შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი
ანა მაზიაშვილი: მე და ევროპა
19/05/2023
ევროპის დღე – მრავალფეროვნების, სიყვარულის, ემოციებისა და კულტურათა გაცვლა-გამოცვლის, გაზიარების და რაც მთავარია ერთიანობის დღე.
არ არსებობს ერთი სიტყვა, რომლითაც ამ დღის გამოხატვა ან აღწერა შესაძლებელი იქნებოდა. შესვლისთანავე იგრძნობა აკუსტიკა და პოზიტიური მუხტი. ბერძნული ცეკვის ანსამბლი თავიანთი ტრადიციული მუსიკის ფონზე ცეკვავს ტრადიციულ ცეკვას. ძალიან საინტერესო სანახაობაა.
აგრძელებ გზას, მიყვები ხალხის ნაკადს და ხვდები, რომ კიდევ უფრო საინტერესო სამყაროში ხვდები. აქ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლები არიან. დახლებს უკან დგანან მომღიმარი სახეებით და თუ მათ დახლს ამოირჩევ, უსაჩუქროდ არ დაგტოვებენ. უხარიათ და ძალისხმევას არ იშურებენ თავიანთი ქვეყნის კარგად წარმოსაჩენად.
ყველა ქვეყანას თავიანთი ტრადიციული კერძები თუ სასმელები აქვს წარმოდგენილი. გჩუქნიან ბროშურებს, დროშებს, სტიკერებს… კიდევ უფრო საინტერესო რომ გახადონ თავიანთი მონაწილეობა ამ ღონისძიებაში, სხვადასხვა თამაშებს გვთავაზობენ, ქვიზებს გვავსებინებენ, რათა ცნობიერება აგვიმაღლონ ევროკავშირთან დაკავშირებით. აღნიშული აქტივობების შემდგომ კი ჭიქით, მაისურით ან ჩანთით გვასაჩუქრებენ.
გერმანიის დახლთან რომ მივედით, გვითხრეს, რომ გერმანული სიტყვა მოგვეძებნა და ჩანთით დაგვასაჩუქრებდნენ. მეც გერმანულ ენაში გაწაფული, დარწმუნებული მივედი, რადგან ვიცოდი, რომ აუცილებლად ვიპოვნიდი სიტყვას. ეს სიტყვა იყო – das Brot – პურითა და ჩანთით ხელდამშვენებული წამოვედი”.
ბლოგის ავტორი: ანა მაზიაშვილი
მასალა მომზადდა IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამა,
“საუნივერსიტეტო მედია პრაქტიკუმი I” -ის ფარგლებში.