შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი
IBSU-ს სამაგისტრო პროგრამის “ციფრული მედია და კომუნიკაციის” სტუდენტებმა მოამზადეს კამპანია “ისაუბრე ქართულად”. კამპანიის შექმნაში მონაწილეობდა ოთხი სტუდენტი: ავთანდილ ზარნაძე, ანანო სამხარაძე, გიორგი ჭოხონელიძე და ქეთი კვანტალიანი. მასალა მომზადდა საგნის “სოციალური მედიის სტრატეგია და PR კამპანიების” ფარგლებში. ლექტორი: სოფიო მგალობლიშვილი კამპანიის კონცეფცია #ისაუბრექართულად – ჩვენი ჯგუფის პროექტია, რომელიც პროექტი ისახავს ახალგაზრდებში ბარბარიზმების, უცხოური ლექსიკისა და უბრალოდ […]
მარტის დასაწყისში, თბილისში, პარლამენტთან გაიმართა ფართომასშტაბიანი აქციები “არა, რუსულ კანონს!”. საპროტესტო ტალღაში საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები მონაწილეობდნენ და მათ შორის “შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის” სტუდენტები. IBSU-ს ჟურნალისტიკის პროგრამის სტუდენტებმა 8-9 მარტს მომხდარი მოვლენები გააშუქეს და ვიდეო რეპორთაჟი მოამზადეს. https://www.youtube.com/watch?v=8sECZUvOS7Q
“შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის” ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა, საგნის “საუნივერსიტეტო მედიაპლატფორმის პრაქტიკუმის” ფარგლებში მოამზადეს ფოტორეპორტაჟი “გაზაფხული”. ლუკა ამბალია “წვიმიანი გაზაფხული” ლუკა ამბალია: “გაზაფხულის შემოსვლასთან ერთად დგება “3 მარტი”. ამ დღეს, ქუჩებში ხშირად შენიშნავთ ადამიანებს, მოხუცებს, რომლებიც ყიდიან ყვავილებს. ზაირა ბებოც ერთ-ერთი მათგანია, ვინც ამ წვიმიან დღეს ეზოში დაკრეფილ და თავის აწყობილ ყვავილებს ყიდის”. ანა გლოველი: […]
თბილისში ყოველდღიურად 500 000-ზე მეტი კერძო ავტომობილი გადაადგილდება, რასაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი, „თბილსერვის ჯგუფის“ სპეციალური ტექნიკა, დისტრიბუციის და სხვა მანქანები ემატება. გავრცელებული ინფორმაციით, მთლიანად საქართველოში ავტომობილს ყოველი მესამე მოქალაქე ანუ მოსახლეობის დაახლოებით 30% ფლობს. როგორც ტრანსპორტის დარგის სპეციალისტები აღნიშნავენ, მოტორიზაციის კოეფიციენტი (მანქანის მოხმარება კვირაში ხუთ დღეზე მეტჯერ) ევროპაში 8%-ია, საქართველოში კი თითქმის 35%, რაც იმის მაჩვენებელია, […]
გურამ აბაშიძის ექსპერიმენტი, თბილისის სასმელი წყლით მომარაგებასთან დაკავშირებით გრძელდება. IBSU-ს სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი ეწვია და ადგილზე დაათვალიერა, თუ როგორ გამოიყურებოდა ჟინვალის წყალსაცავი ზამთარში. ჟინვალის წყალსაცავი თბილისიდან დაახლოებით 70 კილომეტრში მდებარეობს, მდინარე არაგვის შუა წელში, საიდანაც თბილისი და მცხეთა წყლით მარაგდება. მისი საერთო ფართობი 12,8 კილომეტრია. კომპანია “ჯორჯიან უოთერ ედნ ფაუერი” (GWP) თბილისის წყალმომარაგების სისტემაში ორი […]
თეიმურაზ ხუციშილი ასოცირებული პროფესორია მათემატიკის დარგში, კავკასიის უნივერსიტეტის ლექტორი, მათემატიკის მიმართულებით. თეიმურაზ ხუციშილს გამოცემული აქვს რამდენიმე სახელმძღვანელო და მონოგრაფია ტურისტიკისა და საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის სფეროში. მისი თანაავტორობით დაიბეჭდა 50-ზე მეტი სამეცნიერო სტატია. ბატონი თემური 2013-2016 წლებში იყო სამეცნიერო ხელმძღვანელი შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის პროექტისა (N 57/04) „თურქეთში მდებარე საქართველოს ისტორიული მხარეების ტაო-კლარჯეთისა და კოლა-არტანის […]
ინტერვიუ თბილისის N30-ე საშუალო სკოლის ისტორიის მასწავლებელთან მანანა შველიძესთან. – რთულია იყო მასწავლებელი? – ძალიან რთულია იყო მასწავლებელი, რადგან თითოეულ მოსწავლესთან უნდა შეძლო კონტაქტის დამყარება და ყველაზე მთავარი არის ის რომ წლების გასვლის შემდეგ შენი მოსწავლის თვალებში ჩახედვის არ უნდა შეგრცხვეს, როდესაც ქუჩაში შეხვდები გზის მეორე მხარეს არ უნდა გადავიდეს, არამედ უნდა მოვიდეს და ჩაგეხუტოს […]
წლებია გლდანის მოსახლეობა უსიამოვნო სუნს უჩივის და მისგან გამოწვეულ დისკომფორტზე საუბრობს. ამ უსიამოვნო სუნის გამომწვევ მიზეზებზე ორი ვერსია არსებობს. პირველი ვერსიით, გლდანის ნაგავსაყრელზე სამშენებლო მასალები და ტოქსიკური ნარჩენები იწვის. მეორე ვერსიით არსებობს კონკრეტულ ადამიანთა ჯგუფი, რომელიც აგროვებს და წვავს საბურავებს, რომლის შედეგად მიღებულ ნარჩენს ჯართში აბარებს. საბურავების წვის პროცესში გამოყოფილი სუნი კი მთელს გლდანში ვრცელდება. […]
საქართველოში კლინიკების დაფინანსების ახალი მოდელი, ე.წ „დიარჯი სისტემა“ პირველი 2022 წლის ნოემბრიდან ამოქმედდა. ამ სისტემის დადებით და უარყოფით მხარეებზე მენეჯერი თათული სიჭინავა გვესაუბრება. – მოკლედ რომ გვითხრათ, რა არის დიარჯი სისტემა? – დიარჯი (DRG) არის დიაგნოზთან შეჭიდული დაფინანსების მეთოდი. მისი შემუშავების საფუძველი დასაფინანსებელი ხარჯების შემცირება იყო. 1980-იან წლებამდე დაფინანსება ხდებოდა ფაქტობრივი ხარჯით, რამაც ჯანდაცვა თითქმის […]
სწავლა თუ მუშაობა? – საქართველოში ამ დილემის წინაშე უამრავი სტუდენტი დგას. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კი ისაა, რომ ქვეყანაში თითქმის არ არსებობს სტუდენტებზე მორგებული სამსახურები, ადეკვატური ანაზღაურებით, სადაც ისინი მუშაობის პარალელურად, სრულფასოვანი განათლების მიღებასაც შეძლებენ. გაძვირებული ბინებისა და პროდუქტებზე მკვეთრად მომატებული ფასების ფონზე, სტუდენტების უმრავლესობას, სწავლის პარალელურად, მუშაობა უწევს. საინტერესოა, არსებობს თუ არა საქართველოში სტუდენტებზე […]