შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი

ელენე სავანელი ზუგდიდის დადიანების სასახლიდან (ფოტორეპორტაჟი)

26/07/2023

IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი ელენე სავანელი გიზირებთ ფოტოებს ზუგდიდის დადიანების სასახლიდან, რომელიც 1921 წელს დაფუძნდა. სამუზეუმო კომპლექსი შედგება სამეგრელოს დედოფლის ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანისა და თავად ნიკო დადიანის სასახლეებისაგან, კარის ეკლესიისა და დადიანების მიერ გაშენებული ბოტანიკური ბაღისაგან.

მთავარმა დავით დადიანმა სასახლეში ჯერ კიდევ 1850-იან წლებში გახსნა მუზეუმი, სადაც განთავსებული იყო ანტიკურ ქალაქ არქეოპოლისის (ნოქალაქევი) არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი უნიკალური ნუმიზმატიკური მასალა, შუასაუკუნეების ევროპული საბრძოლო აღჭურვილობა,ეთნოგრაფიული და სახვითი ხელოვნების ნიმუშების დადიანებისეული კოლექცია.

ამჟამად, მუზეუმში დაცულია 44 400-ზე მეტი ექსპონატი, რომელთა შორისაა ძველის წელთაღრიცხვის პირველი საუკუნის თუ ახალი წელთაღრიცხვის საუკუნის  ოქრომჭედლობის ნიმუშები, (ხატები და საეკლესიო დანიშნულების სხვა ნივთები, ნატიფი ხელოვნების მაგალითები.

მუზეუმში მრავლადაა საფრანგეთის, განსაკუთრებით კი ნაპოლეონ ბონაპარტეს სახელთან დაკავშირებული ნივთები, რომლებიც სასახლეში აღმოჩნდა დავით დადიანის სიძის – აშილ მიურატის მეოხებით.

სასახლეში ინახება XV-XIX  საუკუნეების ხელნაწერი წიგნები და სიგელ-გუჯრები, ნაპოლეონ ბონაპარტესა (6000 ტომი) და დადიანების ბიბლიოთეკა.

ზუგდიდის დადიანების სასახლეში ინახება ევროპისა და აზიის საბრძოლო იარაღების ნიმუშები.

ზუგდიდის დადიანების სასახლე ცნობილია თავისი მდიდარი ფოტოფონდით, სადაც 5000 ფოტო ინახება.

ზუგდიდის დადიანების სასახლე XIX საუკუნეში აშენდა. მანამდე ის სამეგრელოს მთავრის დავითის დის, პუპის სასახლე იყო. ისტორიიდან ცნობილია, რომ ზუგდიდი ლევან II დადიანის დროს იქცა სამეგრელოს მთავართა რეზიდენციად

.

მასალის ავტორი: ელენე სავანელი 

IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი

 

 


რადიო IBSU

Free Shoutcast HostingRadio Stream Hosting