შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი
ფოტორეპორტაჟი – გაზაფხული
03/03/2023
“შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის” ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა, საგნის “საუნივერსიტეტო მედიაპლატფორმის პრაქტიკუმის” ფარგლებში მოამზადეს ფოტორეპორტაჟი “გაზაფხული”.
ლუკა ამბალია “წვიმიანი გაზაფხული”
ლუკა ამბალია: “გაზაფხულის შემოსვლასთან ერთად დგება “3 მარტი”. ამ დღეს, ქუჩებში ხშირად შენიშნავთ ადამიანებს, მოხუცებს, რომლებიც ყიდიან ყვავილებს. ზაირა ბებოც ერთ-ერთი მათგანია, ვინც ამ წვიმიან დღეს ეზოში დაკრეფილ და თავის აწყობილ ყვავილებს ყიდის”.
ანა გლოველი: “გაზაფხული მოვიდა, ზოგთან დააგვიანა…”
ეთა სულუხია “გაზაფხული”
ეთა სულუხია: “სუსხიანი, ცივი ამინდების შემდეგ ისევ გამოანათა მზემ. ნაირფერი ყვავილები ქუჩაში მომნუსხველად უცქერენ გამვლელებს. ბებო თავის ჩვეულ პოზიციაზეა, გვირგვინებს წნავს და თავისებურად გაზაფხულის მოსვლას გვამცნობს”.
მარიამ კიპაროიძე “გაზაფხული თბილისში”
ანა მაზიაშვილი “შემოპარული გაზაფხული”
ანა მაზიაშვილი: “მარტის დასაწყისია და ჯერ კიდევ სიცივეა. რთულია შემორჩენილ ზამთრის სუსხს გაექცე. თითქოს კიდევ მედიდურობს. თითქოს ამდენი ხანი რომ გვყინავდა, რომ გვინაცრისფერებდა დღეებს, არ იყო საკმარისი. ზამთრის საბურველი ახურავს თბილისს. თუმცა გაზაფხულიც ნელ-ნელა შემოდის, შემოიპარება. წვიმით უნდა, რომ ყურადღება მიიქციოს. ჰაერში უკვე იგრძნობა მისი სასიამოვნო სურნელი. თითქოს ყველა ამის შეგრძნებაშია. არ გარბიან სახლებში. ქოლგებით ნელა მიყვებიან ქუჩებს. ფიქრობენ, იცინიან, ხმამაღლა საუბრობენ. წვიმს და აწვიმს ჩვენს ლამაზ თბილისს, რომელიც უცხოსთვის კიდევ უფრო დაფასებული და მშვენიერია. სწორედ ისინი არიან გამოფენილები. ტკბებიან ძველი თბილისის ქუჩებით, სახლებით. საქართველო ყველასთვისაა ვფიქრობ და მეღიმება. ჭრელი ქოლგები, ბედნიერი სახეები და სუნი, რომელიც გვატყობინებს როგორ ნელ-ნელა შემოიპარება გაზაფხული ჩვენთან…”
ანა ლეჟავა “გაზაფხული”
მარი მხეიძე “გაზაფხული”
ანი ეგაძე “გაზაფხული ეზოში”
გიორგი ერაძე “გაზაფხული ოთახში”
გიორგი ერაძე: “გაზაფხულის წვიმიან დღეს, ახლად გამოღვიძებული ყვავილისათვის შეხევდაც კი საკმარისია დღის გასალამაზებლად”.