შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი

სიახლეები

Page: 4

ადგილი რომელსაც მე ვეწვიე არის ჯუთა, სოფელი საქართველოში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, რომელიც კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთაზე მდებარეობს, მდინარე სნოს წყლის ხეობაში. ზღვის დონიდან 2200 მეტრზე. ყოველთვის მინდოდა სალაშქროდ წავსულიყავი საქართველოს ლამაზ მთებში და ეს დღეც ამ ზაფხულს დადგა, როდესაც მე და ჩემი  მეგობრები გავუდექით გზას ჭაუხის ტბისკენ. თავგადასავალი საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა. თბილისიდან ტრანსპორტმა იმ გზის შესახვებთან მიგვიყვანა, სადაც სოფელ ჯუთაში ასასვლელი იწყება. გადავწყვიტეთ ავტოსტოპით გაგვეგრძელებინა გზა. საბედნიეროდ გაგვიმართლა და კეთილსინდისიერმა ადამიანებმა […]

IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი ელენე სავანელი გიზირებთ ფოტოებს ზუგდიდის დადიანების სასახლიდან, რომელიც 1921 წელს დაფუძნდა. სამუზეუმო კომპლექსი შედგება სამეგრელოს დედოფლის ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანისა და თავად ნიკო დადიანის სასახლეებისაგან, კარის ეკლესიისა და დადიანების მიერ გაშენებული ბოტანიკური ბაღისაგან. მთავარმა დავით დადიანმა სასახლეში ჯერ კიდევ 1850-იან წლებში გახსნა მუზეუმი, სადაც განთავსებული იყო ანტიკურ ქალაქ არქეოპოლისის (ნოქალაქევი) არქეოლოგიური გათხრების […]

გამარჯობა, მადლობა ყველას, ვინც ჩემს ბლოგს კითხულობთ! Labas, Ačiū visiems, kurie skaito mano tinklaraštį! უკვე მეექვსე თვეა, რაც ლიეტუვაში ვარ, ქალაქ შიაულიაიში. ამ ბლოგში მოგიყვებით, ქართველებთან ერთად გატარებულ მნიშვნელოვან მომენტებზე. სამ დღეზე უკვე გიამბეთ და ახლა გავაგრძელებ.  დღე 4 – შიულიაის ახალგაზრდა ტექნიკოსთა ცენტრში.  ეს ვიზიტი არანაკლებ საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის, ადამიანისთვის, რომელმაც მანქანების შესახებ ბევრი […]

რეენა ფიჯიდანაა, ჰამდენი მალდივის რესპუბლიკიდან, ხოლო ონოლია მალავიიდან. სამივე მათგანი IBSU-ში სწავლობს. ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი თეკლა გვარამია, დაინტერესდა თუ რა მოსწონთ უცხოელ სტუდენტებს საქართველოში.  რეენა, ფიჯიდანაა და IBSU-ში, უკვე ერთი წელია, მენეჯმენტს სწავლობს. მას ენატრება სამშობლო, ტროპიკული საკვები, ბოსტნეული და ზღვის პროდუქტები. მისი ქვეყანა წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს და განლაგებულია 330-ზე მეტ კუნძულზე, რომელთაგან […]

ამბობენ, წელიწადის დროებსაც აქვთ სიკვდილის და დაბადების პერიოდი. ზამთარი-სიკვდილია,ზაფხული დაბადება. დედამიწაზე დაბადება  მწვანე ფერით იწყება, ბათუმის ფერიც და ჩემი ზაფხულიც მწვანეა. 2023 წლის ივლისის, განსაკუთრებით ხალხმრავალი და ხმაურიანია ბათუმში. ზღვა, ბულვარი, ბაღები ისეთივე მიმზიდველია, როგორიც ყოველთვის. ზღვის ქალაქში, მასთან ახლოს გაშენებლი ბოტანიკური ბაღი ვნახე, სადაც სხვასასხვა ჯიშის ხე-მცენარეებია თავმოყრილი და მე, ვერაფერს ვიტყვი გარდა ერთი […]

ბათუმი ჩემი საყვარელი ქალაქია და წელს იმითაა გამორჩეული, რომ გაცილებით ნაკლები საქართველოს მოქალაქე ისვენებს ზაფხულში, ვიდრე ტურისტები რუსეთი ფედერაციიდან თუ იძულებით გადაადგილებული პირები უკრაინიდან. ფასები დიდად არ განსხვავდება შარშანდელი ზაფხულის სეზონიდან – არაფერია იაფი, თუმცა განმასხვავებელი აქაც სწორედ ისაა, რომ ტაქსის მძღოლებით დაწყებული და კაფე-რესტორნებით დასრულებული, ძალიან ბევრ ადგილზე ყველაფერს რუსულად გთავაზობენ. ბათუმის სანაპიროზე, ე.წ. […]

შიაულიაი, ვილნიუსიდან 215 კილომეტრში მდებარეობს. მას “მზის ქალაქის” სახელით იცნობენ, რასაც 1236 წელს “მზის ომში” გამარჯვებას უკავშირებენ. კიდევ ერთი მიზეზი რის გამოც შიაულიაის “მზის ქალაქს” ეძახიან ისაა, რომ ამ ქალაქს მრავალფერვანი კულტურა აქვს.  ქალაქის კულტურული ღირსშესანიშნაობებიდან აღსანიშნავია შიაულიაის ეროვნული დრამის თეატი, უნიკალური მუზეუმები. მათ შორის – ფოტოგრაფიის, რადიოსა და ტელევიზიის, ველოსიპედების და რაოდენ გასაკვირიც არ […]

IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი გიორგი ერაძე ზაფხულის შთაბეჭდილებებს ბუდაპეშტიდან გვიზიარებს. მისთვის ევროპა სილაღესთან, სიმშვიდესთან და სილამაზესთან ასოცირდება, სადაც ერთმანეთთან ჰარმონიულადაა შერწყმული ძველი და ახალი არქიტექტურა.  ბუდაპეშტში, პარლამენტის შენობა მთავარი ღირსშესანიშნაობაა. ნეოგოტიკური სტილის ნაგებობა ფუფუნებითა და პომპეზურობით გამოირჩევა, რომლის ასაგებად 40 მილიონი აგური და 40 კილოგრამი ოქრო დასჭირდათ. პარლამენტის მშენებლობა მე-20 საუკუნის დასაწყისში, 1904 წელს […]

გამარჯობა, მადლობა ყველას, ვინც ჩემს ბლოგს კითხულობთ! Labas, Ačiū visiems, kurie skaito mano tinklaraštį! უკვე მეექვსე თვეა, რაც ლიეტუვაში ვარ, ქალაქ შიაულიაიში. ამ ბლოგში მოგიყვებით, ქართველებთან ერთად გატარებულ მნიშვნელოვან მომენტებზე.  ერასმუს+ პროგრამის ფარგლებში 12-მა ქართველმა მოსწავლემ 9 დღე გაატარა ჩემს მასპინძელ ორგანიზაციაში –  Šiaulių Didždvario gimnazija. დარწმუნებით ვიტყვი, რომ საკმაოდ ინტენსიური კვირის განმავლობაში მიიღეს როგორც […]

IBSU-ს მედია ცენტრი სტუდენტებთან ერთად საზაფხულო მოგზაურობას იწყებს. რუბრიკაში “ზაფხული” IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები გაგიზიარებენ ფოტორეპორტაჟებს როგორც საქართველოდან, ასევე უცხოეთიდან. მარი მხეიძე კვიპროსზე პირველად იმყოფება და მოგვაწოდა ფოტოები ულამაზესი კლდეებით და ლაჟვარდოვანი ფერებით, პატარა, მყუდრო ქალაქ აია ნაპადან, სადაც წყალი საოცრად სუფთაა, სანაპირო უფასო და ხალხი ფრიად კომუნიკაბელური. მარიამ მხეიძის ფოტო მარიამ მხეიძის ფოტო მარიამ […]


რადიო IBSU

Free Shoutcast HostingRadio Stream Hosting