შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი

სატელევიზიო ახალი ამბების ფინალური გადაცემა

14/07/2023

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამის მესამე კურსის სტუდენტებმა შემაჯამებელ საინფორმაციო გამოშვებაზე, IBSU NEWS-ზე იმუშავეს საგნის „სატელევიზიო ახალი ამბები“ ფარგლებში.

გამოშვებაში გაეცნობით მიმდინარე კვირის მნიშვნელოვან ახალ ამბებს: რა ეტაპზეა საქართველო ევროკავშირის 12 პუნქტიანი გეგმის შესრულების გზაზე,  ლაზარე გრიგორიადისის საქმის მორიგ სასამართლო განხილვა,  რას ფიქრობენ დარგის სპეციალისტები კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით, რამდენად რეალურია შავი ზღვის აუზის დაბინძურების რისკები საქართველოს სანაპირო ზოლზე, უნდა აიკრძალოს თუ არა უცხოელი დონორებისთვის სუროგაცია საქართველოში,  რა საკანონმდებლო რეგულაციები არსებობს მომსახურების სფეროში დასაქმებულთა უფლებების დასაცავად, რა საფრთხეების წინაშე არიან ძალადობის მსხვერპლი ქალები მათზე ძალადობის მუხლით გასამართლებული პირების გირაოთი გამოშვების შემთხვევაში.

აქვე გაეცნობით სპორტის სიახლეებს: · როგორ მიმდინარეობს საქართველოს ისტორიაში პირველად 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი პერიოდი და რა მოლოდინი აქვს საქართველოს რაგბის ეროვნულ ნაკრებს, რომელიც მსოფლიო თასისთვის ემზადება.

გადაცემაზე მუშაობდნენ: ანა ჩალაშვილი, გვანცა გოგიაშვილი, დავით მათიაშვილი, მარიკა გულორდავა, ლანა ლობჯანიძე, ნანა მენთეშაშვილი, ანანო ბლიაძე, ნინო ყველაშვილი, ნათია შენგელია, ანა მაზიაშვილი, თამარ ჩხიკვაძე, მელანო ჭეიშვილი, ლიკა ვაჭრიძე, მარიამ კიპაროიძე, ქეთი მიქელაძე, გიორგი ჭარელიშვილი, რუსკა ყოჩაშვილი, ნინი კესარელი, ანი გოგოძე, ლუკა ხაჩიძე, ლიკა ჟორდანიძე, ბექა წიკლაური, ნოდარ ბროლაშვილი, ანი შურღაია

სატელევიზიო ახალი ამბების ფინალური გადაცემა

 


რადიო IBSU

Free Shoutcast HostingRadio Stream Hosting