შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი
ფოტორეპორტაჟი “უიქენდი”
31/03/2023
IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა შაბათ-კვირას შეაგროვეს ინფორმაცია, თუ სად და როგორ შეიძლება გაატაროთ დრო “უიქენდზე”. მათი გმირები თავად ყვებიან, თუ რით არიან დაკავებული შედარებით თავისუფალ დროს.
ანა გლოველმა და ლუკა ამბალიამ IBSU-ში აბიტურიენტებისთვის უფასო ტრენინგზე მისული ანი ადამია ჩაწერეს, რომელიც ქალაქ ფოთის N5 საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლეა.
ანი ადამია: “მოგეხსენებათ, აბიტურიენტებისთვის ბოლო წელი ყველაზე საპასუხისმგებლოა. რთულია დროის სწორად განსაზღვრა და სხვადასხვა საქმის შეთავსება. უიქენდი ძირითადად კვლავ რეპეტიტორთან სიარულით იწყება. დილით ადრე ვიღვიძებ, ვემზადები და მასწავლებელთან მივდივარ. სახლში დაბრუნებული კი ვცდილობ მეორე მასწავლებელთან წასასვლელი დროის შუალედში დავისვენო. ამ დროს განსაკუთრებით ძილი მიყვარს, რადგან ახალი ენერგიით შევუდგე საქმეს, თუმცა ზოგჯერ მოცემული დავალებების მომზადება მჭირდება.
კვირა დღე უფრო მეტად თავისუფალი მაქვს და ვცდილობ მეგობრებთან ერთად გავატარო. მიყვარს მათთან ერთად ზღვის სანაპიროზე სეირნობა და ერთმანეთში ახალი ამბების გაცვლა. თუ კვირას სახლში მომიწია ყოფნა, ისევ დავალებებს ვამზადებ და ფილმებს ვუყურებ. მიუხედავად იმისა, რომ ეს პროცესი მეტად გადატვირთულია და ხშირად ქაოსურ რეჟიმში მიწევს მოძრაობა, ვთვლი, რომ გართობას და სწავლას კარგად ვუთავსებ ერთმანეთს და დროის ვანაწილებ. ყველა აბიტურიენტს ვუსურვებ წარმატებას და გამძლეობას!”
თიკა ჭუმბურიძე ახალგაზრდა დედას – თამარ ცისკარიშვილს ესაუბრა, რომელიც ფარმაცევტული კომპანიის თანამშრომწლია.
თამარ ცისკარიშვილი: “ჩემთვის, შაბათ-კვირა ყველაზე სასიამოვნოა. ჩემი სამუშაო დღეებ
ნინო კესარელმა, გასული ვიქენდი თბილისიდან მოშორებით, ქალაქგარეთ ერთ-ერთ ცნობილ რეზორტში გაატარა და ორი საინტერესო ქალბატონი გაიცნო – შილა და მაჰი.
შილასთვის ხინკალი მსოფლიოს მერვე საოცრებაა.
შილა: “თურქეთიდან ჩამოვედი საქართველოს გასაცნობად. აეროპორტში ტაქსი გავაჩერე. ახალგაზრდა ბიჭი იყო მძღოლი. მას ვკითხე – პირველად სად წავიდე და რა მოვინახულო-მეთქი. მან მიპასუხა, ჯერ ხინჯალი გასინჯე და შემდეგ საქართველო დაათვალიერეო. დავბინავდი თუ არა, გუგლში მოვძებნე საუკეთესო ხინკალი თბილისში და რესტორანში წავედი. პირველი ხინკალი რომ გავსინჯე ისე წამოვიყვირე ყველამ მე შემომხედა. ძალიან შემრცხვა… გავიფიქრე, აი, ეს არის მსოფლიოს მერვე საოცრება-მეთქი! ჩამოსვლის დღიდან ყოველდღე ხინკალს ვჭამ. უკვე 16 დღეა აქ ვარ და დღესაც ხინკლის საჭმელად მივდივარ რესტორანში. კიდევ 8 დღე უნდა ვიყო საქართველოში. ახლა იმაზე ვდარდობ, თურქეთში რომ ჩავალ ვინ გამიკეთებს კარგ ხინკალს”.
მაჰიმ, საქართველოში ცხოვრება თავისუფლების, ხალხის და კარგი ღვინის გამო გადავწყვიტა.
მაჰი: “ირანი ჩემი სამშობლოა, რომელიც ძალიან მიყვარს, მაგრამ ქალებს უფლებებს უკარგავს. რამდენიმე წლის წინ, მე და ჩემმა მეუღლემ საქართველოში მოგზაურობა გადავწყვიტეთ. მეგობარმა მითხრა ქართველებს კარგი ღვინო და დიდი ვენახები აქვთო. ამ ნათქვამზე, მაშინ, ყურადღება არ მიმიქცევია და როცა მოგზაურობა გადავწყვიტეთ და ქვეყანას ვარჩევდით,უცებ სწორედ ეს ფრაზა გამახსენდა და “ღვინის მოყვარულ” საქართველოში წამოვედით. ირანში კანონი გვიკრძალავს სახლის გარეთ რესტორან-კლუბებში ალკოჰოლის მიღებას. აქ ჩამოვედით და აღფრთოვანებული დავრჩით აქაური ხალხით, თავისუფლებით… არაერთი სოფელი ვინახულეთ, ოჯახებშიც ვიყავით. ძალიან თბილად, სიყვარულით გვხვდებოდნენ ყველგან, სახლის ღვინოს გვთავაზობდნენ. ძალიან პატარა პერიოდში, რაღაცნაირად შემაყვარა თავი ქართველმა ხალხმა”.
მაჰი:”ირანში დავბრუნდით თუ არა, ქმარს საქართველოში საცხოვრებლად გადმოსვლა შევთავაზე. ბევრი არ გვიფიქრია. მოვკიდეთ ჩვენ ჩვილ შვილს ხელი და ჩამოვედით. ახლა, ჩემი გოგონა 7 წლის ხდება. აქ გაიზარდა. ირანი ნანახი არც აქვს. აქ, თანდათან საყვარელი ადგილებიც გავიჩინე. საქართველოში, მცხეთა და მარანი მიყვარს,კარგი ღვინო და კერძები აქვთ. ვცდილობ, უიქენდი კარგ, დახვეწილ ადგილებში გავატარო და განვიტვირთო, რადგან მასწავლებელი ვარ და საკუთარ შრომას ასე ვუფასებ შრომას”.
ანი მაზიაშვილი და გიორგი ერაძე, თბილისში, 9 მარტის სკვერში იმყოფებოდნენ. მათ ნუგზარ ბათიაშვილი გაიცნეს, რომელიც 9-10 წლიდან ხატავს. აკადემიამდე სულ ორი ნაბიჯი ჰქონდა დარჩენილი და უცბად ბიოლოგიურზე ჩააბარა.
ბუნებასთან ყოველთვის ჰარმონიაში იყო. ძალიან უყვარს. აქვს თავისი ვენახიც. ბოტანიკურ ბაღში 8 წელი იმუშავა. იღბლიან ადამიანად თვლის თავს, რადგან სამხატვრო კურსებზეც და ბიოლოგიურზეც საკმაოდ წარმატებული იყო. ბოლო 2 წელია, 9 მარტის ბაღში ნახატებს ყიდის. შაბათ-კვირა მისთვის განსაკუთრებულია. მოდის მისი მეუღლე, შვილი. სეირნობენ. ხალხი ამ დღეებში კიდევ უფრო მეტად არის. უყვარს ეს ადგილი. მას სასიამოვნო ,,უიქენდი“ აქვს. აქ მისთვის მხოლოდ კომერციული საქმიანობა არ არის. ყოველ წამს ხატვაზე ფიქრობს. მყიდველი ყოველთვის ჰყავს. მარინისტად მიაჩნია თავი. უდიპლომობა არ მოსწონს, არ უნდა რომ გაამხილოს, თუმცა თვითონვე ამბობს, რომ ამაზე გაიცინებენ, რადგან დღეს აღარ აქვს ამას მნიშვნელობა, თვით ნიკო ფიროსმანსაც არაფერი არ ჰქონდა. ,,ნიკალა პირველი წყაროა“ – იშველიებს ლადო გუდიაშვილის სიტყვებს. გული სწყდება, რომ ხშირად 300 ლარიან ნახატს 50 ლარად ჰყიდის. ნუგზარ ბათიაშვილი: “მე ვარ შუაში. დიპლომიან, აკადემია დამთავრებულ ადამიანებსა და უდიპლომოებს შორის”.
ვაკის პარკში ანკა ლეჟავა, სოფო ლოლაძე და ლუკა ცარციძე იყვნენ, სადაც ყველა თაობის ადამიანები სეირნობენ, განსაკუთრებით შაბათ-კვირას.
ბავშვთან ერთად განტვირთვა, გართობა და მზისგან D ვიტამინით მიღებული სიცოცხლის ძალა – ეს არის ერთ-ერთი მშობლის არჩევანი, რომელიც დასვენების დღეებს შვილთან ერთად სეირნობას უთმობს და მომღიმარი ბავშვებისა და სკვერში მოჭიკჭიკე ჩიტების იდილიით დადებითი ენერგიებით იმუხტება.
ეს სტუდენტი გოგონები უიქენდის დილას სწავლით იწყებენ, შემდეგ კი თავისუფალ დროს სეირნობაში, გართობაში, ფაზლების აწყობასა და სერიალების ყურებაში ატარებენ.
ქალბატონი, რომელმაც ახალგაზრდობის წლები თბილისში დაჰყო, აწ უკვე შვილიშვილთან ერთად ვაკის პარკში სეირნობს, რასთანაც ბევრი მოგონება და მელანქოლიური ისტორია აკავშირებს. იგი, შაბათ-კვირის პირველ ნახევარს ეკლესიაში ატარებს, შემდეგ კი თავის გამოცდილებას, ნამოღვაწარს და შეძენილ ცოდნას საკუთარ შვილიშვილს ინტელექტუალური განვითარებისთვის უზიარებს.
ეთა სულუხიამ, მარიამ მხეიძემ და ანა ეგაძემ, უიქენდი მედინა მამედოვასთან ერთად, დიდ სავაჭრო ცენტრში გაატარეს.
მედინა მამედოვა: “ყველაზე მეტად გაზაფხულზე უიქენდები მიხარია. კვირაში ექვსი დღე ვმუშაობ და დღეს ის დღეა, როცა დამღლელი სამუშაო კვირის შემდეგ იმას ვაკეთებ, რაც მიყვარს – ვნახულობ მეგობრებს, მათთან ერთად დავდივარ კაფეში და “საშოპინგოდ”, ვივსები ენერგიით და პოზიტივით”.