შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი

ინტერვიუ ნანა აბულაძესთან – ცოტა რამ დებიუტანტი მწერლის შესახებ

07/06/2021

ჩემი თავი უფრო მოთხრობების ავტორად მიმაჩნია, თუმცა  წელიწადში ერთხელ ან ორჯერ მიჩნდება იდეა, რომელიც მოთხრობის ფარგლებს სცდება და საჭიროებს, რომ განივრცოს, „აკუმის“  შემთხვევაშიც ასე მოხდა.“

ნანა აბულაძე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია, მისმა სადებიუტო რომანმა „აკუმი“ დიდი აღიარება მოიპოვა და ავტორის სამწერლო ასპარეზზე გამოჩენა საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. როგორც ნანა, ამბობს იგი 13 წლიდან წერს, პირველი მკაფიოდ დასამახსოვრებელი  ჩანაწერი სწორედ ამ პერიოდში გაჩნდა და მისი შთაგონების წყარო  იყო კომიკური ამბავი, რომელიც მის ნათესავებს შეემთხვათ.

თავიდან წერა ნანასთვის უბრალოდ ჰობი იყო, მაგრამ როგორც თავად ამბობს, ეს იმპულსი იმაზე ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე ეგონა და ამიტომ გადაწყვიტა მისთვის გზა გაეთავისუფლებინა.

ნანა აბულაძე 15 წლის იყო, როცა ხელოვნების აკადემიამ გამოაცხადა ლიტერატურული კონკურსი 16 წლამდე ახალგაზრდებისათვის. ეს იყო სასწავლო ორგანიზაცია, რომლის დირექტორიც გახლდათ ვალერიან შიოკაშვილი. მას ეს ამბავი ნათესავმა შეატყობინა და მიუხედავად იმისა, რომ ამ კონკურსში გამარჯვების არ სჯეროდა, მაინც გადაწყვიტა ეცადა და ორი მოთხრობა წარედგინა. მწერალი იხსენებს, რომ მოგება შეუძლებლად მიაჩნდა, ვინაიდან გამარჯვებული ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე მიჰყავდათ, თუმცა სწორედ ნანა აღმოჩნდა ის, ვისაც ეს არაჩვეულებრივი შანსი მიეცა. ამ შესაძლებლობის შედეგად, მან ძალიან საინტერესო ადამიანების გაცნობა და მათგან რჩევების მიღებაც მოახერხა, რომ წერა მისი ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი ნაწილი უნდა გამხდარიყო და ეს საქმე აუცილებლად უნდა გაეგრძელებინა.

რაც შეეხება ნანა აბულაძის სადებიუტო რომანს, ავტორი გვიყვება, რომ მისი შექმნის პროცესი 2018 წელს დაიწყო, შემოდგომაზე. სამსახურიდან წამოვიდა, როგორც ამბობს ათი თვე სახლში გამოიკეტა და მთელი ეს დრო თავისი შემოქმედებითი ჩანაფიქრის განხორციელებას დაუთმო.

აქამდე რაც დამიწერია, ასეთი ძლიერი სურვილი გამოქვეყნების არასდროს მქონია. ამობეჭდილ ფურცლებს ვუყურებდი და ვგრძნობდი, დაუმთავრებელი იყო, რადგან არ იყო გამოქვეყნებული, ამიტომ როცა წერა დავასრულე, პირველად გვანცა ჯობავას დავუკავშირდირომელიც გამომცემლობაინტელექტშიმუშაობს. მან კი მითხრა, რომ რომანს მთავარ რედაქტორს ზვიად კვარაცხელიას წარუდგენდა და ერთ თვეში დამირეკეს კიდეც, რომანის ბეჭდვას ვიწყებთო.“

სამომავლო გეგმებზე საუბრისას ნანა ამბობს, რომ უფრო საკუთარი საქმით დაკავებაზე ფიქრობს, ვიდრე სამსახურის დაწყებაზე. პროფესიულადაც ლიტერატურულ სამყაროში გადაინაცვლა, რითაც ძალიან ბედნიერია და სურს ამ აკადემიურ სფეროში დარჩეს. ახალი წიგნის იდეაც უკვე აქვს და აპირებს ზაფხულზე მასზე მუშაობასაც შეუდგეს.

 

ავტორი:
ანო ტვილდიანი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების მეორე კურსის სტუდენტი, მედია ცენტრის ჟურნალისტი

რადიო IBSU

რადიო IBSU

Current track
TITLE
ARTIST