შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი
სიახლეები
Page: 5
IBSU-ს მედია ცენტრში, სტუდენტებს შეხვდა ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტი და წამყვანი მერაბ ყუფარაძე, რომელიც მეშვიდე წელია აუდიტორიას სპორტულ ამბებს აცნობს. საინტერესო დისკუსიის შემდეგ, მერაბ ყუფარაძემ მონაწილეობა მიიღო IBSU რადიოს გადაცემაში “საუბრები ჟურნალისტიკაზე”. სადაც მომავალ კოლეგებს მარიამ ქობალიასა და ელენე სავანელს, კარიერული წინსვლის შესახებ თავისი გამოცდილება გაუზიარა. მერაბ ყუფარაძემ სტუდენტებს ურჩია ჟურნალისტური საქმიანობის დაწყებისას ბევრი იშრომონ და არ დანებდნენ, მიუხედავად წინააღმდეგობისა.
როგორ დაგეგმონ დრო და არ დააგვიანონ ლექციებზე – ამ საკითხზე მსჯელობდნენ სტუდენტები, დღეს, IBSU რადიოს პირდაპირ ეთერში. ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტის ანა მაზიაშვილის სტუმრები იყვნენ საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის მეორეკურსელები მარიამ შეყრილაძე და ნინო ბოლქვაძე. რადიო გადაცემა დროის დაგეგმვაზე გადაცემის წამყვანი: ანა მაზიაშვილი გადაცემის სტუმარი:მარიამ შეყრილაძე გადაცემის სტუმარი: ნინო ბოლქვაძე
IBSU რადიომ, “მედია ცენტრის” მხარდაჭერით, პირდაპირ ეთერში მაუწყებლობა განაახლა. დღეს, სტუდიაში მუშაობდნენ ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის მეოთხეკურსელები: ნათია შენგელია, ანა მაზიაშვილი, გვანცა გოგიაშვილი, მარიამ ქობალია და ანა ჩალაშვილი. გადაცემაში თავიანთ სამომავლო პროექტზე ისაუბრეს ამავე პროგრამის მეორეკურსელებმა გვანცა რომანაძემ და ანა სეფერთელაძემ. გვანცა გოგიაშვილი ანა მაზიაშვილი ნათია შენგელია ანა ჩალაშვილი
IBSU-ს “მედია ცენტრში” ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები, სატელევიზიო წარმოების პრაქტიკულ უნარებს სწავლობენ. დღეს, პირველკურსელებმა წამყვანის ამპლუა მოირგეს. მეორე, მესამე და მეოთხეკურსელები კი ოპერატორებისა და პროდიუსერების როლში იყვნენ. ერთობლივი მუშაობა ყველასთვის საინტერესო და სახალისო გამოდგა. სატელევიზიო წამყვანის პოზიციაზე სტუდენტების კასტინგი სატელევიზიო წამყვანის პოზიციაზე სტუდენტების კასტინგი სატელევიზიო წამყვანის პოზიციაზე სტუდენტების კასტინგი სატელევიზიო წამყვანის პოზიციაზე სტუდენტების კასტინგი სატელევიზიო წამყვანის პოზიციაზე სტუდენტების კასტინგი სატელევიზიო წამყვანის პოზიციაზე სტუდენტების კასტინგი სატელევიზიო წამყვანის პოზიციაზე სტუდენტების კასტინგი სატელევიზიო წამყვანის პოზიციაზე სტუდენტების კასტინგი სატელევიზიო წამყვანის პოზიციაზე სტუდენტების კასტინგი სატელევიზიო წამყვანის პოზიციაზე სტუდენტების კასტინგი სატელევიზიო წამყვანის პოზიციაზე სტუდენტების კასტინგი
IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის მეორეკურსელები ყოველდღიურობაზე კონცენტრირდნენ და “ქუჩის ფოტოგრაფიის” წესების დაცვით იმუშავეს. ამ მიდგომით, სტუდენტები სხვადასხვა უნარებს ანვითარებენ, იქნება ეს ფოკუსი, კადრის კომპოზიცია, დისტანცია, ბალანსი, დაკვირვება, ცნობისმოყვარეობა თუ კომუნიკაცია. ფოტოს ავტორი: სოფო ლოლაძე ფოტოს ავტორი: ანკა ლეჟავა ფოტოს ავტორი: ანა მაზიაშვილი ფოტოს ავტორი: ლუკა შველიძე ფოტოს ავტორი: თიკა ჭუმბურიძე ფოტოს ავტორი: მარიამ ეგაძე ფოტოს ავტორი: ლუკა ამბალია ფოტოს ავტორი: გიორგი ერაძე ფოტოს ავტორი: მარიამ კიპაროიძე
კავკასიძეების ციხე და ეკლესია რომ წყალმა დაფარა, კიდევ ერთხელ ამიწრიალდა ფიქრი, რომ მოსასწრებია… ყველაფერი მოსასწრებია, რადგან არავინ იცის, ხვალ რა იქნება. აქამდე, გონებაში უამრავჯერ გავლილი გზა, ახლა რეალობად იქცა და ტაო-კლარჯეთისკენ გადაიკლაკნა. თურქი მესაზღვრეები, 90-მდე ქართველი ახალგაზრდის დანახვისას, ზუსტად ხვდებიან სად მივდივართ და რატომ… ლოდინის დრო უსასრულოდ გაიწელა თითქოს, მერე ისევ გზა და დაღლილობა… გიდის ხმა გვაფხიზლებს: “პირველი გაჩერება – ხანძთა”. ტყეში პატარა ბილიკი ადის, ანჯარა წყარო კი ჩვენს დასარწყულებლად მოედინება თითქოს… ავედით და პირველი, რასაც ვხედავ – ცაა, რომლის ქვეშეთშიც დანგრეული ტაძარიც კი მშვენიერია… გარშემო ფერდობებზე ამაყად ფრიალებენ თურქული დროშები, უხმო მოწმეები იმისა, ახლა ვისად ქცეულა, ბაგრატოვანთა ისტორიისა და საქართველოს სულიერების კერა… მაგრამ, ვიღაცას ჩვენამდე და ჩვენზე ურჩად ჯიუტს, ჩვენივ სამშობლოსავით პატარა და მაინც ლამაზი- ქართული დროშა დაუტოვებია ტაძრის სარკმელზე. მეორე დღე არტანუჯის დალაშქვრით იწყება… ამ მწვერვალებს ცამდე კიბე მიუდგამს და ციხის ნანგრევებამდე მისვლა გადაულახავ დაბრკოლებად მეჩვენება. თუმცა ერთმანეთის დახმარებით და ხელის ჩაკიდებით, ყველანი მაღლიდან გადმოვცქერით სილამაზეს, სადაც ასფალტდაგებული გზაც კი ბუნებრივად ერწყმის გარემოს. დოლისყანამ არა მხოლოდ სილამაზით, არამედ ბროწეულითა და კარალიოკითაც გვიმასპინძლა სიცოცხლის გასაგრძელებლად გზა რომ იპოვა და ტკბილი ნაყოფი აქვს გამოწვდილი ფრესკებწაშლილი კედლებიდან… შემდეგ, ხავსიან კედლიდან ოშკის ანგელოზი გვეგებება… აქაურობა ყველაზე მეტ სევდას იტევს… შემურული კედლები, ბალახმოდებული შიდა სივრცე, გულამოცლილ ადამიანს მაგონებს თითქოს… ხახული ყველაზე მოვლილი დაგვხვდა, მეჩეთად ფუნქციონირების გამო… ადგილობრივი მოლა კეთილ ნებას ავლენს, ტაძარს გვიღებს და დათვალიერების საშუალებას გვაძლევს. ჩვენც, მათ ადათს ვემორჩილებით, ფეხზე ვიხდით და ისე შევდივართ… აქ, პირველად მომდის ცრემლები… ოთხთავის ნახვისას, ერთხელ სითამამენაპოვნ ცრემლებს აღარ ერიდებათ – არც ჩემი თავშეკავებულობის და არც გარშემომყოფების… ისეთი ფერებია, ვანდალურმა წარწერებმა თუ წლების ნადენმა წვიმამაც რომ ვერ გააქრო ბოლომდე… იშხანი რესტავრაციის გამო დაკეტილი, თუმც ყველაზე იმედიანად დაგვხვდა…. არანაირი ნანგრევები… დგას და თვალს გჭრის ვერდაძველებული სილამაზით… ბოლო გაჩერება ბანაა… გიდმა, შოკისმომგვრელ ბოლო ლუკმად რომ მოიტოვა უდავოდ. ფერად ბორცვებში გადაშლილი უდაბნო და მის გულში ამოწვერილი ბანა… უცნაური განცდა იმისა, რომ ეს ყველაფერი შენი ნაწილია და იქ ჩატოვებული ფესვი, საუკუნეებს აქეთ, გულში გაქვს ამოწვერილი… მოვდივარ და ვფიქრობ, როდის დავბრუნდე ისევ… ბლოგის ავტორი: ნათია შენგელია IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი
ჩემი პირველი საერთაშორისო კონფერენცია, პირველი საერთაშორისო კონკურსი და პირველი საერთაშორისო გამარჯვება მიგრანტი ქალების თემაზე შექმნილ მასალას უკავშირდება. ქართველი ემიგრანტების ცხოვრება, მათი ტკივილები და პრობლემები, საქართველოში მწვავედ დგას. საზღვარგარეთ 3-4 წლით წასული ქალები იქ საბოლოოდ 10-15 წელი რჩებიან და ბევრი მიზეზის გამო, უკან დაბრუნებას ვერ ახერხებენ. ანო ტვლიდიანი: “ჩვენი ქვეყანა გენდერულად ძალიან მგრძნობიარეა, განსაკუთრებით რეგიონებში, საიდანაც თითქმის ყოველთვიურად ვრცელდება ინფორმაცია ფემიციდის, ნაადრევი ქორწინების, უთანასწორობის თუ ჩაგვრის შესახებ. ეს თემები ძირითადად მაშინ ხდება საყოველთაო ყურადღების ცენტრში, როცა ყველაფერი ტრაგედიით სრულდება. ამის შეცვლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი კი ცნობიერების ამაღლებაა. საჭიროა საუბარი, მსჯელობა, ანალიზი და მოქმედება. ქალებმა საკუთარი თავის და სხვა ქალების გაძლიერება უნდა ვისწავლოთ”. არის ხოლმე რაღაცები, რაც შენს ცხოვრებაში სწორ დროს და სწორ ადგილას ჩნდება. საერთაშორისო სემინარზე წასვლის შანსი IBSU-ს ლექტორის და სოციალურ მეცნიერებათა დოქტორის, ოლიკო ცისკარიშვილისგან მივიღე. სწორედ მან შემომთავაზა კონფერენციაში მონაწილეობა. სექტემბრის დასაწყისში, ბათუმში, ქალ რეპორტიორთა აკადემიის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე, „გენდერული სამართლიანობის ჟურნალისტიკა კონფლიქტის დროს“, სამი არაჩვეულებრივი დღე გავატარე. პირველ რიგში, შეგვიქმნეს მეგობრული, სანდო და კომფორტული გარემო, რაც უმნიშვნელოვანელია მსგავსი შეხვედრებისთვის. ქართველ და უცხოელ ორგანიზატორებთან ერთად, კონფერენციაში 60 ჟურნალისტი მონაწილეობდა. დავესწარით სემინარებს, შევასრულეთ პრაქტიკული დავალებები და მონაწილეობა მივიღეთ აკადემიის მიერ ორგანიზებულ კონკურსში. განვიხილეთ ისეთი თემები, როგორიცაა გენდერულად მგრძნობიარე გაშუქების ხელშეწყობა, ყალბი ამბები, მანიპულირება და პროპაგანდა. გაყინული კონფლიქტები, ცხინვალის რეგიონი, სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი და სხვა. ასევე ძალიან საინტერესო იყო პრაქტიკული დავალებები, როდესაც რამდენიმე გუნდად დავიყავით და მოვამზადეთ პრეზენტაციები ქალთა უფლებებზე, მათ როლზე და გაძლიერების გზებზე. ეს დასკვნითი კონფერენცია იყო. იქამდე მსგავსი ღონისძიებები ჩატარდა საქართველოს სხვა ქალაქებშიც. ამ ინიციატივის მხარდამჭერი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრია, რომელიც დაინტერესებულია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ქალთა უფლებების გაძლიერებით. პუბლიკაციების კონკურსის გამარჯვებული გამოვლინდა 9 ოქტომბერს, 9 გამარჯვებული, 3 საპრიზო კატეგორიაში. კონკურსში სულ 130 კანდიდატი მონაწილეობდა როგორც საქართველოდან, ასევე სხვა ქვეყნებიდან. კონფერენციას საქართველოს თითქმის ყველა რეგიონის თითო წარმომადგენელი ესწრებოდა. მომავალში, თითოეული მათგანი საკუთარ სათქმელს იტყვის, აღმოაჩენს გმირებს, გააცნობს მათ ფართო აუსიტორიას და იბრძოლებს იმისთვის, რომ სემინარებზე მიღებული გამოცდილება და ცოდნა საკუთარი ხალხის დასახმარებლად გამოიყენოს. მათ შორის ვიქნები მეც, ვინც ამ შეხვედრების შემდეგ ჩატარებულ კონკურსში გამარჯვებისთვის საჩუქრად პროფესიონალური ფოტოკამერა მიიღო, რაც ჩემთვის, როგორც ჟურნალისტისთვის და ფოტოგრაფიის მოყვარულისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია. ანო ტვილდიანის მიერ კონკურსისთვის მომზადებული მასალა: უდედოდ დარჩენილი საქართველო ანუ ემიგრანტი ქალების ამბავი ბლოგის ავტორი: ანო ტვლიდიანი IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული
ბათუმში დასვენების შემდეგ საზაფხულო მოგზაურობას ევროპაში, კერძოდ , საბერძნეთის ერთ-ერთ ულამაზეს და ისტორიულ ქალაქ სალონიკში ვაგრძელებ. თვითმფრინავის დაშვების მომენტიდან ყველაფერს დეტალურად ვაკვირდები და ვათვალიერებ – ადამიანებს, აქიტექტურას, ღირსშესანიშნაობებს, ქუჩებს, სამზარეულოს… ემოციები ფოტოებში გადამაქვს. მომწონს სალონიკური ცხოვრების რიტმი – რუტინული, სამსახურის შემდეგ ოჯახებთან ერთად ზღვის სანაპიროებზე მოწყობილი ბარბექიუები, ერთმანეთის პატივისცემა და სტუმართმოყვარე დამოკიდებულებაში გამოხატული. მომწონს და გიზიარებთ. თეთრი კოშკი სალონიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არქიტექტურული ძეგლია. დღეს აქ ბიზანტიის მუზეუმია განთავსებული. თავდაპირველად კოშკი თურქების მიერ აშენდა, როგორც თავდაცვითი ნაგებობა. 1912 წლის რეკონსტრუქციის შემდეგ კი საბერძნეთის მფლობელობაში გადავიდა და ქალაქის სიმბოლო გახდა. სალონიკელები თვლიან, რომ თუ ქალაქიდან ტურისტი ისე წავა, რომ ეს თაღი არ ნახა, ესე იგი, საბერძნეთის მთელი სიდიადე ვერ შეუგრძვნია. საუკუნეების წინ, სწორედ ამ თაღის ქვემოთ გადიოდა გზა, ეგნატია, რომელიც რომში მიდიოდა. შეიძლება ითქვას, რომ გიორგიოს ზოგოლოპულოსის ქოლგები ანტიკური სალონიკის იმ იშვიათობას წარმოადგენს, როდესაც თანამედროვე არტმა ტურისტების ძალიან დიდი ნაკადის მიზიდვა შეძლო. ეგეოსის ზღვის ნაპირზე, ცაში აზიდული ქოლგები, ნებისმიერ ტურისტს მონუსხულს დატოვებს. ალონიკი განიხილება არა მხოლოდ ჩრდილოეთ საბერძნეთის კულტურულ და გასართობ დედაქალაქად, არამედ მთლიანად ქვეყნის კულტურულ დედაქალაქად. ქალაქის მთავარი თეატრებია: ეროვნული თეატრი, სამეფო თეატრი, მონი-ლაზარისტონი, დედამიწის თეატრი და ტყის თეატრი, ყველა მთგანი იმყოფება ჩრდილოეთ საბერძნეთის ეროვნული თეატრის დაქვემდებარებაში, რომელიც დაარსდა 1961 წელს. ქალაქში დაახლოებით 150 ქანდაკება ან ბიუსტია. ყველაზე ცნობილია ალექსანდრე მაკედონელის ძეგლი, რომელიც აღმართეს 1973 წელს და შექმნილია მოქანდაკე ევანგელოს მუსტაკასის მიერ. სალონიკი, საბერძნეთი სალონიკი, საბერძნეთი სალონიკი, საბერძნეთი სალონიკი, საბერძნეთი ქვიშიანი სანაპირო ძირითადად საღამოს საათებში ივსება ხალხით, რომლებიც მზის ჩასვლის შემდეგაც რჩებიან და ოჯახურ გარემოში ატარებენ მშვიდ საღამოს. სალონიკი, საბერძნეთი ზღვა მშვიდია სარკესავით ჩანს ყველაფერი რაც უფრო სასიამოვნოს ხდის ლაჟვარდის ფერ სანაპიროზე ყოფნას. სალონიკი, საბერძნეთი სალონიკი, საბერძნეთი სალონიკი, საბერძნეთი სალონიკი, საბერძნეთი სალონიკი საბერძნეთი სალონიკი, საბერძნეთი სალონიკი, საბერძნეთი სალონიკი, საბერძნეთი სალონიკი,საბერძნეთი საეკლესიო დღესასწაული, სალონიკის ერთ-ერთ სოფელში, სადაც გაიმართა კულტულური ხასიათის ღონისძიება რასაც თან ერთვოდა ეროვნული ტკბილეულისა და მწვადის მომზადება გაყიდვა საიდანაც შემოსული თანხა მოხმარდება სოფლის განვითარებას. სალონიკი, საბერძნეთი სალონიკი, საბერძნეთი სალონიკი, საბერძნეთი სალონიკი, საბერძნეთი სალონიკი, საბერძნეთი მასალის ავტორი: დავით მათიაშვილი IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი
ადგილი რომელსაც მე ვეწვიე არის ჯუთა, სოფელი საქართველოში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, რომელიც კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთაზე მდებარეობს, მდინარე სნოს წყლის ხეობაში. ზღვის დონიდან 2200 მეტრზე. ყოველთვის მინდოდა სალაშქროდ წავსულიყავი საქართველოს ლამაზ მთებში და ეს დღეც ამ ზაფხულს დადგა, როდესაც მე და ჩემი მეგობრები გავუდექით გზას ჭაუხის ტბისკენ. თავგადასავალი საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა. თბილისიდან ტრანსპორტმა იმ გზის შესახვებთან მიგვიყვანა, სადაც სოფელ ჯუთაში ასასვლელი იწყება. გადავწყვიტეთ ავტოსტოპით გაგვეგრძელებინა გზა. საბედნიეროდ გაგვიმართლა და კეთილსინდისიერმა ადამიანებმა გაგვიყოლეს. მძღოლები ადგილობრივები ივნენ, ჯუთაზე ბევრ ინფორმაციას გვაწვდიდნენ და რჩევებსაც არ იშურებდნენ. დაახლოებით 10 კილომეტრის გავლის შემდეგ, ჯუთაში ჩავედით და ქალისგან რადიკალურად განსხვავებულ სამყაროში აღმოვჩნდით. გზად ულამაზესი ხედები და მთის პეიზჟები იშლებოდა, ჰაერი კი სუფთა და სასიამოვნო იყო. ჯუთიდან ჭაუხის ტბამდე დაახლოებით 7 კილომეტრია, სადაც მხოლოდ საფეხმალო გზა მიდის. სიარული ცოტათი რთული და დამღლელია… გზად, პატარა მდინარე და ვიწრო ბილიკები გავიარეთ. გზად, მრავლად შეინიშნებოდნენ ტურისტები შინაურ ცხოველებთან ერთად. ბოლო გაჩერება ჭაუხის ტბა იყო, სადაც კარვებით დავბინავდით. ტბაზე დღისით ცხელოდა, თუმცა საღამოს ამინდი საკმაოდ ცვალებადი და ცივი იყო. და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მთელი ეს გზა ღირდა იმ სილამაზის სანახავად, რაც ვიხილეთ. მარი გულორდავას ფოტორეპორტაჟი მარი გულორდავას ფოტორეპორტაჟი მარი გულორდავას ფოტორეპორტაჟი მასალის ავტორი: მარი გულორდავა IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი
IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი ელენე სავანელი გიზირებთ ფოტოებს ზუგდიდის დადიანების სასახლიდან, რომელიც 1921 წელს დაფუძნდა. სამუზეუმო კომპლექსი შედგება სამეგრელოს დედოფლის ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანისა და თავად ნიკო დადიანის სასახლეებისაგან, კარის ეკლესიისა და დადიანების მიერ გაშენებული ბოტანიკური ბაღისაგან. მთავარმა დავით დადიანმა სასახლეში ჯერ კიდევ 1850-იან წლებში გახსნა მუზეუმი, სადაც განთავსებული იყო ანტიკურ ქალაქ არქეოპოლისის (ნოქალაქევი) არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი უნიკალური ნუმიზმატიკური მასალა, შუასაუკუნეების ევროპული საბრძოლო აღჭურვილობა,ეთნოგრაფიული და სახვითი ხელოვნების ნიმუშების დადიანებისეული კოლექცია. ამჟამად, მუზეუმში დაცულია 44 400-ზე მეტი ექსპონატი, რომელთა შორისაა ძველის წელთაღრიცხვის პირველი საუკუნის თუ ახალი წელთაღრიცხვის საუკუნის ოქრომჭედლობის ნიმუშები, (ხატები და საეკლესიო დანიშნულების სხვა ნივთები, ნატიფი ხელოვნების მაგალითები. მუზეუმში მრავლადაა საფრანგეთის, განსაკუთრებით კი ნაპოლეონ ბონაპარტეს სახელთან დაკავშირებული ნივთები, რომლებიც სასახლეში აღმოჩნდა დავით დადიანის სიძის – აშილ მიურატის მეოხებით. სასახლეში ინახება XV-XIX საუკუნეების ხელნაწერი წიგნები და სიგელ-გუჯრები, ნაპოლეონ ბონაპარტესა (6000 ტომი) და დადიანების ბიბლიოთეკა. ზუგდიდის დადიანების სასახლეში ინახება ევროპისა და აზიის საბრძოლო იარაღების ნიმუშები. ზუგდიდის დადიანების სასახლე ცნობილია თავისი მდიდარი ფოტოფონდით, სადაც 5000 ფოტო ინახება. ზუგდიდის დადიანების სასახლე XIX საუკუნეში აშენდა. მანამდე ის სამეგრელოს მთავრის დავითის დის, პუპის სასახლე იყო. ისტორიიდან ცნობილია, რომ ზუგდიდი ლევან II დადიანის დროს იქცა სამეგრელოს მთავართა რეზიდენციად . მასალის ავტორი: ელენე სავანელი IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი