შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი

IBSU-ში თვითმმართველობის კანდიდატებმა საორიენტაციო შეხვედრა გამართეს

01/04/2022

თვითმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში საორიენტაციო შეხვედრა გაიმართა.

კანდიდატურა ორმა გუნდმა წამოაყენა. მოქმედი თვითმართველობის გუნდიდან კენჭს იყრის ლიკა ლოლომაძე, ოპონენტ გუნდს კი წარმოადგენს საბა ჩიტორელიძე. საორიენტაციო შეხვედრაზე ორივე გუნდი, თავიანთი დელეგატებით, გაეცნო სტუდენტებს.

„ჯგუფებს შორის შეხვედრაზე იგრძნობოდა დაძაბულობა. ახალ ჯგუფს აკლდა გამოცდილება, მაგრამ ვფიქრობ შანსს იმსახურებენ. აუდიტორიას საინტერესო კითხვები ჰქონდა, მათმა კითხვებმა მართლაც ძალიან დამაფიქრა,“ ამბობს პირველკურსელი თეა კალანდარიშვილი.

გუნდებმა წარმოადგინეს საარჩევნო კამპანია, მათ ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე. ისინი მიზნად ისახავენ უნივერსიტეტის განვითარებასა და სხვადასხვა შემეცნებითი თუ გასართობი ივენთით სტუდენტური ცხოვრების გალამაზებას.

„ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი გუნდით, რადგან ვთვლი რომ ზუსტად შევძელით ჩვენი სათქმელის აუდიტორიისთვის მიწოდება,“ აღნიშნავს თვითმართველობის მოქმედი გუნდის პრეზიდენტობის კანდიდატი ლიკა ლოლომაძე.

„თითოეულმა კანდიდატმა კარგად წარმოაჩინა საკუთარი თავი. წარმატებას ვუსურვებ ყველას!“ ოპონენტი გუნდის პრეზიდენტობის კანდიდატი საბა ჩიტორელიძე.

თვითმართველობის არჩევნები შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში 4 აპრილს ჩატარდება.

 

ავტორი: თამარ ჩხიკვაძე, ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტი.


რადიო IBSU

Free Shoutcast HostingRadio Stream Hosting