შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი
“პირველადი დახმარების ტრენინგი”
06/03/2019
7 დეკემბერს, შავი ზღვის საერთაშორისო უმნივერსიტეტში პირველადი და გადაუდებელი დახმარების სამედიცინო ტრენინგი ჩატარდა, რომელსაც რეანიმატოლოგ-ანესთეზიოლოგი, არჩილ მარშანია უძღვებოდა.
შეხვედრის პირველ ნაწილში, სტუმარმა ადამიანის სამ მთავარ სასიცოცხლო ორგანოზე ისაუბრა. ესენია: გული,ფილტვი და თავის ტვინი.
ამასთან, ტრენინგის ნაწილი დაეთმო უშუალოდ პრაქტიკას, რომელშიც სტუდენტები აქტიურად იყვნენ ჩართულნი.
“მსგავსი პროექტები ხშირად უნდა ჩატარდეს არა მხოლოდ უნივერსიტეტში,არამედ მის გარეთაც,რადგან პირველადი დახმარების ცოდნა ყველა ადამიანისთვის სავალდებულოა,”_ აღნიშნა მედია კლუბთან საუბრისას ერთ-ერთმა ტრენინგის მონაწილემ.
ლექცია ინტერაქტიული ხასიათის იყო და სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ მოწვეული სტუმრისთვის თემის ირგვლივ მათთვის სასურველი კითხვა დაესვათ.
გიორგი ჭარელიშვილი
სოფი თოფურია