შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი
მურო გაგოშიძე:“ამ ანსამბლში უსასრულობის განცდა არის”
23/05/2023
„რევოლუციის გარეშე ვერ განვითარდები“- მურო გაგოშიძე სწორედ სუხიშვილების მესამე თაობის, როგორც ხშირად მოიხსენიებენ, „რევოლუციური თაობის“ სოლისტი და ქორეოგრაფია. ბავშობიდან ამ დიდი ოჯახის წევრია. მუროს იცნობენ, როგორც მოცკევავეს, მაგრამ საინტერესოა ვინ არის მურო გაგოშიძე ცეკვის მიღმა.
მოგესალმები, მოდი დავიწყოთ თავიდან და მოგვიყევით თქვენი ბავშვობის შესახებ:
წარმოშობით რაჭველი ვარ, აფხაზეთში ვიზრდებოდი სადღაც 4 წლამდე, არეულობის დროს, იმერეთში დედული მაქვს, ქუთაისში ვცხოვრობდით 2 წელიწადი, სკოლაში უკვე თბილისში შევედი.
როგორ გახსენდებათ აფხაზეთი?
არაფერი არ მახსოვს, მაგრამ, იცი როგორ არის? ხო რაღაცას გრძნობ ადამიანი, მეც ხო ამ პროფესიაში ვარ, აფხაზური ცეკვა, მეგრული მუსიკა ისე რაღაცნაირად მოქმედებს ჩემში, რასაც ვერ ავხსნი ენით ვერასდროს, ოღონდ ეს „ნაღდი“ ამბავია და არა მოტანილი საიდანღაც, ეგრე მოქმედებს, უფრო სხვანაირად ვგრძნობ. ისე, რომ, მახსოვდეს იქაურობა კარგად, არა, მაგრამ ეს ისეთ რაღაცას ასახავს ჩემში, რომ გეგონება იქ დავიბადე, გავიზარდე, ვცხოვრობ და ვბერდები.
ალბათ, ამაში დიდი წვლილი მიუძღვის ოჯახს...
თავისთავად, აბა რა, კი, სიმართლე გითხრა, ოჯახის წევრებს დიდად ისტორიები არ მოუყოლია ჩემთვის, ალბათ გამომდინარე იქიდან, რომ გრძნობენ და ხედავენ როგორ აისახება ჩემში იქაურობა იმიტომ, რომ მიყვარს ძალიან მეგრული მუსიკა, როგორც ინსტრუმენტალურად, ასევე ცეკვით, საუბრით.
თქვენო აზრით, რომელიმე კონკრეტულ მხარეს მიეკუთვნებით?
ვერ ვიტყვი მაგას სიმართლე გითხრა, აი ამ სამ კუთხეს გამოვყოფდი განსაკუთერეებით: იმერეთი, რაჭა და აფხაზეთი, გურიაც ძალიან მიყვარს, ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ ერთი რომელიმეს შვილი ვარ.
მამათქვენიც მოცეკვავე იყო, განაპირობა თუ არა ამან თქვენი პროფესია?
კი, მოცეკვავე იყო, ქორეოგრაფი, გალში კულტურის სახლის დირექტორი, ჰყავდა ანსამბლი, ცეკვავდა ქუთაისის სახელმწიფო ანსამბლშიც. მახსოვს, ერთადერთხელ ჩამიტარა რეპეტიცია მამაჩემმმა, მაგრამ სულ დავყავდი თავის რეპეტიციებზე, სულ მქონდა შეხება, მერე როცა ოფიციალურად შემიყვანეს ცეკვაზე, როგორც მეუბნებიან, მაშინვე გამოჩნდა, რომ ეს საქმე უნდა მეკეთებინა. ჩემებმა იმის გამო, რომ ცეკვა გამეგრძელებინა სახლი გაყიდეს, მე კიდევ ლამის წყალში ჩავუყარე, როდესაც ძმას გავყევი ფეხბურთზე და 2 გოლი გავიტანე.
თქვენი ოჯახი, ფაქტობრივად, ხელოვნებას ემსახურება, დედა – მომღერალი, ბებო – პოეტი, თქვენს ცხოვრებაში რა ადგილს იკავებს ხელოვნება?
ეგრე რომ მეუბნებია, სიმართლე გითხრა, მრცხვენია-ხოლმე, რადგან ხელოვნება, ჩემი აზრით, უსასრულობის წარმომადგენელია, ამიტომ ვერ ვუწოდებ ჩემს ოჯახს ხელოვანს. მე ყველაფერს, რაც ხელოვნებას ეხება, ქედს ვუხრი და პატივს ვცემ.
რომ გადავიდეთ სუხიშვილებზე, მოკლედ რთული იქნება საუბარი, იქნებ, მოგვიყევეთ თქვენი თავგადასავალი სუხიშვილებში
ამით ვცხოვრობ, ამით ვცოცხლობ. როცა ტრავმის გამო ვერ ვცეკვავ ხოლმე ძალიან მძიმედ აისახება ეს ჩემში. ხშირად მსნემია ყოფილი მოცეკვავეებისგან,რომ ყოველ ღამე ესიზმრებათ აქაურობა, ღმერთმა მაშოროს ეგეთი რაღაც, თორე ღამეში რამდენჯერმე ვნახავდი იგივე სიზმარს. რაც შეეხება სუხიშვილებს, პატარაობიდანვე განსკუთრებული დამოკიდებულება მაქვს ამ ანსაბლისა და ოჯახის მიმართ, ბუნებრივად, აუხსნელად შემოვიდა ჩემში, ამაზე ვოცნებობდი და მადლობა ღმერთს ამიხდა.
კონკრეტულად, რა განასხვავებს სუხიშვილებს სხვა ანსამბლისგან?
არის განსხვავება, არ მიცეკვია სხვადასხვა ანსამბლში, მაგრამ მათი ნაცეკვიდან გამომდინარე, მაინც ვხედავ განსხვავებას. აქ არის სხვანაირი თავისუფლება, რაც ხელოვნებას უყვარს, ამ ანსამბლში უსასრულობის განცდა არის. პირველ რიგში არ უნდა დაიკარგოს ქართული სული და ეს უნდა იყოს ღირებული, შენი მოძრაობა რაღაცას უნდა ასახავდეს, ემოციურად, პირველ რიგში. ამაში კი დიდი როლი ითამაშა დიდი ნინოსა და ილიკოს სიყვარულმა. მათი უსაზღვრო სიყვარული აისახება ამ ამბამლში და მიგრძვნია კიდეც. უმცროსი ილიკოსგანაც და ნინოსგანაც ისე დაძმური, მამაშვილური დამოკიებულება მიგრძვნია, რომ მე რამდენი მადლობაც არ უნდა ვუხადო მათ საკმარისი არ იქნება, ერთადერთ,რაც შემიძლია ისაა, რომ მთელი ჩემი ცხოვრება მათ ვუერთგულო.
გავრცელებული აზრით, სუხიშვილების მოსწავლე რომ გახდე, შესაბამის სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდე, ეს რამდენად გამართლებულია?
ნინო რამიშვილს ასეთი რამ უთქვამს, შენო ადამიანობა მანახეო და ცეკვას მე გასწავლიო. ესაა პირველი დამაკმაყოფილებელი, რაც შეეხება ფიზიკურობას, რა თქმა უნდა, ამხელა დონის ანსამბლში რომ მოდიხარ, რაღაცებს უნდა აკმაყოფილებდე, თავისთავად, როგორც სიმაღლეს, ასევე ფორმას, ტექნიკურობას და ა.შ. მაგრამ თუ ამ ოჯახს ვერ მოერგე, მაშინ იქ ვერ „გაქაჩავ“.
სუხიშვილების მესამე თობა განსაკუთრებით გამოირჩევა რევოლუციური თვალსაზრისით, რას ფიქრობთ ამაზე?
რევოლუციის გარეშე ვერ განვითარდები. ყველა თაობას ახასიათებს, პირველ თაობაში ქალბატონმა ნინომ და ილიკომ რომ პროგრამა შეადგინეს და კრიტიკა მოჰყვა, დღევანდელი კრიტიკა მასთან შედარებით ზღვაში წვეთია. განვმეორდები, რომ ამ უსარულო ხელოვნებში თუ ათასი სისულელე არ გააკეთე ,კარგს ვერ შექმნი და ვერ ისწავლი. აქაც ესეა, ერთ ადგილას არ ვდგავართ და ვეძებთ, ვაკეთებთ. რთულია ერთი და იგივეს უყურო სულ, მოგბეზრდება.
ხალხის აზრი რამნდენად მნიშვნელოვანია?
ძალიან, ცხადია, აზრიც უნდა გაითვალისწინო ყველაიანირი, რაღაცას ისწავლი და გამოიტან, ცუდიდანაც და კარგიდანაც.
მურო გაგოშიძე, როგორც მამა…
ოღონდ მაგას ნუ მკითხავ, მაგრამ სინამდვილეში ხშირად მიფიქრია მაგაზე. რაც არ უნდა აკეთოს მშობელმა შვილისთვის, მაინც მიაჩნია ზღვაში წვეთი, იმხელა სიყვარულს მოიცავს ეს ურთიერთობა. მე მაგალთს თუ მივცემ მათ ჩემი ყოფაცხოვრებიდან გამომდინარე, თორემ რაღაცებს ვერ დააძალებ, რომ გითხრა გადასარევი მამა ვარ-თქო, ვერ გეტყვით.
რამდენად გინდათ იგივე პროფესიას გაყვნენ თქვენი შვილებიც?
იმას ვერ ვიტყვი, რომ ჩემმა შვილმა სხვა რამე რომ აკეთოს გამიხარდება-თქო, მაშინ მატყუარა უნდა ვიყო, მე როგორც მიყვარს ცეკვა და მსიაოვნებს როგორ არ უნდა მინდოდეს ჩემმა შვილმა იცეკვოს, თანაც ფართო არეალი აქვს გახსნილი, მადლობა ღმერთს, სადღაც-სადღაც მიმიწვდება ხელი, თუმცა ხაზს გავუსვამ იმას, რომ მოხარული ვიქნები, თუ ჩემი შვილი ღირსეულად იშრომებს. ორჯერ ორი რომ ოთხი, ასეთი ნათელია, რომ გენეტიკურად მოჰყვებათ ეს ყველაფერი, ამიტომ ვცდილობ, რომ გაყვნენ ამ გზას.
რა პრობლემებს აწყდება დრესდღეისობით მოცეკვავე საქართველოში?
დღევანდელი ჩვენი ყოფიდან გამომდინარე არა მარტო მოცეკვავეებს, არამედ ზოგადად უჭირს ხალხს. მაგრამ ერთს ვიტყოდი, რომ ამ დარგს იმდენად გააქვს ჩვენი კულტურა მსოფლიოში, რომ მგონია, უფრო უნდა დაფასდეს, რომ მოდის ახალგაზრდა რაიონიდან, არ აქვს სახსრები, წარმოიდგინე, რომ ემართება რაღაც ტრავმა, ელემენტარული სამკურნალოდ ხომ უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა. ამასაც ცოტა ყურადღება უნდა მიექცეს.
რამდენად დიდია ნიაზ დიასამიძის როლი თქვენს პროფესიაში, თქვენი საერთო პროექტის, „რქაწითელის“გათვალისწინებით
მაგ ადამინაზდ გავიზარდე, ისე მომიყვანა თანამედროვეობამდე თავისი ქართულით, რომ არც ქართული სული დამიკარგავს და არც მისი სმენა. აქედან გამომდინარე, თუ ცეკვა გიყვარს, ნიაზ დიასამიძე ისეთ მუსიკას ქმნის, სულ რომ არ იცეკვო, სირცხვილია. პანდემიის პერიოდში სულ ვფიქორობდი, რომ კომპოზიციებზე რაღაც გამეკეთებინა, ამ ბოლო დროს მომეცა საშუალება და მადლობას ვუხდი ბატონ ნიაზს, რომ რამდენჯერმე გვქონდა საუბარი და მან მომცა თავისუფლება, მიდი და აკეთეო. მასაც, ასე თუ ისე, მოსწონს ჩემი შემოქმედება.
თქვენი სტუდიის გახსნაზე არ გიფიქრიათ?
როგორ არა, მიფიქრია, მაგრამ გეგმები არ დამიწყვია, რადგან ჯერჯერობით მოქმედი მოცეკვავე ვარ, თანაც ისეთ ანსამბლში და ოჯახში ვარ. მიყვარს და მთელი ჩემი ფიზიკური შრომა აქ ჩავდე, ამიტომ ცოტა რთულია მოწყდე. მე მირჩვენია, ღმერთის წყალობით თუ ყველაფერი კარგად წავიდა, აქ დავრჩე. 7 წლის წინ გახსნეს სუხიშვილების აკადემია, სადაც არამარტო ხალხურ ცეკვას, არამედ ტანვარჯიშს, თანამედროვე ცეკვას ასწავლიან და მეც შემომთავაზეს. მინდოდა რაღაც ახლის გაკეთება, გავხსენი ჯგუფი, სადაც სრული თავისუფლება მაქვს. ამაში დიდი როლი ითამაშა ნიაზმა,პატარა ილიკომ, რომლის ფანტაზია საზღვრებს სცდება, გენიოსია, რომ შემომხედავს, უთქმელად ვუგებთ ერთმანეთს, სხვათაშორის ემთხვევა ხოლმე ჩვენი აზრები ერთმანეთს.
გაგიაგიათ თუ არა, რომ მეორე ილიკოს გიწოდებენ?
გამიგია კი, ილიკომაც მითხრა. ზოგი ისე საუბროს, ზოგი ასე, ითქვა, რომ ეს ბიჭი ძალიან ბაძავს ილიკოსო, მე ერთი რამ შემიძლია ვთქვა, მაგალითად, მამა ზრდის შვილს, შვილისთვის მისაბაძი ვინ არის?! მე ჩემს შვილს რომ ვუყურებ ბევრ რამეში მბაძავს, მას ხომ ვუყვარვარ, მეც ეს კაცი მიყვარს ისე რომ ვერ ავხსნი სიტყვით, ამდენი წელი რომ უყურებ და მიბაძავ, აბა რა იქნება. ოღონდ ეს მიბაძვა ბუნებრივად მოდის და სიყვარულით.
კომფორტულად რომელი სტილის ცეკვაში გრძნობთ თავს? თანამედროვე სტილის ცეკვებში? თუ ტრადიციულ, ხალხურში?
რთული კითხვაა, ორივეს თავისი კომფორტი და თავისუფლება აქვს, ჯერჯერობით ვერ განვასხვავებ.
თავმდაბალი ადამიანი ხართ როგოც გეტყობათ, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ადამიანის წარმატებისთვის?
უფრო თავმელოტი, ჩემი თავმდაბლობა არ გაიშვა. მე მჯერა, რომ რაც უფრო თავაწეული ივლი, უფრო მოგტყდება კისერი და რაც უფრო დახრი უფრო გაიმართები წელში. ისე მჯერა ამის თან, რომ ბუნებრივად არის ეს ჩემში. მაგრამ ხანდახან ბევრ მინუსს ვხედავ ხოლმე. არა ვარ ისეთი თავმდაბალიც სიმართლე გითხრათ, როგორიც ვჩანვარ. არაფერს არ ვმალავ, მაგრამ თავმადბლობა მე უფრო დიდი რაღაცა მგონია, ვიდრე მე ვარ. სხვათაშორის, ჩემმა რეპეტიტორმა მითხრა, ახლა მალე ანსამბლში რომ გადახვალო, თავი დახარე და შენს საქმეს მიხედეო, სხვას არ მიედ-მოედოო. მამაჩემსაც იგივე აქვს ნათქვამი და, ფაქტობრივად, ჩემი ცხოვრების დევიზია.
მინუსები ახსენეთ და რამდენად მუშაობთ მათზე?
მადლობა ღმერთს, იყო ჩემს ცხოვრებაში, პერიოდი რომ მართლა ძალიან მქონდა თავში ავარდნილი, არ მახსოვდა ოჯახი, არავინ. ანსამბლში ახალი გადასული ვიყავი, „პაესტკაში“ წავედი და აქედან მოყოლებული თავში ამივარდა 16 წლის ბიჭს. ახლა რომ ვუყურებ ეს ასე იყო საჭირო, ისეთი რაღაცები მოხდა ჩემს ცხოვრებაში, ერთად დამატყდა ყველაფერი თავს, ოჯახური, სამსახური. მქონდა დრო როცა წავეედი მონასტერში რამოდენიმე თვით, ხომ იცი როგორცაა, სანამ კაცს არ გაუჭირდება მანამდე არ მიდის იქ, ხოდა რომ მივედი, ისე მიმიღო, რომ მადლობას ვწირავ ყოველდღე მაგისთვის. მანდ იმხელა რაღაც შემოვიდა ჩემში, რამდენიც არ უნდა გიხსნა, ვერ გაგარკვევთ, ამ მადლმა სხვანაირად დაამანახა ყველაფერი, მათ შორის, ჩემი თავიც. ლამის ისე რომ რაღა დაგიმალო და შემომირტყია ჩემი თავისთვის. ამის შემდეგ დავიწყე საკუთარი თავის ყურება და კონტროლი.
მეგობრობა…
უმეგობრო ადამიანი ცოდოა, ხოდა მეც, ასე თუ ისე, მეგობრები მყავს, მაგრამ ყველაზე კარგი მეგობარი არის ჩემი დედა, მამა, ძმა, შვილი, ბებო და ჩემი ნათსავები. ამას, სიმართლე გითხრა ახლა მივხვდი. იმ წლებს დიდ პატივს ვცემ, რაც ძმაკაცებთან გავატარე. მეგობარი შეიძლება ხშირად ვერ ნახო მაგრამ უსიტყვოდ უნდა განიცდიდეს.
ცხოვრებაში ადამიანები მიდიან ან რჩებიან, თავისებურად ეს მტკივნეულია, თქვენს შემთხვევაში როგორ მოხდა ეს ყველაფერი?
ერთმა კაცმა თქვა, არ მახსოვს ვინ, ეს ცხოვრება ისე არისო, რომ ზოგი მიდისო და ზოგი რჩებაო, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ჩემი შენდამი სიყვარული არასდროს გაქრებაო. მთავარი მაინც ეგაა, ისევ შენს თავში გიწევს ბრძოლა მაგ დროს, ყველა ეგეთი განვითარებული ვერ იქნება შინაგანად, როგროც, მაგალითად, შენ ხარ, ვინც უფრო მეტად განვითარებულია ,სწორედ მას მოეთხოვება მეტი. არ არსებობს უშეცდომო ადამიანი, მე სამეგობროში ისეთი შეცდომა მომსვლია, რომლის გახსენებაზეც შემორტყმა მდომებია, მაგრამ ამან უფრო გაამტკიცა ურთიერთობა. ყველაზე დიდ როლს თამაშობს მოთმინება, კეთილგანწყობა, გონება და ქმედება, რომ შეინარჩუნო შენი მეგობარი. ნათქვამია, ბევრი მარილი უნდა ჭამო, რომ მეგობრის ფასი გაიგოო, მაგრამ თუ ერთნაირად აზროვნებთ და განიცდით, საერთოდ არ სჭირრდება მარილის ჭამა. ბევრი მოითმინო, გაიგო, რატო ხდება ასე, ესაა მნიშვნელოვანი.
გასული თვის მოვლენებზე რას იტყვით? იყავით თუ არა ჩართული და ზოგადად რა დომიკიდებულება გაქვთ ამ საკითხზე?
სიმართლე გიხრა, არც რუსეთი მინდა და არც ევროპა, ჩემს საქართველოში მინდა მშვიდად ყოფნა. აქციაზე ვიყავი და თავბედი ვიწყევლე. კახი კავსაძემ თქვა ესეთი რამ, ყველა ჩვენს საქმეს თუ მივხედავთ მაშინ გვეშვლებაო. მე ერთი რამ მწყინს, როდესაც ასეთი მასშტაბური რაღაც ხდება და იკრიბება ახალგზარდობა, გამოცდილი ადამიანი უნდა გამოვიდეს, ვისაც ეთქმის თავისი ღვაწლიდან გამომდინარე, უფრო კარგად მოისმენს ყველა.მე კი, ჩემს საქართველოს როცა დავჭირდები, მაშინ დავუდგები გვერდით.
მასალის ავტორი: მარიამ ლეთოდიანი
ინტერვიუ მომზადდა IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის
სასწავლო კურსის „ინტერვიუსა და რეპორტაჟის მომზადების“ ფარგლებში.