშვილი: “გაცვლითმა პროგრამამ მომცა მოტივაცია დიდი ნაბიჯები გადავდგა”
05/02/2024
“შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის” სტუდენტი ლიკა ასაშვილი, ბილეტარული გაცვლითი პროგრამით პარიზში იმყოფებოდა. ვსაწვლოს ბიზნეს ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამაზე, მენეჯმენტის განხრით.
“ბავშვობიდან ვოცნებობდი საზღვარგარეთ სწავლაზე. კერძოდ კი ამერიკაში მინდოდა. ისე გამოვიდა, რომ არჩევანი სამ ქვეყანას შორის უნდა გამეკეთებინა: საფრანგეთი, პოლონეთი ან გერმანია. რაკი განათლების მაღალი დონე მინდოდა, მოვხვდი პარიზში International business school-ში. საფრანგეთში სწავლა დაფინანსდა უნივერსიტეტმა დამიფინანსა, დანარჩენი ჩემი ხარჯი იყო” – ამბობს 21 წლის ლიკა.
– რა გამოცდილებები მიიღე უცხო ქვეყანაში სწავლის პერიოდში და რა სირთულეებს გადააწყდი ?
– გამოცდილებას რაც შეეხება, ჩემს ფაკულტეტზე ყველა სტუდენტი სხვადასხვა ქვეყნიდან იყო რაკი საერთაშორისო ფაკულტეტზე ვიყავი. როდესაც უცხო ქვეყანაში სრულიად მარტო ჩადიხარ გიწევს დაივიწყო შენი ენა, ეროვნება და მთლიანად აეწყო იმ ქვეყნის ცხოვრებას რაც იქ გვხვდება. მეც, ჩავედი თუ არა, რომ ჩავედი მთლიანად ფრანგულ ცხოვრებაზე ავეწყვე. ვფიქრობ, როცა უცხო ქვეყანაში ჩადიხარ, უნდა იცოდე მისი კულტურა, იქ რა არის მისაღები და რა არა და ა.შ.
რაც შეეხება სირთულეებს ვაღიარებ, რომ ძალიან რთული იყო. პირველი ერთი კვირა აღფრთოვანება და ინტერესი იყო და შემდეგი ორი თვე ძირითადად ისეთი, უკან წამოსასვლელი ბილეთი რომ არ იყიდო.
ლიკა ასაშვილი: “ის კომფორტის ზონა რომელიც შენს ქვეყანაში გაქვს, შენი მეგობრებისა და საყვარელი ადამიანების გარემოცვაში, უცხო ქვეყანაში არ გაქვს. უცბად, ხვდები რომ იზრდები და ყველაფერს თვითონ აკეთებ. სწორედ ეს სირთულეები გაძლევს გამოცდილებას”.
– გაგიჭირდა ადაპტაცია?
– ადაპტაცია არ გამიჭირდა პირიქით ძალიან მომეწონა პარიზი და იქაური ცხოვრების რიტმი. უბრალოდ, ენის ბარიერი მქონდა, რომელიც მაბრკოლებდა კიდევ უფრო მეტად გამეთავისებინა ფრანგობა.
– გქონდა თუ არა შესაძლებლობა წარმოგეჩინა ქართული კულტურა უცხოელი სტუდენტებისთვის?
– რაც ჩავედი, სულ საქართველოზე ვლაპარაკობდი. ერთი საგანი მქონდა Managing cultural differences, სადაც განვიხილავდით და ერთმანეთს ვადარებდით სხვადასხვა ერებს. ამ საგნის მეშვეობით მთელ კლასს გავაცანი ჩვენი ქვეყანაც და წეს-ჩვეულებები. ხალხს ჩამოსვლაც კი მოვანდომე.
– რამდენამ კმაყოფილი ხარ ამ გადაწყვეტილებით, გაცვლით პროგრამაში მონაწილეობით და შენი აზრით რას მოგცემს ის სამომავლოდ?
– ჩემი აზრით ეს ნაბიჯი საუკეთესო გადაწყვეტილება იყო ჩემს ცხოვრებაში, რადგან პირველ რიგში, ეს ჩემი სამომავლო გეგმების დასაწყისი იყო. მაშინ როცა 20 წლის ასაკში სრულიად მარტომ ავიღე პასუხისმგებლობა ჩემს თავზე, წარმოვაჩინე, გამოვავლინე და დავიმკვიდრე თავი უცხო ქვეყანაში, სრულიად უცხო საზოგადოებაში, ამან მომცა მოტივაცია კიდევ უფრო დიდი ნაბიჯები გადავდგა და დიდი ამბიციები დავისახო.
– თუ ურჩევდი ბაკალავრის სტუდენტებს გაცვლით პროგრამებში მონაწილეობას და რატომ?
– ყველას ვურჩევ ნებისმიერ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობას, რადგან მათ ექნებათ შანსი პირველ რიგში სულიერად გაიზარდონ და ნახონ უამრავი რამ. აქამდე ვერც წარმომედგინა რომ ასეთი ლამაზი რაღაცები არსებობდა. ასევე, ეს არის შანსი შეიძინო უამრავი მეგობარი სხვადასხვა ქვეყნიდან, გასინჯო ტრადიციული საჭმელები, რომელიც ამ მოგზაურობის საუკეთესო ნაწილია და რაც მთავარია უკეთესად დაინახო თუ რა შეგიძლია სინამდვილეში და იმავდროულად, უკეთესად შეაფასო საკუთარი შესაძლებლობები.
– როგორ გაიგეთ გაცვლითი პროგრამის შესახებ და რა საფეხურები გაიარეთ?
– მე, ყოველთვის ვამოწმებდი ყველანაირ გაცვლით პროგრამას, მაგრამ რადგანაც კოვიდის პერიოდი დამემთხვა შეუძლებელი იყო რაიმეში მონაწილეობის მიღება. ასევე, IBSU-ს ერასმუს პროგრამები დიდად არ ჰქონდა დათუ ჰქონდა, არა ყველა პროგრამაზე. ჩემი სურვილი იმდენად დიდი იყო რომ საერთაშორისო ურთიერთობების ოფისში ხშირად შევდიოდი და ყოველთვის ვკითხულობდი გაცვლითი პროგრამების შესახებ. ხომ არ ჰქონდათ. ასევე ვამოწმებდი მათ საიტს და როცა დავინახე ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტების დედლაინები და გამოცხადებული პროგრამები, უბრალოდ შევავსე განაცხადი, დავწერე CV და სამოტივაციო, მოვიპოვე ორი სარეკომენდაციო წერილი და რა თქმა უნდა ნიშნების ფურცელი. ამის შემდეგ დამინიშნეს გასაუბრება ბატონ მელიქთან და რამდენიმე თვეში მეილით მივიღე ჩარიცხვის წერილი.
– რამდენად განსხვავდება განათლების დონე ევროპულ და ქართულ უნივერსიტეტში?
– განათლების დონე სრულიად განსხვავებულია. ძირითადად სულ ქეის სთადები მქონდა და ყოველ ლექციაზე პრეზენტაციები. ასევე, ჩემი ლექტორებიც სხვადასხვა ქვეყნიდან იყვნენ და ყველას სხვადასხვანაირი მიდგომა ჰქონდა, მაგრამ გამოცდები ძალიან მკაცრი იყო, რომელიც მინიმუმ ორი ქეის სთადისგან შედგებოდა და პასუხები აუცილებლად ვრცელი და კონკრეტული უნდა ყოფილიყო.
მასალის ავტორი: გიორგი ერაძე
IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი
მასალა მომზადდა საგნის “საუნივერსიტეტო მედიაპლატფორმის პრაქტიკუმი II”-ის ფარგლებში.