შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი

„ქალაქი – იდუმალი ნიშნების ადგილი”, – მედეა იმერლიშვილის ნამუშევრების გამოფენა

13/04/2022

თბილისის ისტორიის მუზეუმი წარმოგიდგენთ მედეა იმერლიშვილის ნამუშევრების გამოფენას, სახელწოდებით, „ქალაქი – იდუმალი ნიშნების ადგილი”.

მუზეუმში გამოფენილ ნამუშევრებს, მხატვარი და პოეტი, მედეა იმერლიშვილი, წიგნად წარმოდგენილ ქალაქს უწოდებს და მას ნახატებისა და ლექსების მთავარ პერსონაჟად მოიაზრებს. „ქალაქი – პერსონაჟი. ქალაქი – ამბავი. ქალაქი, როგორც ნაბიჯების ხმა” – ასე ახასიათებს საკუთარ იდეას და თვლის, რომ თითოეულ ნამუშევარში შეიძლება სიმბოლოების ამოკითხვა –  გახუნებულ კედლებში, ალაყაფის კარში, აივნებში, ფილაქანში, საკვამურში.

 

„თუ ამ სივრცეს, რომელშიც ამჟამად იმყოფებით, წარმოიდგენთ წიგნად, რომელიც თქვენ წინ იშლება, მიხვდებით, რომ მისი მთავარი პერსონაჟი – ქალაქია, ყველაფერი მის ირგვლივ იყრის თავს და ყველაფერი, რაც ხდება, მას მიემართება. ყველა ნახატი, რომელსაც აქ ხედავთ, შეიძლება ამ წიგნის ერთი თავი იყოს. სახლები ამ ნახატებზე, ასევე მოგვევლინებიან პერსონაჟებად. წიგნს არ აქვს კონკრეტული დასაწყისი და დასასრული. მისი კითხვა ნებისმიერი თავიდან შეიძლება დაიწყოთ და ის არასდროს დასრულდება, ისევე როგორც, შეუძლებელია მოგზაურობის დასრულება ქალაქში და ფიქრი, რომ ის ერთხელ და საბოლოოდ წაიკითხეთ“ – მედეა იმერლიშვილი.

დამთვალიერებელს შემოქმედებითი ნიმუშების ნახვა 17 აპრილის ჩათვლით შეეძლება.

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: ნინი შაორშაძე, ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტი


რადიო IBSU

რადიო IBSU

Current track
TITLE
ARTIST