შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი

IBSU სატელევიზიო ჟურნალი N3

13/06/2023

“შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის” ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა იმუშავეს “სატელევიზიო ჟურნალზე”. გადაცემის თემა – Gen Z, იგივე თაობა Z, ანუ ადამიანები 18-დან 29 წლის ჩათვლით, რომლებმაც საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება მიიქციეს მარტის აქციების მიმდინარეობისას და მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს აქციის შედეგებში.

გადაცემაში გაეცნობით: Gen Z-ის ინტერესებსა და ღირებულებებს. გაიგებთ, თუ რა იყო მათი მთავარი მესიჯები აქციაზე, როგორ წარმოუდგენიათ საკუთარი როლი ქვეყნის განვითარების საქმეში. ასევე ნახავთ ინტერვიუს ფსიქოლოგ, იზა კობიაშვილთან, რომელიც გვიზიარებს Gen Z-თან მუშაობის გამოცდილებას. გადაცემაზე მუშაობდნენ: დავით მათიაშვილი, ანა ჩალაშვილი, გვანცა გოგიაშვილი, ლუკა ამბალია, ანა ძაბახიძე, ირინე ჯაფარიძე, ანანო ქრისტესიაშვილი.


რადიო IBSU

Free Shoutcast HostingRadio Stream Hosting