იცქისი ერთი შეხედვითაც მიტოვებულ სოფელს ჰგავს. გზას რომ აუყვები, პირველ რიგში დუმილი გხვდება. არა ის დუმილი, რომელიც მშვიდია, არამედ ის, რომელიც რაღაც ცუდის შემდეგ ჩამოწვა. სახლებს რომ დააკვირდები, მიხვდები, რომ აქ დრო უბრალოდ არ გაჩერებულა – ცალსახაა, რაღაც მოხდა. ზოგ სახლს მხოლოდ კედლები შემორჩა, სახურავის გარეშე, ფანჯრების ნაცვლად ცარიელი ჩარჩოებით. ზოგი გარედან თითქმის მთელია – ფასადი დგას, მაგრამ იატაკი შელახულია, კედლებშიც ღრმა ბზარები გადის, შპალერი ჩამოხეულია, ოთახები საცხოვრებლად უვარგისია. არის სახლები, რომლებიც თითქოს გადარჩა, მაგრამ მათში აღარავინ ცხოვრობს.
ავტორები: დიანა ქონიაძე, ნინო მიქავა, ირინე ჯაფარიძე