შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი

მედია კლუბი

Page: 2

IBSU რადიოში “შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის” სტუდენტური კლუბების გაცნობა გრძელდება.  ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტის მარიამ ლეთოდიანის სტუმრები იყვნენ თეატრის, დრამისა და მუსიკალური პერფორმანსის კლუბის წარმომადგენლები, რომლებმაც შთამბეჭდავად ისაუბრეს სამომავლო გეგმებსა და იდეებზე. კლუბის პრეზიდემტი არტ არაქელიანი კლუბის ვიცე-პრეზიდენტი თათია უმეკაშვილი IBSU NEWS კი აუდიტორიას სალომე კევლიშვილმა გააცნო

გარემოს დაცვა და მყარი ნარჩენების დანაწევრება-ჩაბარების კულტურა, 21-ე საუკუნის გამოწვევაა. ამ მნიშვნელოვან თემაზე სასაუბროდ IBSU-ს მეცია ცენტრს “ტენეს”  გენერალური მენეჯერი ირაკლი ბურჭულაძე ესტუმრა. ამჟერად,”სატელევიზიო ჟურნალის” წამყვანი იყო ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის მეორეკურსელი ეთა სულუხია. ასევე, “სატელევიზიო ჟურნალის” მორიგ გამოშვებაზე მუშაობენ ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები გვანცა გოგიაშვილი, ანა ჩალაშვილი, ანასტასია გურაშვილი. სტუდენტებმა ამ გადაცემისთვის საინტერესო გარემოსდაცვითი ექსპერიმენტიც დადგეს.

IBSU-ს მედია ცენტრში ვიდეო წარმოების შესახებ ტრენინგებიც ციკლი დაიწყო, რომლის პირველი ეტაპი სატელევიზიო მონტაჟია. ამ მიმართულებით, განსაკუთრებით, ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის პირველკურსელები დაინტერესდნენ. ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტმა ლუკა ამბალიამ თავისი ცოდნა და გამოცდილება გაუზიარე ამავე პროგრამის პირველკურსელებს თეკლა გვარამიას, სალომე კევლიშვილს, მარიამ ლეთოდიანს, ელენე სავანელსა და თამარ როსტიაშვილს.

ანა ჩალაშვილი IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის მესამეკურსელია. მას შეუძლია მოამზადოს როგორც სტუდიური გადაცემები და ვიდეო რეპორტაჟები, ასევე იყოს IBSU რადიოს წამყვანი და პირდაპირი ეთერის რეჟისორი, ჩაწეროს საინტერესო ინტერვიუები და გადაიღოს ემოციური ფოტოები. ანა ჩალაშვილი, თავად არის იმის მაგალითი, რომ თანამედროვე მედია წარმოუდგენელია მულტიფუნქციური უნარების მქონე ჟურნალისტის გარეშე, ვისთვისაც ღირებულებები მნიშვნელოვანია. იგი IBSU რადიოს ამოქმედებისთანავე ჩაერთო მისი მაუწყებლობის პროცესში და სამომავლოდაც აპირებს გააგრძელოს ეს საქმიანობა.

თეკლა გვარამია IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის პირველკურსელია. რადიოს პირდაპირი მაუწყებლობის დაწყებისთანავე თეკლა ამზადებს საინფორმაციო გამოშვებებს. მან ისწავლა ახალი ამბების მოძიება და წერა რადიოს საინფორმაციო გამოშვებისთვის. იმუშავა ინფორმაციის სტრუქტურის შექმნაზე და საინტერესო რესპონდენტების მოძიება-ჩაწერაზე. მისთვის IBSU-ს მედია ცენტრში პრაქტიკის გავლა მნიშვნელოვანი გამოცდილებაა.

“შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის” რადიოში აქტუალური თემების განხილვა დაიწყო, რომელთა შორისაა გენდერული თანასწორობა. ამ საკითხზე სასაუბროდ, პირდაპირ ეთერში სხვადასხვა თაობის ადამიანები მსჯელობდნენ. თემაზე – “გენდერული თანასწორობა და სტერეოტიპები ქორწინებაზე” თავისი მოსაზრებები აუდიტორიას გაუზიარეს როგორც სტუდენტებმა, ასევე ლექტორმა. გადაცემის სტუმარი – IBSU-ს მოწვეული ლექტორი ქეთევან გოდერძიშვილი  გადაცემის სტუმრები: IBSU-ს სტუდენტები შოთა დიასამიძე და ალექსანდრე ღიბრაძე. გადაცემის წამყვანი – გვანცა გოგიაშვილი

IBSU-ს რადიოს ეთერში ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს საინტერესო ეთერი ჰქონდათ.  თეკლა გვარამიას სტუმარი იყო ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი მარიამ გოგოსაშვილი. გვანცა გოგიაშვილმა QARTLI.GE-ს მთავარ რედაქტორთან ერთად ევროპის დღის და სტალინის კულტის შესახებ ისაუბრა. მარიამ ლეთოდიანმა, IBSU-ს რადიოს სტუდიაში, სტუდენტური კლუბის Lingo Quest-ის პრეზიდენტი ანა მარკოიძე მოიწვია. ანა მაზიაშვილს, სტუდენტების საზაფხულო დასაქმებაზე ისაუბრა. ამ რუბრიკაში თამარ ჩხიკვაძემ გერმანიაში მიღებულ გამოცდილებაზე ისაუბრა. IBSU NEWS-ში სალმოე კევლიშვილმა მსმენელებს ახალი ამბები გააცნო. ეთერის რეჟისორი კი ანა ჩალაშვილი იყო.

რადიო IBSU ”მედია ცენტრის” მხარდაჭერით ბევრი აქტუალური თემა შესთავაზა მსმენელს.    ამჯერად, ანა ჩალაშვილმა, გვანცა გოგიაშვილმა და ანი მაზიაშვილმა რადიოში განსახლველ მთავარ საკითხად სტუდენტური დასაქმება განიხილეს. დღევანდელი ეთერის მთავარი თემა სტუდენტური დასაქმება იყო და დღის სტუმარი lBSU-ს კარიერის დაგეგმვის სამსახურის უფროსი მაია სამქანაშვილი. ამავე თემაზე ისაუბრეს სტუდენტებმა, ანასტასია გურაშვილმა და დავით მათიაშვილმა. IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის მეორეკურსელმა ლუკა ამბალიამ მსმენელებს უამბო თუ როგორ გადაიღო ნოვრუზ ბაირამი, “მედია ცენტრის” პროექტის ფარგლებში არამატერიალური კულტურული ძეგლების შესახებ. IBSU NEWS აუდიტორიას პირველკურსელმა ლიზა პაპასქუამ გააცნო, თანაკურსელ ნატა ჭიღლაძის თანამონაწილეობით. ლიზა პაპასქუა აუდიტორიას ახალ ამბებს აცნობს. IBSU რადიოს პირდაპირ ეთერში მოსმენა შესაძლებელია ვებგვერდზე media.ibsu.edu.ge

2023 წლის 3 მაისიდან IBSU-ს რადიო პირდაპირ ეთერში მაუწყებლობს. “მედია ცენტრის” მხარდაჭერით, ახალ ამბებთან ერთად, აქტუალური და მრავალფეროვანი რუბრიკები LIVE-ში გადაიცემა. 3 მაისს, მთავარი თემა პრესის საერთაშორისო დღე იყო. სწორედ ამ საკითხზე, IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა გვანცა გოგიაშვილმა და ანა ჩალაშვილმა, ანი მაზიაშვილთან ერთად ეთერში რამდენიმე საინტერესო სტუმარი მოიწვიეს: ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის კოორდინატორი მაგდა მემანიშვილი და სამაგისტრო პროგრამის “ციფრული მედია და კომუნიკაციის” ხელმძღვანელი დალი ოსეფაშვილი. IBSU-ს სტუდენტები სალომე კაიშაური და მართა ბეჭვაია პირდაპირი ეთერის სტუმრები იყვნენ. IBSU News-ის წამყვანმა სალომე კევლიშვილმა, თანაკურსელ მარი ლეთოდიანთან ერთად რადიოს მსმენელებს უნივერსიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი მოვლენები გააცნო. IBSU რადიო პირდაპირ ეთერში მაუწყებლობს ონლაინ, ვებგვერდზე Media@ibsu.edu.ge

“შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის” ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა, მედია ცენტრის მხარდაჭერით, რადიოში მორიგი საინფორმაციო გამოშვება მოამზადეს. წამყვანებმა პირდაპირ ეთერში პირველი სტუმარი მიიწვიეს – IBSU-ს სტუდენტური თვითმმართველობის ახლადარჩეული პრეზიდენტი ქეთი ფანქველაშვილი. გამოშვებაზე მუშაობდნენ: ლიზა პაპასქუა, თეკლა გვარამია, სალომე კევლიშვილი, ნატა ჭიღლაძე და მარი ლეთოდიანი. მიუხედავად იმისა, რომ მესამეკურსელი ანა ჩალაშვილი თავს შეუძლოდ გრძნობდა, რადიოში მაინც მოვიდა და ანი მაზიაშვილთან ერთად IBSU NEWS პირდაპირ ეთერში გაიყვანა.


რადიო IBSU

Free Shoutcast HostingRadio Stream Hosting