შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი

მარიამ ცისკარიშვილის ხატვის ისტორია

15/07/2022

“ჩემი და ხატვის ისტორია, ადრეული ასაკიდან დაიწყო. ბავშვობიდან ვხატავ და ეს უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს. ჩემს საქმიანობაში ყველაზე მეტად ხატვის პროცესი მიყვარს,“ – ამბობს თვითნასწავლი მხატვარი მარიამ ცისკარიშვილი. მისი ნამუშევრები განსახვავებული სტილით და ხასიათით გამოირჩევა. მისთვის მნიშვნელოვანია ხატვის პროცესი და სამომავლო გეგმებსაც მას უკავშირებს.

მარიამ რამ გადაგაწყვეტინა რომ საკუთარი თავი ხელოვნებასთან დაგეკავშირებინა?

სულ მინდოდა რომ მხატვარი ვყოფილიყავი.ძირითადად პორტრეტების ხატვა მიზიდავს, ეს ის არის რაშიც საკუთარ თავს ვპოულობ. თუმცა, ვცდილობ მხოლოდ პორტრეტების ხატვით არ შემოვიფარგლო და ექსპერიმენტებს ვატარებ.

რა გიყვარს ყველაზე მეტად შენს საქმიანობაში?

თვითონ ხატვის პროცესი არის ყველაზე დიდი ბედნიერება. ჩემს ემოციებს და ფიქრებს ხატვით გამოვხატავ.

როდის გადაწყვიტე რომ მხატვრობა შენი პროფესია უნდა გამხდარიყო?

პატარაობიდანვე ვიცოდი, რომ ეს ის იყო რაც მჭირდებოდა. ვხატავდი ყველგან სადაც შემეძლო ფურცელზე, კედელზე, მერხზე, დაფაზე. ახლა სამხატვრო აკადემიაში ვეუფლები მომავალ პროფესიას.

როგორც უკვე ახსენე კედელზე ხატვაც გეხერხება,მოგვიყევი ამ გამოცდილების შესახებ.

მეთერთმეტე კლასში ვიყავი როდესაც გადავწყვიტე რომ ჩემი სოფლის ნაცრისფერი კედლები გამელამაზებინა. ჩემი სოფელი პატარა დასახლებაა და მეც ამოვირჩიე რამდენიმე ასეთი უსახური კედელი და დავიწყე მოხატვა. ადვილი ნამდვილად არ იყო რადგან ამ ყველაფერს დრო სჭირდება ,მაგრამ დრო არაფერია როცა იმას აკეთებ რაც გიყვარს.

ვინ არის შენი საყვარელი მხატვარი?

ჩემი საყვარელი მხატვარია ფრიდა კალო, ადამიანი რომელსაც ძალიან უყვარდა სიცოცხლე. სიცოცხლე ხომ ღმერთისგან ნაბოძები უდიდესი საჩუქარია რასაც თითოეული ჩვენგანი უნდა გავუფრთხილდეთ.

პანდემიამ როგორი გავლენა მოახდინა შენზე?

საკმაოდ კარგი, რადგან დრო მქონდა საკუთარ თავთან მარტო დარჩენის და ფიქრის. ვფიქრობდი ყველაფერზე მომავალზე, წარსულზე, ახლანდელზე. ასევე, ვქმნიდი სხვადასხვა ნახატებს და ვცდილობდი მომავალ პროფესიას უკეთესად დავუფლებოდი.

რას ურჩევ ახალგაზრდებს?

ეს ის წლებია რომელიც ნაყოფიერად უნდა გამოვიყენოთ. ახალგაზრდებს ვურჩევ რომ არასდროს შეეშინდეთ და ყოველთვის წინ იარონ. ბევრი წინააღმდეგობის გადალახვა გვიწევს, მაგრამ, საბოლოოდ, ყველაფერი კარგად დასრულდება და ისე იქნება როგორც ჩვენ გვსურს.

 

 

ავტორი: ქეთი მიქელაძე

ჟურნალისტიკის პროგრამის მეორე კურსის სტუდენტი


რადიო IBSU

რადიო IBSU

Current track
TITLE
ARTIST