შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი
IBSU-ს სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი სტუმრად რადიოში
15/06/2023
“შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის” ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა, მედია ცენტრის მხარდაჭერით, რადიოში მორიგი საინფორმაციო გამოშვება მოამზადეს.
წამყვანებმა პირდაპირ ეთერში პირველი სტუმარი მიიწვიეს – IBSU-ს სტუდენტური თვითმმართველობის ახლადარჩეული პრეზიდენტი ქეთი ფანქველაშვილი.
გამოშვებაზე მუშაობდნენ: ლიზა პაპასქუა, თეკლა გვარამია, სალომე კევლიშვილი, ნატა ჭიღლაძე და მარი ლეთოდიანი.
მიუხედავად იმისა, რომ მესამეკურსელი ანა ჩალაშვილი თავს შეუძლოდ გრძნობდა, რადიოში მაინც მოვიდა და ანი მაზიაშვილთან ერთად IBSU NEWS პირდაპირ ეთერში გაიყვანა.