შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი
სალომე კევლიშვილის რეპორტაჟი IBSU-ს დასაქმების ფორუმიდან
07/06/2023
“შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის” ეზოში დილის 10 საათიდან დასაქმების სტუდენტური ფორუმი იმართება. ეზო სავსეა სტუდენტებით, სხვადასხვა კომპანიის თუ ორგანიზაციას წარმომადგენლებს გამოფენილი აქვთ თავიანთი ბანერები და აქტიურად ესაუბრებიან სტუდენტებს.
მაია სამქანაშვილი, IBSU-ს კარიერული დაგეგმვის სამსახურის უფროსი: “შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში” დასაქმების ფორუმი ყოველწლიურად იმართება სტუდენტებისთვის, რომელშიც მონაწილეობენ როგორ კერძო ისე საჯარო სტრუქტურის მიმართულების კომპანიები და ორგანიზაციები. ნებისმიერ სტუდენტს შეუძლია დასწრება. არ აქვს მნიშვნელობა პირველკურსელი იქნება თუ მეოთხე, რადგან აქ არის შემოთავაზებები, როგორც სპეციალობის, ასევე არასპეციალობის ნახევარგანაკვეთიან სამუშაოებზე. დასაქმების ფორუმზე არსებული კომპანიები სტუდენტებს აცნობენ არსებულ ბაზარზე დასაქმების/სტაჟირების პერსპექტივებს. ასე, რომ ეს შეხვედრა მორგებულია როგორც სტუდენტებზე, ასევე კურსდამთავრებულებზეც. ყველას წარმატებას ვუსურვებ”.
ანა ასათიანი: „მე ვარ ანა ასათიანი, Lemons Group-ის მარკეტინგის მენეჯერი. დღეს ჩვენ წარმოდგენილი გვქონდა უძრავი ქონების მრჩეველის პოზიციის და სატელეფონო გაყიდვების აგენტის ვაკანსიები. ჩვენ ვართ მზარდი კომპანია და მუდმივად გვაქვს ვაკანსიბი, შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ყოველთვის ვიყოთ მოწოდების სიმაღლეზე, დავასაქმოთ სტუდენტები და ახალგაზრდები. ასევე ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ, რადგან ჩვენ გვაქვს როგორც სრული, ასევე ნახევარი განაკევთი. დღეს, ძალიან აქტიურად იყვნენ სტუდენტებიც ჩართულები , 30-ზე მეტი CV მაქვს შეგროვებული, გადავხედავ და შერჩეულ კანდიდატებს გასაუბრებაზე დავიბარებ.“
დამსაქმებლებთან ერთად სტუდენტების განწყობით ვინტერესდები, როგორ მოერგო მათ მოთხოვნილებებს შეთავაზებები.
ალექსი კინწურაშვილი: “მე ვარ ალექსი კინწურაშვილი, საერთაშორისო ურეთიერთობების ქართული სექტორის პირველკურსელი. Lemons Group -ის სოციალური ქსელი დავათვალიერე და მიხვდი, რომ ამ კომპანიას შეეძლო ჩემთვის ისეთი პირობები შეეთავაზებინა რომლებიც კარიერულ განვითარებაში დამეხმარებოდა. ჩემთვის საინტერესოა ისეთი პირობები, როცა სწავლის და სამსახურის შეთავაზება შეიძლება”.
12 საათისთვის, IBSU-ს ეზოში სტუდენტების რაოდენობა მატულობს. ხმაურია „გორგიას“ სტენდთანაც. სტუდენტები რიგში დგანან გასაუბრების მოლოდინში. შესაძლოა, კარგ შემთხვევაში სამსახურიც დაიწყონ. “გორგიას” წარმომადგენელს ვესაუბრებით.
სოფო კობაიძე: „მე ვარ სოფო კობაიძე. დღეს, სტუდენტების მხრიდან დაინტერესება საკმაოდ დიდია. ამ ეტაპზე აქტიური გვაქვს სტაჟირება შესყიდვების და მარკეტინგის დეპარტამენტში, შესაბამისად ამ პოზიციებზე განვიხილავთ სტუდენტებს. ჩვენ გვაქვს მათზე მაქსიმალურად მორგებული სამუშაო გრაფიკი და იმედი გვაქვს სტუდენტებს შევარჩევთ აღნიშნული პოზიციისთვის”.
IBSU-ს ეზოში ვხედავთ ICI PARIS წარმომადგენლებს და ვესაუბრები მათ დახლთან მისულ სტუდენტს.
“მე ვარ მარიტა ჩიტაშვილი, ინგლისური ფილოლოგიის პირველკურსელი. ამ კომპანიამ მიმიზიდა, რადგან ჩემი მეგობარი მუშაობს იქ და კმაყოფილია როგორც გარემოთი, ასევე სხვა პირობებით. მე, როგორც სტუდენტს, ჯიბის ფული მჭირდება. ინგლისურის ფილოლოგიის განხრით რთულია ჯერ-ჯერობით სამსახურის შოვნა. ამიტომ, ვფიქრობ, აქ მუშაობა დამეხმარება და გამოცდილებაც დამიგროვდება. გრაფიკიც საკმაოდ მოქნილი შემომთავაზეს და ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია, რადგან ლექციები სხვაფასხვა დროს მემთხვევა.“
დღის სამი საათისთვის დასაქმების სტუდენტური ფორუმი დასასრულს უახლოვდება. ეზოში ძალიან ბევრი კმაყოფილი სტუდენტია, რაც შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ წარმატებით გაიარეს გასაუბრება.
IBSU-ში დასაქმების ფორუმი შემდეგ წელს გაიმართება.
მასალის ავტორი: სალომე კევლიშვილი
IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი