შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი

ინტერვიუ

Page: 4

22 წლის ლაურა პაპასქუა გალის რაიონის სოფელ ქვემო ბარღებში დაიბადა და სკოლაც იქვე დაამთავრა. მისი ოჯახი დღემდე გალში ცხოვრობს, რაც მუდმივ მონატრებასთან და არაერთ სირთულესთან არის დაკავშირებული. ლაურა გალში გატარებულ ბავშვობაზე, აფხაზებთან ურთიერთობასა და იმ დაბრკოლებებზე გვესაუბრა, რომლებიც აფხაზეთიდან წამოსულ სტუდენტებს ხვდებათ.   – მოგვიყევი შენ შესახებ, როგორ მოხვედი აქამდე? – სკოლა აფხაზეთში, გალის რაიონის […]

– ოთო, სტაბილურად კარგი უძრავი ქონების სააგენტო თუ გეგულებათ – სადაც დარეკავ და მოგემსახურება ზუსტად ისე, როგორც ელოდები? – ძალიან კარგი შეკითხვაა. ადამიანისთვის, როდესაც ქონების შეძენა ან გაყიდვა სურს, ყველაზე ხელსაყრელი გზა უძრავი ქონების სააგენტოს დახმარებაა. რა თქმა უნდა, განცხადების განთავსება ინტერნეტშიც შეიძლება. ჩვენს სააგენტოს თუ მომართავთ, საქმეში პროფესიონალი აგენტები ჩაერთვებიან და მათი წყალობით დიდ […]

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის” მედია ცენტრმა, ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებთან ერთად, “ცოდნის კაფეზე” მინი ფილმი მოამზადა IBSU-ს სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში. “ცოდნის კაფე” სოციალური საწარმო და საქართველოს რეგიონებში, ერთადერთი მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცეა, რომელიც თავისი განვითარების უმნიშვნელოვანეს ეტაპზე იმყოფება. “ცოდნის კაფეს” დამფუძნებლები მხარდამჭერებთან ერთად, წნორში, მრავალსართულიან ცენტრს აშენებენ, რომელიც იქნება უნიკალური ადგილი განათლებისთვის, კომუნიკაციისა თუ დასვენება-გართობისთვის. კერძოდ, […]

გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა და სასწავლო სემესტრის დაფინანსება სკოლის ასაკიდან მარიამ თვარაძის ოცნება იყო, რომელიც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მარკეტინგის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტია. მან ბავშვობიდანვე იცოდა, რომ უცხო ქვეყანაში განათლების მიღება სურდა. მარიამმა ბავშვობის ოცნება აისრულა, როცა Erasmus+ დაფინანსებული პროგრამით უნგრეთში, კერძოდ, სეგედის უნივერსიტეტში, ეკონომიკისა და ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე გააგრძელა სწავლა. მარიამ თვარაძე: “თავდაპირველად ორი ალტერნატივა […]

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის, საერთაშორისო პროგრამის ინგლისურენოვანი სექტორის მეოთხე კურსის სტუდენტს, ლენტო ბალიაშვილს საზღვარგარეთ ცხოვრება და განათლების მიღება დაეხმარა სრულიად განსხვავებულად დაენახა საკუთარი თავი და შესაძლებლობები, მისი ხედვა და ინტერესები კი მეტად გაზრდილლიყო. მან IBSU-გან სრული დაფინანსება მოიპოვა და საქართველოს მასშტაბით საუკეთესო 500 აბიტურიენტს შორის მოხვედრისთვის ყოველთვიური სტიპენდიაც მიიღო. ლენტო ბალიაშვილი ლიეტუვის რესპუბლიკაში, ვილნიუსში, Mykolas […]

მარიამ ქობალია გაცვლითი პროგრამით ესტონეთში წელს, პირველად იმყოფებოდა. შავი ზღვის  საერთაშორისო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი, უკვე მესამე თვეა ტარტუს უნივერსიტეტის ნარვას კოლეჯის ფილიალში, ინგლისური ენის მიმართულებით სწავლობს. მარიამი ესტონეთში სპეციალური პროგრამით იმყოფება, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთიდან სტუდენტებისთვის შეიქმნა. იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც მანამდე გალის რაიონის სკოლებში სწავლობდნენ. კონკურსში მონაწილეობისთვის მარიამმა ონლაინ აპლიკაცია შეავსო, ინგლისურ ენაში ტესტირება […]

2022 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულის წევრი კახა გალდავა, 15 წელია პედაგოგია. იგი, ამჟამად, ისტორიას ასწავლის სამტრედიის N1 საჯარო სკოლაში, როგორც სამშვიდობო განათლების ტრენერი აფხაზ და ოს კოლეგებთან ერთად ნდობის აღდგენაზე მუშაობს და არაერთი კვლევის ავტორია. კახა გალდავამ, ცოტა ხნის წინ საქველმოქმედო ფონდი „სიკეთის რევოლუცია“ თავის მოსწავლეებთან ერთად დააარსა. ერთ დღეს სკოლიდან ვბრუნდებოდი და ქუჩაში […]

“ჩემი და ხატვის ისტორია, ადრეული ასაკიდან დაიწყო. ბავშვობიდან ვხატავ და ეს უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს. ჩემს საქმიანობაში ყველაზე მეტად ხატვის პროცესი მიყვარს,“ – ამბობს თვითნასწავლი მხატვარი მარიამ ცისკარიშვილი. მისი ნამუშევრები განსახვავებული სტილით და ხასიათით გამოირჩევა. მისთვის მნიშვნელოვანია ხატვის პროცესი და სამომავლო გეგმებსაც მას უკავშირებს. მარიამ რამ გადაგაწყვეტინა რომ საკუთარი თავი ხელოვნებასთან დაგეკავშირებინა? სულ მინდოდა რომ მხატვარი […]

ანა მიქიაშვილი განათლების ფსიქოლოგია. როდესაც ჯერ კიდევ დაწყებითი კლასების მოსწავლე იყო, მის თანაკლასელებს მშობლები ფულს აძლევდნენ ხოლმე, თუ ისინი „ხუთიანს“ მიიღებდნენ. ანასთვის მშობლებს არასდროს არაფერი მიუციათ „ხუთიანის“ გამო. შოკოლადსაც კი არ შეჰპირებიან კარგი სწავლისთვის. იმ დროს გული სწყდებოდა, ახლა კი მშვიდადაა, რადგან ზუსტად იცის, სწორედ ამგვარმა მიდგომამ განაპირობა, რომ მისთვის სწავლის პროცესი უფრო მნიშვნელოვანი ყოფილიყო, […]

17 წლის გეგი თაბაგარმა, მექსიკის ქალაქ ლეონში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე, სამი ოქროს მედალი მოიპოვა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა. ის 96 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა და ატაცში (ძელის ფიცარნაგიდან ზევით აწევით, ერთი, განუწყვეტელი მოძრაობით) 134/138/140 კგ დაძლია, აკვრაში კი (ძელის აკვრით ორ მომენტად, გულმკერდზე და გულმკერდიდან) 166/170/177 კგ დააფიქსირა, ორჭიდის ჯამში 317 კილოგრამი […]


რადიო IBSU

Free Shoutcast HostingRadio Stream Hosting