შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი

მანანა შველიძე: “სკოლა არის უდიდესი ძალა ბავშვის, როგორც ადამიანის ჩამოყალიბებაში” “

24/02/2023

ინტერვიუ თბილისის N30-ე საშუალო სკოლის ისტორიის მასწავლებელთან  მანანა შველიძესთან. 

– რთულია იყო მასწავლებელი?

– ძალიან რთულია იყო მასწავლებელი, რადგან თითოეულ მოსწავლესთან უნდა შეძლო კონტაქტის დამყარება და ყველაზე მთავარი არის ის რომ წლების გასვლის შემდეგ შენი მოსწავლის თვალებში ჩახედვის არ უნდა შეგრცხვეს, როდესაც ქუჩაში შეხვდები გზის მეორე მხარეს არ უნდა გადავიდეს, არამედ უნდა მოვიდეს და ჩაგეხუტოს განახოს ის სიყვარული და სითბო რაც შენ მასში ჩადე 12 წლის განმავლობაში.

– რატომ გადაწყვიტეთ მასწავლებლობა?

– ბავშვობიდან მინდოდა გამოვსულიყაბი ჯერ მსახიობი, ხოლო შემდგომ გადავწყვიტე გავმხდარიყავი მასწავლებელი, რადგან ყოველი შესვლა გაკვეთილზე ჩემთვის იყო პატარა სპექტაკლი. ჩემი გაკვეთილი ყოველთვის იყო განსხვავებული, რადგან ვცილობდი ყოველთვის რაღაც ახალი შემეტანა ან გამეკეთებინა, ვდგავდი პატარა სპექტაკლებს, ვლაპარაკობდი ემოციურად და ეს ყველაფერი ბავშვებს მოსწონდათ და მე ეს ყველაფერი მაბედნიერებდა და რაც მთავარია ძალიან მიყვარს ბავშვები და ყოველთვის ვცდილობ მათთან მქონდეს კარგი ურთიერთობა.

– იყენებთ თუ არა სხვადასხვა გზებს მოსწავლის წამახალისებლად და თუ იყენებთ რა გზებით ცდილობთ ამის გაკეთებას

– მოსწავლეების წამახალისებლად ვიყენებდი სხვადასხვა გზებს. ვუკეთებდი მათ სხვადასხვა საჩუქრებს საუკეთესო ყოფაქცევისთვის, საუკეთესო საუბრისთვის, საუკეთესო გაკვეთილისთვის და ა.შ ამით ვცდილობდი გამეხალისებინა ისინი ხოლო შემდეგ მივხვდი, რომ ეს არ იყო იმდენად მნიშვნელოვანი, როგორც ბავშვის დარწმუნება საკუთარ შესაძლებლობებში ამიტომ მათ ვეობნებოდი სამოტივაციო სიტყვებს „შენ შეგიძლია“ „მე მჯერა შენი“ „შენ ყველაფერს შეძლებ“ და არაჩვეულებრივ შედეგს ვიღებდი.

მანანა შველიძე: სკოლამ უნდა გაზარდოს ბავშვი, ყველა მისი კარგი თვისება უნდა წამოიღოს წინ, დააჯეროს საკუთარ თავში და მისცეს სწორი გზა. სკოლა ბავშვს ასევე ნაწილობრივ ასწავლის მეგობრობას, მშობლების სიყვარულს. ოჯახი პირველია ბავშვის ცხოვრებაში ხოლო სკოლა მეორე. სკოლა არის უდიდესი ძალა მისი როგორც ადამიანის ჩამოყალიბებაში.

– თქვენი როგორც მასწავლებლის აზრით რას ფიქრობთ, როდესაც მშობელთა კრებაზე ერთი ბავშვის შეფასება ხდება სხვა მშობლების თანდასწრებით მიგაჩნიათ თუ არა ეს ყველაფერი დაუშვებლად?

– ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი დაუშვებელია. შეიძლება ილაპარაკო უშუალოდ კლასზე და საერთო თემებზე, თუმცა ერთი კონკრეტული ბავშვის შეფასება სხვების თანდასწარებით არ მიმაჩნია სწორად. მე შევესწარი ერთხელ სიტუაციას, როდესაც მშობლის გაღიმებული სახე უცებ ჩამქრალა, როდესაც სხვების თანდასწრებით საკუთარ შვილზე ცუდს ეუბნებოდნენ. შვილი მშობლისთვის უდიდესი საჩუქარია და უდიდესი ტკივილია ამიტომ ჩემი აზრით არასდროს არ უნდა ხდებოდეს მსგავსი ქმედებები მშობელთა კრებაზე. საჭიროა მიდგომა მშობელთან თუ როგორ უთხრა მისი შვილის უარყოფითი თვისებები რა თქმა უნდა ცალკე მშობელთა კრების გარეშე.

– თქვენი აზრით ღირს თუ არა მასწავლებლად ყოფნა?

– მასწავლებლად ყოფნა ღირს, რადგან ეს ყველაფერი არის ძალიან დიდი შრომა მე არ მეგულება ისეთი პროფესია, რომელსაც ასეთი შრომა სჭირდება, როგორც მასწავლებელს. დასაფასებელია, როდესაც შენ მოსწავლეს სკოლის დამთავრების შემდეგ მიაქვს შენგან მიღებული ცოდნა, სიყვარული, როდესაც შენ ხედავ რომ მასში ბევრი რაღაც ჩადე აი ამის გამო ღირს ცხოვრება, როდესაც დაინახავ შენ ხელწერას ამ ბავშვში. შესაბამისად ვფიქრობ რომ მასწავლებლობა ღირს.

– რა სასწავლო სტრატეგიას იყენებთ ბავშვებისთვის სწავლის მისაღებად?

– 33 წელია სკოლაში ვმუშაობა მასწავლებლად და ყველა სასწავლო სტრატეგია გამომიყენებია რაც შემოუთავეზებია სკოლას და ხანდახან ჩემი ინიციატივითაც ვაკეთებდი. ვფიქრობ, რომ ყველა სასწავლო სტრატეგია გარკვეული დოზით კარგია, თუმცა საჭიროა ამის სწრაფი ცვლა, რადგან მოსწავლეებს სულ ერთი სტრატეგიით სწავლა ბეზრდებათ. მე ყოველთვის ვაკეთებდი გადარბენას ანუ გონებრივ იერიშს ბავშვებში რაც ძალიან მოსწონდათ, რადგან მთელი კლასი ჩართული იყო ამაში, თუმცა რაღაც პერიოდის მერე ვცვლიდი და სხვა სტრატეგიას ვიყენებდი რაც ძალიან კარგია მოსწავლეებისთვის. სასწავლო სტრატეგიები კარგია თუ ცვლი სისტემატიურად და ჩართული ახალი ყველა ახალი სტრატეგიის გამოყენებასა და განხილვაში.

– თქვენი აზრით რა შეიძლება იყოს იმის მიზეზი რომ მოსწავლე ხშირად არ ამჟღავნებს ინტერესს კონკრეტული საგნის მიმართ და რა უნდა მოიმოქმედოს ამ შემთხვევაში მასწავლებელმა?

– ძალიან ბევრი რამ შეიძლება იყოს ამის მიზეზი ერთ-ერთი მიზეზი არის ოჯახი, რომელიც ბავშვს უწყვიტავს მომავალს და ეობნება ექიმი უნდა გამოხვიდეო ამ შემთხვევაში ბავშვი არ ისწავლის სხვა საგნებს ისეთი ინტერესით როგორც ბიოლოგიას ან ქიმიას. ამის მიზეზი მასწავლებელიც შეიძლება იყოს, რადგან ვერ ატარებდეს გაკვეთილს ისე, რომ ამით ბავშვი დააინტერესოს ან ამის მიზეზი შეიძლება იყოს ისიც, რომ ბავშვი ჩამორჩა რაღაც საფეხურზე და ვეღარ ახერხებს გაგრძელებას რადგან შეიძლება გაუჭირდეს გამოტოვებული მასალის გარეშე.მე ვნანობ ყოველთვის იმას რომ ბავშვი დაბალი ქულით შემიფასებია, რადგან მე არ ვიცოდი რა პრობლემა შეიძლება ქონოდა მას და რის გამო ვერ შეძლო გარკვეული მასალის მომზადება.

– თქვენი აზრით რას აძლევს სკოლა ბავშვს გარდა განათლებისა?

– სკოლამ უნდა გაზარდოს ბავშვის, ყველა მისი კარგი თვისება უნდა წამოიღოს წინ, დააჯეროს საკუთარ თავში და მისცეს სწორი გზა. სკოლა ბავშვს ასევე ნაწილობრივ ასწავლის მეგობრობას, მშობლების სიყვარულს. ოჯახი პირველია ბავშვის ცხოვრებაში ხოლო სკოლა მეორე. სკოლა არის უდიდესი ძალა მისი როგორც ადამიანის ჩამოყალიბებაში.

– თქვენი აზრით ონლაინ სწავლების პერიოდში მიიღო თუ არა ბავშვმა ის განათლება რასაც მიიღებდა საკლასო ოთახში სწავლის პერიოდში?

– ონლაინ სწავლებაზე გადასვლა ჩემთვის იყო კატასტროფა რადგან ვერ ვხედავდი ბავშვებს და მიჭირდა გაკვეთილის ჩატარება, თუმცა ამ ყველაფერთან ერთად დადებითიც იყო მაგალითად მე შემეძლოს უფრო ფართოდ მიმეწოდებინა მასალა ბავშვებისთვის ფოტოებისა და ვიდეოების საშუალებით. უფრო კარგად ვმუშაობდით რუკებზე და ა.შ. ვფიქრობ, რომ ბავშვზეა დამოკიდებული ყველაფერი, რადგან თუ მას სწავლა სურს ის ონლაინაც ისწავლის. მოტივაციას აქვს დიდი მნიშვნელობა გინდა ისწავლი და თუ არ გინდა ვერ ისწავლი.

 

მასალის ავტორი: გიორგი ერაძე 

IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი


რადიო IBSU

Free Shoutcast HostingRadio Stream Hosting