შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი
IBSU-ს სტუდენტების პროტესტი “არა რუსულ კანონს!”
18/03/2023
“შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის” სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს საპროტესტო აქციებში “არა, რუსულ კანონს!”. IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა კი მათი თანატოლების მონაწილეობა გააშუქეს.
https://www.youtube.com/watch?v=8sECZUvOS7Q
საქართველოში, 7 მარტს მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც პარლამენტმა დაუგეგმავად, დაჩქარებულად განიხილა და პირველი მოსმენით მიიღო რუსული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. იმ დღესვე აქციის დასაშლელად სახელმწიფომ საპოლიციო ძალა გამოიყენა. სპეცრაზმმა მშვიდობიანი აქციის მონაწილეები ცრემლსადენი გაზით, წიწაკის სპრეითა და წყლის ჭავლით დაშალა. დააკავეს ათობით ადამიანი. მიუხედავად ამისა, პროტესტი არ შეწყვეტილა.
8 მარტს, მოქალაქეები კვლავ რუსთაველის გამზირზე შეიკრიბნენ. ფართომასშტაბიანი აქციის დასაშლელად კვლავ სპეცრაზმის დანაყოფები გამოვიდნენ. დაშავდნენ მოქალაქეები. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მათი თანამშრომლებიც. 7-8 მარტს საპროტესტო აქციაზე პოლიციამ სულ 133 ადამიანი დააკავა.
9 მარტს, საქართველოს პარლამენრთან კვლავ მრავალრიცხოვანი აქცია გაიმართა “ქართული ოცნების” დაპირების მიუხედავად, მოქალაქეებს ორი მთავარი მოთხოვნა ჰქონდათ – დროულად ჩანიშნულიყო პლენარული სხდომა, სადაც რუსულ კანონპროექტს ჩააგდებდნენ და მეორე – გაეთავისუფლებინათ აქციებზე დაკავებულები. პარლამენტის პლენარული სხდომა 10 მარტს 12 საათზე ჩაინიშნა, ხოლო ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი კი გაათავისუფლეს.