შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი

აქ ჩვენ ვძულვართ, იმიტომ, რომ ბოშები ვართ

08/02/2019

ადა 30 წლისაა, ეთნიკურად ბოშა და თბილისში ნივთებს ყიდის: სუნამოებს, ელექტრო სავარცხლებსა და თმის მოვლის საშუალებებს. თავიდან, როდესაც ვკითხრე დისკრიმინაციის შესახებ, მითხრა, რომ მას დისკრიმინაცია არ ეხება. თუმცა შემდეგ მითხრა, რომ ხშირად შეურაცხყოფას აყენებენ და სხვადასხვა ადგილიდან აძევებენ. ,,მათ ჩვენ ვძულვართ, იმიტომ, რომ ბოშები ვართ და ,,ციგნებს“ გვეძახიან. ჩვენ ასე ვშოულობთ ფულს და ყურადღებას არავინ გვაქცევს,“ – ამბობს ადა და გვიყვება ზოგჯერ მძღოლები როგორ ეჩხუბებიან და მაწანწალას ეძახიან.  ეს, კი მისთვის შეურაცხმყოფელია.

 

ხშირად ეჩხუბებიან და დასცინიან მუნიციპალურ ტრანსპორტში (მეტროში) სამოწყალოდ გამოსულ არასრულწლოვან ბოშებსაც. ბავშვები, რომლებიც წესით საბავშვო ბაღებსა და სკოლებში უნდა დადიოდნენ მოწყალებას ითხოვენ მეტროს მგზავრებისგან.

 

„ხშრად მიწევს მეტროთი მგზავრობა, ვარკეთილის მეტროდან დიდუბემდე თითქმის ყველა გაჩერებაზე მოწყალების სათხოვნელად ხელგაწვდილი პატარები დადიან… ხშირად, ეს პატარები აგრესიულებიც კი არიან, თუკი მათ დააიგნორებ. გუშინ შევესწარი ფაქტს, რომ მეტრშოში, ერთ-ერთ ახალგაზრდა ბიჭს მოწყალებას სთხოვდა, ის კი ყურადღებას არ აქცევდა, პატარა ბოშამ ფეხების რტყმევა დაუწყო…  საოცარი მოთმინების უნარი გამოიჩინა მგზავრმა, რომ პასუხი არ დაებრუნებინა აგრესიული პატარ ბოშასთვის,“ – ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე, რომელიც ყიველდღიურად სარგებლობს მუნიციპალური ტრანსპორტით.

 

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგად, საქართველოში 604 ბოშა ცხოვრობს. თუმცა, არაოფიციალურად, მათი რაოდენობა გაცილებით მეტია. სხვა ეთნიკურ უმცირესობებთან შედარებით, დისკრიმინაციის ფაქტები, ბოშათა შემთხვევაში, არ შემცირებულა.

 

,,დისკრიმინაციისა და ჩაგვრის თვალსაჩინო მაგალითები, როგორც ესეთი, ეთნიკური ნიშნით, ჩვენდა სასიხარულოდ, აღარ გვაქვს, თუმცა ბოშების თემი არის ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი და იყო კონკრეტული შემთხვევები, როცა მშობლები სკოლასა და ბაღში აპროტესტებდნენ, რომ არ უნდოდათ მათ შვილებს ბოშების გვერდით ესწავლათ. შემდეგ, ჩაერთო არასამთავრობო ორგანიზაციები, სახალხო დამცველის ოფისი და ეს რამდენიმე შემთხვევა აღიკვეთა. თუმცა, ბოშა საზოგადოებას რომ ვკითხოთ, სტერეოტიპული დამოკიდებულებების გამო, საზოგადოების დისკრიმინაციის გამო, ხშირად ექმნებათ პრობლემები, ადამიანური თვალსაზრისით, რადგან, მათი არაპირდაპირი დისკრიმინაცია ხდება,“ – ამბობს საქართველოს გაეროს ასოციაციის ოფიცერი, ადამიანის უფლებების საკითხებში, დენოლა ჩხარტიშვილი.

 

სახალხო დამცველის, 2017 წლის, ანგარიშში აღნიშნულია, რომ ,,2017 წლის განმავლობაში ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტერგრაციის სფეროში განხორციელებული მნიშვნელოვანი ღონისძიებების მიუხედავად, არსებული სირთულეების გადასაჭრელად გადადგმული ნაბიჯები არ იყო სათანადოდ ეფექტური და გამოწვევების დიდი ნაწილი კვლავ მოუგვარებელია.“ აღნიშნულ ანგარიშში, ყურადღება გამახვილებულია, განათლების ხელმისაწვდომობასა და სახელმწიფო სტრუქტურებში ეთნიკური უმცირესობების დასაქმების ძალიან დაბალ მაჩვენებელზე. ბოშათა შემთხვევაში, უმრავლესობას პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი არ აქვს, რაც მნიშვნელოვნად უშლის ხელს მათ  საზოგადოებაში ინტეგრაციას.

 

PHR-ის ანგარიშის მიხედვით, ,საქართველოში ბევრ ბოშა მოქალაქეს არ გააჩნია პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები. ხოლო ბოშა ბავშვების სკოლაში დასწრების მაჩვენებელი დაბალია. ანგარიშში საუბარია იმაზე, რომ ბოშა ბავშვებს ქუჩაში ცხოვრება და მუშაობა უწევთ. სახელმწიფოს არ გააჩნია სტრატეგიული ხედვა მათი მძიმე პირობების შესამსუბუქებლად. კომიტეტი ასევე მიუთითებს ბოშათა თემში, ნაადრევი ქორწინების პრობლემაზე.

 

,,ბოშები სარგებლობენ ყველა იმ შეღავათით, რითაც საქართველოს სხვა მოქალაქეები. სხვა დამატებითი სოციალური პაკეტები არ გვაქვს.“ გამომდინარე იქედან, რომ ბოშათა უმრავლესობას პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი არ აქვს, ვერ სარგებლობენ შეღავათიანი პაკეტებით. – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

 

,,დისკრიმინაციის მსხვერპლნი  მთელი რიგი ფსიქოლოგიური თავისებურებებით გამოირჩევიან. პირველ რიგში, თვალშისაცემია, დაბალი თვითშეფასება და საკუთარ თავში დაურწმუნებლობა, რასაც კიდევ უფრო ამწვავებს დამცირება და შეურაცხყოფა. ეს კი ნეგატიურ კვალს ტოვებს ადამიანის ფსიქიკაზე. ამიტომაც, ხშირ შემთხვევაში, თავს იჩენს დეპრესია და სხვადასხვა ტიპის ნევროზულ-შფოთვითი აშლილობები,“ ამბობს ფსიქოლოგი ლელა სტურუა.

 

არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის ოფისის მუშაობის მიუხედავად, საქართველოში მცხოვრები ბოშები სტერეოტიპული დამოკიდებულებების, განათლების ხელმიუწვდომობისა და სოციალური არამდგრადობის გამო, მაინც ვერ ახერხებენ საზოგადოებაში სრულ ინტეგრაციას და ხშირად დაცინვისა და დისკრიმინაციის მსხვერპლნი ხდებიან.

 

ფოტოზე ბოშათა დასახლება ქობულეთში

თამარ იაკობაშვილი


რადიო IBSU

Free Shoutcast HostingRadio Stream Hosting