შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი

ორმაგი დიპლომის მოპოვების შანსი IBSU-ს სტუდენტებისთვის

24/01/2024

“შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის” სტუდენტმა ლუკა ამბალიამ ინტერვიუ ჩაწერა საერთაშორისო პროექტის IDEA-ს და IBSU-ს ორმაგი დიპლომის პროგრამის ხელმძღვანელთან მარინა რაზმაძესთან. 

– რას გვთავაზობს IBSU-ს ორმაგი დიპლომის ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა “მენეჯმენტი და კომპიუტერული მეცნიერება” (Management with Computer Science)?

– პროგრამა სასწავლო კურიკულუმის სახით გვთავაზობს სრულიად ახალ, საერთაშორისო გამოცდილებაზე აგებულ სასწავლო გეგმას, რომელიც ოთხ პარტნიორ უნივერსიტეტთან არის შეთანხმებული და დამტკიცებული. მენეჯმენტი და კომპიუტერული მენციერების პროგრამა სტუდენტებს საშუალებას აძლევს სწავლების მეორე სემესტრიდან შეარჩიონ შემოთავაზებული 5 კვალიფიკაციიდან მათთვის ყველაზე მეტად სასურველი კვალიფიკაცია და გაიარონ შესაბამისი სავალდებულო და არჩევითი საგნები.

– რა აქვს პროგრამას გამორჩეული და განსაკუთრებული?

– ორმაგი დიპლომის სამაგისტრო პროგრამა წარმოადგენს სრულიად ახალ პროდუქტს საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში, ვინაიდან იგი აერთიანებს ორ უმსხვილეს წამყვან მიმართულებას თანამედროვე სამყაროში, ბაზარსა და მარკეტზე – მენეჯმენტს და კომპიუტერულ მეცნიერებას. აღნიშნული ორმაგი დიპლომის პროგრამა შემუშავდა საერთშორისო პროექტის IDEA-ს ფარგლებში, რომელიც ბოლო სამი წლის განმავლობაში განხორციელდა. 2022 წლის დეკემბერის თვეში, პროგრამამ გაიარა აკრედიტაცია ASIIN გერმანული საერთაშორისო აკრედიტაციის სააგენტოს მიერ და მიენიჭა 7 წლიანი სრული აკრედიტაცია, ხოლო ამა წლის ივლისის თვეში, პროგრამამ მიიღო აღიარება საქართველოში ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისგან.

პროგრამა განსაკუთრებულია იმით, რომ მონაწილე ქვეყნები წარმოდგენილია კონსორციუმის სახით და პარტნირი ქვეყნები წარმოადგენენ უნივერსიტეტებს ევროპის, სამხრეთ კაკასიის და აზიის ქვეყნებიდან. აღნიშნული ალიანსი, ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტს (გერმანია) და 3 პარტნიორ უნივერსიტეტს შორის აზიისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებიდან საკმაოდ საინტერესო და მომხიბვლელია როგორც ცოდნის გაზიარების, ასევე ახალი იდეების გენერირების და განხორციელების კუთხით.

აღსანიშნავია ისიც, რომ სწავლის წარმატებით დამთავრების შემდგომ სტუდენტი ერთდროულად იღებს IBSU-ს და ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის მიერ გაცემულ საერთშორისოდ აღიარებულ ორ დიპლომს, შესაბამისი კვალიფიკაციებით.

– პროგრამის მიხედვით, სტუდენტი რამდენ სემესტრს ისწავლის საზღვარგარეთ?

– პროგრამაზე ყველა ჩარიცხული სტუდენტი პირველი სემესტრის განმავლობაში ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში ისწავლის, ხოლო მეორე და მესამე სემესტრებს თვითონ ირჩევს პარტნიორი უნივერსიტეტებიდან ერთ-ერთს აზიისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან. მეოთხე სემესტრში მშობლიურ უნივერსიტეტში, სამაგისტრო ნაშრომის დასაცავად ბრუნდება. აქვე აღსანიშნავია, რომ სამაგისტრო ნაშრომის ხელმძღვანელი, შესაძლებელია, ჰყავდეს ორი, ერთი მშობლიური უნივერსიტეტიდან და ასევე, რომელიმე პარტნიორი უნივერსიტეტის აფილირებული პროფესორი.

– არის თუ არა განსაზღვრული სტუდენტების კვოტა?

– აღნიშნულ პროგრამაზე, პირველ წელს საქართველოში (2023 წლის აგვისტოში) გამოვაცხადეთ 10 ვაკანტური ადგილი.სამომავლოდ ვგეგმავთ ამ რიცხვის საგრძნობლად გაზრდას.

– როგორც ვიცით, თქვენ IBSU-ს რექტორთან და სტუდენტებთან ერთად იმყოფებოდით გერმანიის ქალაქ ცვიკაუში ორმაგი დიპლომის სამაგისტრო პროგრამის „მენეჯმენტი და კომპიუტერული მეცნიერება“ ოფიციალურ გახსნის საზეიმო ცერემონიალზე რა იყო ვიზიტის მიზანი?

– ვიზიტის მიზანი იყო, ოფიციალურ გახსნის საზეიმო ცერემონიალზე დასწრება, ასევე დამსწრე სტუმრების წინაშე მისასალმებელი სიტყვით გამოსვლა და როგორც ქართველი, ასევე უცხოური სტუდენტებისთვის “შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის” შესახებ პრეზენტაციის წარდგენა. გარდა ამისა, ვიზიტი მიზნად ისახავდა მრგვალი მაგიდის ფორმატში მონაწილეობას და პარტნიორი ქვეყნების უნივერისიტეტების, პროექტის ხელმძღვანელების შეკრებას, მიმდინარე საკითხების განხილვას და სამომავლო გეგმების დასახვას.

– რა მთავარი აქცენტები დაისვა გერმანიაში შეხვედრისას?

– მრგავლი მაგიდის დისკუსიის ფორმატში აღინიშნა, რომ პროგრამა საკმაოდ მომხიბლველი და მოთხოვნადია. მხოლოდ წელს ყველა
პარტნიორი ქვეყნების გათვალისწინებით პროგრამაზე ჩაირიცხა 99 სტუდენტი, რაც საკმაოდ შთამბეჭდავი რიცხვია. შეხვედრის დროს ხაზგასმით აღინიშნა დაფინანსების წყაროების/ფონდების მოძიების საკითხები, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო გამოცდილებიდან გამომდინარე.

– მიმდინარე სემესტრში სულ რამდენმმა სტუდენმა ისარგებლმა აღნიშნული პროგრამით?

– მიმდინარე წელს, IBSU-ში, აღნიშნულ პროგრამაზე ჩაირიცხა 6 ქართველი სტუდენტი, ხოლო ყველა პარტნიორი ქვეყნის მონაცემებით,
პროგრამაზე ჯამში ჩაირიცხა 99 სტუდენტი.

– რამდენად კმაყოფილნი არიან ის სტუდენტები, რომლებიც უკვე სწავლობენ აღნიშნულ პროგრამაზე?

– ცვიკაუში ვიზიტის ფარგლებში, ჩვენ შევხვდით ქართველ სტუდენტებს. აღსანიშნავია, რომ ექვსივე სტუდენტი საკმაოდ მაღალი კვალიფიკაციისა და უნარების მქონე ახალგაზრდები არიან. გასაუბრებისას, სტუდენტების მიერ აღინიშნა, რომ ეს სემესტრი მათთვის საკმაოდ საინტერესო და ნაყოფიერია, ვინაიდან მრავალკულტურულ გარემოში ახალი ცოდნის შეძენა და საკუთარი გამოცდილების გაზიარება საკმაოდ საინტერესო პროცესი და დიდი ცხოვრებისეული გამოცდილებაა.

– იგეგმება თუ არა სხვა პარტნიორი ქვეყნების დამატება გაცვლითი პროგრამის მხრივ?

– ერთ წელიწადში იგეგმება ჩინეთის, კერძოდ ტონჯის უნივერისტეტის შემოერთება არსებულ კონსორციუმში.

 

ავტორი: ლუკა ამბალია 

IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი

მასალა მომზადდა საგნის “საუნივერსიტეტო მედიაპლატფორმის პრაქტიკუმი II”-ის ფარგლებში.


რადიო IBSU

Free Shoutcast HostingRadio Stream Hosting