შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი

ბლოგი

საქართველომ დამოუკიდებლობის მოპოვებისთანავე გააკეთა სტრატეგიული არჩევანი და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ქვეყნის განვითარების უპირობო მიმართულებად დაისახა. ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა მეოთხედ საუკუნეზე მეტს ითვლის და დღეს, ჩვენ უფრო ახლოს ვართ ერთმანეთთან, ვიდრე ოდესმე. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი გახსნილი გზაა, რომ “შინ ევროპაში” გაწევრიანებისთვის აქტიურად ვიმუშაოთ.  ისეთ დროში გვიწევს ცხოვრება, როცა ცალკეულ ქვეყნებს არ შესწევთ ძალა […]

8 ნოემბერს ვცდილობდი ახალი ამბებისგან მაქსიმალურად შორს ვყოფილიყავი. არ ვამოწმებდი სოციალურ ქსელებს, ტელევიზორს ხომ რასაკვირველია, არაფრის დიდებით ჩავრთავდი. საკუთარ თავს მიმდინარე მოვლენებისგან დამცავი ველი შევუქმენი, რომ დაზღვეული ვყოფილიყავი უარყოფითი პასუხის სწრაფად გაგებისგან. ასე იშვიათად თუ მაშინებს რამე. მხოლოდ მაშინ, თუ ძალიან დიდი და გარდამტეხია ჩემთვის, ჩემი ოჯახისთვის, ჩემი მეგობრებისთვის. ეს კი სწორედ ასეთი იშვიათი მომენტი […]

სახლი, რომელიც თბილისის ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში – სოლოლაკში მდებარეობს, “გალერეა 27”-ის სახელით არის ცნობილი. ეს არის ხელნაკეთი ნივთების მაღაზია, რომელიც მხარს უჭერს ქართველ ხელოვანებს და მათი ნამუშევრების პოპულარიზაციას. გალერეა, 2013 წელს მხატვარმა ნინო ყვავილაშვილმა დააფუძნა და სავსეა როგორც მის მიერ, ასევე სხვა ადგილობრივი ხელოვანების მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთებით. სივრცის მენეჯერი, ნუცა ერისთავი, გვიყვება, რომ გალერეის […]

კავკასიძეების ციხე და ეკლესია რომ წყალმა დაფარა, კიდევ ერთხელ ამიწრიალდა ფიქრი, რომ მოსასწრებია… ყველაფერი მოსასწრებია, რადგან არავინ იცის, ხვალ რა იქნება. აქამდე, გონებაში უამრავჯერ გავლილი გზა, ახლა რეალობად იქცა და ტაო-კლარჯეთისკენ გადაიკლაკნა. თურქი მესაზღვრეები, 90-მდე ქართველი ახალგაზრდის დანახვისას, ზუსტად ხვდებიან სად მივდივართ და რატომ… ლოდინის დრო უსასრულოდ გაიწელა თითქოს, მერე ისევ გზა და დაღლილობა… გიდის ხმა გვაფხიზლებს: “პირველი გაჩერება – ხანძთა”. ტყეში პატარა ბილიკი ადის, ანჯარა წყარო კი ჩვენს დასარწყულებლად მოედინება თითქოს… ავედით და პირველი, რასაც ვხედავ – ცაა, რომლის ქვეშეთშიც დანგრეული ტაძარიც კი […]

ჩემი პირველი საერთაშორისო კონფერენცია, პირველი საერთაშორისო კონკურსი და პირველი საერთაშორისო გამარჯვება მიგრანტი ქალების თემაზე შექმნილ მასალას უკავშირდება. ქართველი ემიგრანტების ცხოვრება, მათი ტკივილები და პრობლემები, საქართველოში მწვავედ დგას. საზღვარგარეთ 3-4 წლით წასული ქალები იქ საბოლოოდ 10-15 წელი რჩებიან და ბევრი მიზეზის გამო, უკან დაბრუნებას ვერ ახერხებენ.       ანო ტვლიდიანი: “ჩვენი ქვეყანა გენდერულად ძალიან მგრძნობიარეა, […]

გამარჯობა, მადლობა ყველას, ვინც ჩემს ბლოგს კითხულობთ! Labas, Ačiū visiems, kurie skaito mano tinklaraštį! უკვე მეექვსე თვეა, რაც ლიეტუვაში ვარ, ქალაქ შიაულიაიში. ამ ბლოგში მოგიყვებით, ქართველებთან ერთად გატარებულ მნიშვნელოვან მომენტებზე. სამ დღეზე უკვე გიამბეთ და ახლა გავაგრძელებ.  დღე 4 – შიულიაის ახალგაზრდა ტექნიკოსთა ცენტრში.  ეს ვიზიტი არანაკლებ საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის, ადამიანისთვის, რომელმაც მანქანების შესახებ ბევრი […]

რეენა ფიჯიდანაა, ჰამდენი მალდივის რესპუბლიკიდან, ხოლო ონოლია მალავიიდან. სამივე მათგანი IBSU-ში სწავლობს. ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი თეკლა გვარამია, დაინტერესდა თუ რა მოსწონთ უცხოელ სტუდენტებს საქართველოში.  რეენა, ფიჯიდანაა და IBSU-ში, უკვე ერთი წელია, მენეჯმენტს სწავლობს. მას ენატრება სამშობლო, ტროპიკული საკვები, ბოსტნეული და ზღვის პროდუქტები. მისი ქვეყანა წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს და განლაგებულია 330-ზე მეტ კუნძულზე, რომელთაგან […]

IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი გიორგი ერაძე ზაფხულის შთაბეჭდილებებს ბუდაპეშტიდან გვიზიარებს. მისთვის ევროპა სილაღესთან, სიმშვიდესთან და სილამაზესთან ასოცირდება, სადაც ერთმანეთთან ჰარმონიულადაა შერწყმული ძველი და ახალი არქიტექტურა.  ბუდაპეშტში, პარლამენტის შენობა მთავარი ღირსშესანიშნაობაა. ნეოგოტიკური სტილის ნაგებობა ფუფუნებითა და პომპეზურობით გამოირჩევა, რომლის ასაგებად 40 მილიონი აგური და 40 კილოგრამი ოქრო დასჭირდათ. პარლამენტის მშენებლობა მე-20 საუკუნის დასაწყისში, 1904 წელს […]

IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი მარიამ ქობალია გაცვლითი პროგრამით ესტონეთში, ტარტუს უნივერსიტეტში იმყოფებოდა. IBSU-ს მედია ცენტრის მხარდაჭერით მარიამმა დაიწყო პოდკასტების სერიის მომზადება “მე და ევროპა”, რომლის საშუალებითაც დაწვრილებით მოგიყვებათ მისი თავგადასავლის შესახებ ევროპაში. მარიამი დარწმუნებულია, რომ განათლების და მოგზაურობის მოყვარულები, ბევრ საინტერესო ინფორმაციას მიიღებენ მისი პოდკასტებიდან. მარიამ ქობალია – მე და ევროპა მასალის ავტორი: მარიამ […]

– რა არის მნიშვნელოვანი ევროპულ ფასეულობებში? – ნებისმიერი მოქალაქე კარგად უნდა იცნობდეს საკუთარ უფლებებს და მოვალეობებს – პატივი სცეს სხვების ინტერესს, საფრთხე არ შეუქმნას სახელმწიფო ან კერძო პირის ქონებას, გაუფრთხილდეს ადამიანების სიცოცხლეს, იზრუნოს გარემოს გაუმჯობესებაზე და სხვა.  საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის განცდა ნებაყოფლობითია, მაგრამ იმ ქვეყნებში, რომელთა მოქალაქეებიც ერთმანეთზე ზრუნავენ, ცხოვრება გაცილებით სასიამოვნოა. თანაგრძნობა და საზოგადოების ინტერესების […]


რადიო IBSU

Free Shoutcast HostingRadio Stream Hosting