შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი

პრესის საერთაშორისო დღე IBSU-ს მედია ცენტრში პირდაპირ ეთერში რადიოს მაუწყებლობით აღნიშნეს

15/06/2023

2023 წლის 3 მაისიდან IBSU-ს რადიო პირდაპირ ეთერში მაუწყებლობს. “მედია ცენტრის”
მხარდაჭერით, ახალ ამბებთან ერთად, აქტუალური და მრავალფეროვანი რუბრიკები LIVE-ში გადაიცემა.
3 მაისს, მთავარი თემა პრესის საერთაშორისო დღე იყო. სწორედ ამ საკითხზე, IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა გვანცა გოგიაშვილმა და ანა ჩალაშვილმა, ანი მაზიაშვილთან ერთად ეთერში რამდენიმე საინტერესო სტუმარი მოიწვიეს: ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის კოორდინატორი მაგდა მემანიშვილი და სამაგისტრო პროგრამის “ციფრული მედია და კომუნიკაციის” ხელმძღვანელი დალი ოსეფაშვილი.
IBSU-ს სტუდენტები სალომე კაიშაური და მართა ბეჭვაია პირდაპირი ეთერის სტუმრები იყვნენ.
IBSU News-ის წამყვანმა სალომე კევლიშვილმა, თანაკურსელ მარი ლეთოდიანთან ერთად რადიოს მსმენელებს უნივერსიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი მოვლენები გააცნო.
IBSU რადიო პირდაპირ ეთერში მაუწყებლობს ონლაინ, ვებგვერდზე Media@ibsu.edu.ge

რადიო IBSU

Free Shoutcast HostingRadio Stream Hosting