შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი

ქართული რეტრო მუსიკის 5 ვარსკვლავი

07/05/2020

IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის მესამე კურსის სტუდენტების პროექტი “ვიტრაჟი”. ეს კონკრეტული მასალა ეძღვნება ქართულ რეტრო მუსიკას. (იხილეთ ბმული: https://bit.ly/2zg9vqi )

ხელოვანთა მიერ გასული წლების წინ შექმნილი ფილმები,მუსიკალური ნაწარმოებები თუ ნახატები თითქოს ცდილობენ, წარსულის ისტორია მოგვითხრონ და  იგი ჩვენს თვალწინ გააცოცხლონ.თუ ქართული რეტრო სიმღერების მოსმენისას ასეთი განცდა ერთხელ მაინც გაგჩენიათ,გასული ეპოქის 5 ლეგენდარულ შემსრულებელსა და მათ დაუვიწყარ სიმღერებს გთავაზობთ.               
​  ლილი გეგელიას კარიერა რადიოდან დაიწყო,შემდეგ კი მთელმა საქართველომ შეამჩნია.იგი   ცნობილ ქართულ ფილმში ,,ყვავილი თოვლზე’’ სიმღერების მთავარი შემსრულებელია.მისი სიმღერები ,,ბიბისიმაც’’ კი ჩაწერა.ის იყო პირველი ადამიანი,რომელმაც რევაზ ლაღიძის ,,თბილისო’’ საქართველოს საზღვრებს გარეთ გაიტანა.
ნანული აბესაძე საქართველოს სახელმწიფო ორკესტრის ,,რეროს’’ სოლისტი იყო.იგი სკოლაში ნანი ბრეგვაძესთან ერთად სწავლობდა.მას გია ყანჩელმა სიმღერაც კი დაუწერა.ის სულიკო კოროშინაძესთან ერთად დუეტში მღეროდა,მაგრამ სოლო კარიერაშიც დაუვიწყარი რეპერტუარი შექმნა.
სულიკო კოროშინაძეს განსაკუთრებით ხალხური სიმღერები იზიდავდა.იგი საქართველოს სახელმწიფო ორკესტრის სოლისტი იყო.აქტიური კარიერის დასრულების შემდეგ,ის წლების განმავლობაში პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა და თავის ცოდნას დამწყებ მომღერლებს უზიარებდა.
მედეა ძიძიგურს სიმღერებს ყველაზე ხშირად ჯანსუღ ჩარკვიანი უწერდა.იგი საქართველოს ფილარმონიის სოლისტი იყო.ასევე იგი საქართველოს ტელე-რადიო კომიტეტის მუსიკალური დირექტორის თანამდებობას იკავებდა.მის შემოქმედებაზე  დოკუმენტური ფილმიც კი გადაიღეს.
გიული ჩოხელი ევროპის ესტრადის მომღერალთა საუკეთესო ხუთეულში დასახელდა.იგი საბჭოთა კავშირის პერიოდში ერთ-ერთი წამყვანი ჯაზის მომღერალი იყო.ის პრაღის  საერთაშორისო ჯაზური ფესტივალის I პრემიისა და სხვა მრავალი კონკურსის ჯილდოს მფლობელია.

რადიო IBSU

რადიო IBSU

Current track
TITLE
ARTIST