შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი
„ურბანული აქტივიზმი“
07/03/2019
6 დეკემბერს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში PR დეპარტამენტის ორგანიზებით ტელე და რადიო წამყვანმა ჯოზეფ ალექსანდერ სმიტმა საჯარო ლექცია ჩაატარა თემაზე „ურბანული აქტივიზმი“.
ლექციის დასაწყისში მოწვეულმა სტუმარმა კარლ მარქსსა და მის იდეებზე ისაუბრა.
„მარქსი იტყოდა რომ ქალაქი არის ჭარბი პროდუქციის გეოგრაფიული და სოციალური კონცენტრაციის ადგილი“.
მან გამოყო ზოგადად ურბანიზაციის, კაპიტალიზმის პირობებში არსებული ორი სახე: ქალაქის გაფართოება და ქალაქის შუაგულის ე.წ „გამოშიგვნა“.
სმიტმა ასევე ახსენა ჭარბწარმოება, რაც კავშირშია კაპიტაალიზმის განვითარებასა და ურბანიზაციასთან. კაპიტალიზმისთვის გაფართოების პროცესებს ხშირად თან სდევს ქალაქების გამოშიგვნა. მაგალითისთვის მოიყვანა პარიზი. სადაც მის გაფართოებასთან ერთად მიმდინარეობდა ქალაქის შუაგულის გამოშიგვნა.
ამასთან, მან განმარტა კონცეფცია „უფლება ქალაქზე“.
„ ეს არის იმის მტკიცება, რომ ჩვენ გვაქვს უფლება ქალაქზე. ქალაქის შექმნა ბევრს მეტყველებს ჩვენზე. უფლება ქალაქზე ნიშნავს, რომ შენ უნდა გქონდეს ურბანიზაციულ პროცესებზე წვდომა და კონტროლი. რათა გარდაქმნა შენი საარსებო გარემო, შესაბამისად, შენი საკუთარი თავი და შენი სამყარო.”_ აღნიშნა ჯოზეფ ალექსანდერ სმიტმა.
სალომე მუხიგულაშვილი