შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი
გიორგი ერაძის ზაფხული ბუდაპეშტში (ფოტორეპორტაჟი)
18/07/2023
IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი გიორგი ერაძე ზაფხულის შთაბეჭდილებებს ბუდაპეშტიდან გვიზიარებს. მისთვის ევროპა სილაღესთან, სიმშვიდესთან და სილამაზესთან ასოცირდება, სადაც ერთმანეთთან ჰარმონიულადაა შერწყმული ძველი და ახალი არქიტექტურა.
ბუდაპეშტში, პარლამენტის შენობა მთავარი ღირსშესანიშნაობაა. ნეოგოტიკური სტილის ნაგებობა ფუფუნებითა და პომპეზურობით გამოირჩევა, რომლის ასაგებად 40 მილიონი აგური და 40 კილოგრამი ოქრო დასჭირდათ. პარლამენტის მშენებლობა მე-20 საუკუნის დასაწყისში, 1904 წელს დასრულდა და მისმა მთავარმა არქიტექტორმა დასრულებული სახით თავისი შექმნილი ქმნილება ვერც კი ნახა, რადგან დაბრმავდა.
ბუდაპეშტში დაახლებით 1 მილიონ 800 ათასი ადამიანი ცხოვრობს.
ბუდაპეშტი – უნგრეთის დედაქალაქი, 1873 წელს პეშტის, ბუდასა და ობუდას გაერთიანების შედეგად შეიქმნა. ბუდა სახლს, დასახლებას ნიშნავს, პეშტი კი – ღუმელს, კერიას. ბუდაპეშტში ჰავა ზომიერია, ზამთარი ხანმოკლე და თბილი, ზაფხული კი ცხელი.
ქალაქში მოედინება მდინარე დუნაი.
გიორგი ერაძე: “ამ ზაფხულმა დამარწმუნა რომ ოცნებები ნამდვილად ხდება და მიზნის მიღწევისთვის ბრძოლა ყველა კარგი ბრძოლაა”.
გიორგი ერაძემ, ბუდაპეშტში ყოფნისას, თავისი ოცნება აისრულა და გერმანული ჯგუფის “Rammstein”-ის კონცერტს დაესწრო.
მასალის ავტორი: გიორგი ერაძე
IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი