შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი

პირველი საერთაშორისო კონფერენცია კულტურის თემაზე

06/03/2019

პირველი საერთაშორისო კონფერენცია კულტურის თემაზე – HALC 2016—————————–გვანცა ნადიბაიძე—————————–#ibsumediaclubპირველ საერთაშორისო კონფერენციას თემაზე: ''ისტორია, ხელოვნება, ლიტერატურა და კულტურა სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში“ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა უმასპინძლა. კონფერენცია 20 სექტემბერს გაიხსნა „თბილისის ინოვაციებისა და მეცნიერების“ ფესტივალის ფარგლებში.კონფერენციის ფარგლებში მოწვეულნი იყვნენ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ჯანიქ ბაშარის უნივერსიტეტის, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ბაქოს კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგენლები.ღონისძიებაში 100-მდე გამომსვლელმა მიიღო მონაწილეობა, მათ შორის საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან, ასევე, ირანიდან, ეგვიპტიდან და ინდოეთიდან.ძირითადი მომხსენებლები იყვნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი, პროფესორი სალიმ აიდუზი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი დავით ალექსიძე და ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი ვაჟა კიკნაძე.ლევან ხარატიშვილმა თავის გამოსვლაში ისაუბრა კულტურის მნიშვნელობაზე პოლიტიკურ პროცესებში და აღნიშნა, რომ კულტურა დისტანცირებული უნდა იყოს პოლიტიკისგან და მნიშვნელოვანია ის იყოს საზოგადოების ერთიანი მონაპოვარი.„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კულტურაში მმართველობა იყოს გამჭვირვალე გადაწყვეტილების მიღების პროცესში. სწორედ ამ გზას მივყევით ჩვენც, როცა საზოგადოებასთან ერთად დავიწყეთ მსჯელობა იმ გამოწვევებზე, რომლებიც არის კულტურის სფეროში, დავსახეთ პრაქტიკული გამოსავალი და გზები გამოწვევების დასაძლევად. ამის შემდეგ შევიმუშავეთ კულტურის სტრატეგიის დოკუმენტი, რომელიც არის ათწლიანი და თანმიმდევრული“, გვითხრა მედიაკლუბთან საუბრისას ლევან ხარატიშვილმა.კონფერენცია ორდღიანია და 21 სექტემბერს საზეიმო ვითარებაში დაიხურება.

Posted by IBSU Media Centre on სამშაბათი, 20 სექტემბერი, 2016


რადიო IBSU

Free Shoutcast HostingRadio Stream Hosting