შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი

სტუდენტური დასაქმება – მთავარი თემა IBSU რადიოში

15/06/2023

რადიო IBSU ”მედია ცენტრის” მხარდაჭერით ბევრი აქტუალური თემა შესთავაზა მსმენელს. 
 
ამჯერად, ანა ჩალაშვილმა, გვანცა გოგიაშვილმა და ანი მაზიაშვილმა რადიოში განსახლველ მთავარ საკითხად სტუდენტური დასაქმება განიხილეს.
დღევანდელი ეთერის მთავარი თემა სტუდენტური დასაქმება იყო და დღის სტუმარი lBSU-ს კარიერის დაგეგმვის სამსახურის უფროსი მაია სამქანაშვილი.
ამავე თემაზე ისაუბრეს სტუდენტებმა, ანასტასია გურაშვილმა და დავით მათიაშვილმა.
IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის მეორეკურსელმა ლუკა ამბალიამ მსმენელებს უამბო თუ როგორ გადაიღო ნოვრუზ ბაირამი, “მედია ცენტრის” პროექტის ფარგლებში არამატერიალური კულტურული ძეგლების შესახებ.
IBSU NEWS აუდიტორიას პირველკურსელმა ლიზა პაპასქუამ გააცნო, თანაკურსელ ნატა ჭიღლაძის თანამონაწილეობით.
ლიზა პაპასქუა აუდიტორიას ახალ ამბებს აცნობს.
IBSU რადიოს პირდაპირ ეთერში მოსმენა შესაძლებელია ვებგვერდზე media.ibsu.edu.ge

რადიო IBSU

Free Shoutcast HostingRadio Stream Hosting